მედიკამენტების გაძვირება და პაციენტის უფლებების დაცვა საქართველოში

ზურაბ აზარაშვილი: „ანტიბიოტიკების ჯგუფზე 41%-იანი ფასის კლება დაფიქსირდა ქვეყანაში“

ანა კვარაცხელია
ანა კვარაცხელია - ჟურნალისტი
1 წუთიანი წაკითხვა
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

ზურაბ აზარაშვილმა პარლამენტში კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, ხარისხიან მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით გატარებულ რეფორმებზე გაამახვილა ყურადღება.

მისი თქმით, გასული 2 წლის განმავლობაში ფარმაცევტულ სფეროში უპრეცედენტო მასშტაბისა და მნიშვნელობის რეფორმები გატარდა.

„2022 წლის დასაწყისში თურქეთიდან პროაქტიული რეჟიმით გაიზარდა მედიკამენტების იმპორტი ქვეყანაში, რამაც გააუმჯობესა კონკურენცია ბაზარზე და შეამცირა მედიკამენტების ფასები. 2023 წლის იანვრიდან დღემდე 6 000-ზე მეტ მედიკამენტზე უკვე დაწესდა რეფერენტული ფასი, რომელზე უფრო მაღალ ფასად მათი რეალიზაცია აეკრძალათ ფარმაცევტულ კომპანიებს. გატარებული რეფორმების შედეგად, საშუალოდ, 45%-ით შემცირდა ფასები მედიკამენტებზე, რასაც ასევე, მოწმობს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებიც, 2023 წლის განმავლობაში, მაგალითად ანტიბიოტიკების ჯგუფზე 41%-იანი ფასის კლება დაფიქსირდა ქვეყანაში“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2024). ზურაბ აზარაშვილი: „ანტიბიოტიკების ჯგუფზე 41%-იანი ფასის კლება დაფიქსირდა ქვეყანაში“. 5 თებერვალი, 2024. https://shenisilamaze.ge/%e1%83%96%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%91-%e1%83%90%e1%83%96%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%a8%e1%83%95%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%a2%e1%83%98%e1%83%91/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2024 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
READ  საკეისრო კვეთა: რატომ არის მნიშვნელოვანი სამედიცინო ჩვენება
გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი
ჟურნალისტი — კვება და ჯანსაღი ცხოვრება. აშუქებს წონის მართვას, კალორიებსა და დიეტებს მეცნიერული თვალსაზრისით, ვარჯიშსა და ყოველდღიურ ჯანსაღ ჩვევებს.
კომენტარები ჯერ არ არის