ქერტლისგან გათავისუფლება ბუნებრივი საშუალებებით - თმის მოვლა

აი, როგორ გავთავისუფლდეთ სწრაფად ქერტლისგან: 8 ნატურალური საშუალება, რომელიც თმას ძველებურ სილამაზეს დაუბრუნებს.

ნინო გელაშვილი
ნინო გელაშვილი - ჟურნალისტი
1 წუთიანი წაკითხვა
ქერტლი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა, რომელიც შეიძლება ნატურალური საშუალებებით მოგვარდეს. 8 მარტივი და ხელმისაწვდომი რეცეპტი დაგეხმარებათ სწრაფად გადაჭრათ ეს პრობლემა.
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

ზამთარსა და ზაფხულში თმაზე მუდამ თოვლი გაყრიათ? ქერტლთან ბრძოლისთვის დიდი თანხები გაიღეთ? წარმოგიდგენთ საიდუმლოს როგორ ებრძოლოთ ამ პრობლემას.

ქერტლი კანის დაავადებაა. ამ დროს ცხიმოვანი ჯირკვლების ფუქნცია ირღვევა. ქერტლიანობა ორნაირია: მშრალი და ცხიმიანი. მშრალი თმის არასწორ მოვლას მიუთითებს, ხოლო ცხიმიანი ჰორმონალურ დარღვევას, ასევე კუჭ-ნაწლავის პრობლემებს.

სანამ მკურნალობას დაიწყებთ, რაციონიდან ცხიმიანი, მარილიანი და ტკბილი საკვები გამორიცხეთ. შეიძლება მისი მიზეზი არასწორი კვება გახდეს.

როგორ გავთავისუფლდეთ ქერტლისგან სწრაფად

ვაშლის ძმარი
ვაშლის ძმარი არამარტო კულინარიაში, არამედ თმის აღდგენაში გამოიყენება. სჯობს სახლის პროდუქტი გამოიყენოთ ის ქერტლის ნიშნებს ებრძვის და თმის სტრუქტურას აღადგენს.

ქერტლის საწინააღმდეგო წამლის მომზადებისას ნახევარი ჭიქა ვაშლის ძმარი და ამავე რაოდენობის წყალი აურიეთ. მასა თავის კანზე დაიდეთ და 1 სთ გააჩერეთ. შემდეგ შამპუნიის მეშვეობით დაიბანეთ.

საკვები სოდა
ეს საშუალება არააა ნაკლებად ეფექტური ვიდრე ვაშლის ძმარი. აურიეთ 4 ჩ.კ სოდა ცოტაოდენ წყალთან და დაიდეთ თავის კანზე. გაიჩერეთ 3 წთ და გრილი წყლით დაიბანეთ.

ზეითუნის ზეთი 
ზეითუნის ზეთით მასაჟი არამხოლოდ გააძლიერებს თმის ფოლეკულებს, ასევე კანს გაშრობისგან დაიცავს. საშუალება თავზე 30წთ-ით დაიტოვეთ. შემდეგ შამპუნით ჩამოიბანეთ.

ლიმნის წვენი და ქოქოსის ზეთი
სამკურნალო საშუალების მოსამზადებლად აურიეთ ლიმნის წვენი და ქოქოსის ზეთი პროპორციით 1:5ზე. შემდეგ მასა თავის კანზე დაიდეთ და აცალეთ იმოქმედოს 30 წთ. ჩამოიბანეთ მსუბუქი შამპუნით, სასურველია ბავშვის.

სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2024). აი, როგორ გავთავისუფლდეთ სწრაფად ქერტლისგან: 8 ნატურალური საშუალება, რომელიც თმას ძველებურ სილამაზეს დაუბრუნებს.. 28 აგვისტო, 2024. https://shenisilamaze.ge/%e1%83%90%e1%83%98-%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%92%e1%83%9d%e1%83%a0-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%95%e1%83%97%e1%83%90%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%a3%e1%83%a4%e1%83%9a%e1%83%93%e1%83%94%e1%83%97/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2024 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
READ  ცხიმის წვა და სელის თესლის კიდევ 5 ეფექტური თვისება, რომელიც აქამდე არ გსმენიათ!
გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი
ჟურნალისტი — თმა, მაკიაჟი და პროდუქტები. ტესტავს და მიმოიხილავს კოსმეტიკას, წერს თმის მოვლაზე, მაკიაჟის ტექნიკასა და ფრჩხილების ჯანმრთელობაზე.
კომენტარები ჯერ არ არის