ბირმული დიეტის ჯანსაღი საკვები - ვარდკაჭაჭა, თევზი, ბროკოლი და ხილი

ბირმული დიეტა მათთვის არის, ვისაც ძალიან დიდი წონა აქვს: მინუს 10 კილოგრამი უცებ.

ანა კვარაცხელია
ანა კვარაცხელია - ჟურნალისტი
2 წუთიანი წაკითხვა
#image_title
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

გაუფრთხილებლობა და დიდი ცოდვა – ეს არის ზედმეტი წონა ბირმული მსოფლმხედველობიდან, რომლის მიხედვითაც, ეს პრობლემა ჩნდება მაშინ, როცა ადამიანი საკვებს გასართობად მოიხმარს, მაშინ როცა მან მხოლოდ შიმშილი უნდა დააცხროს.

მათი მეთოდი გვიზიარებს საიდუმლოს, როგორ დავიკლოთ ეფექტურად 10კგ.

დიეტის წესები

5 საბაზისო წესი არსებობს, რომელიც უნდა დავიცვათ. ისინი ძალიან მარტივია. თუ მიზანს დაისახავთ და პარალელურად ჯანმრთელობის შენარჩუნებას გადაწყვეტთ, ჩამოკიდეთ ეს წესები შესამჩნევ ადგილას და მიჰყევით:

თქვენი კვება 2 სრულფასოვანი კვებისგან უნდა შედგებოდეს: საუზმე და სადილი, ასევე ერთი წახემსებისგან. საუზმე ვეგატარიანული უნდა იყოს, სადილი ცილებით სავსე.

იკვებეთ 3 საათამდე. საკვების მიღებამდე 1 ჭიქა სუფთა წყალი დალიეთ, მიღების შემდეგ 1 ჭიქა მინერალური გაზის გარეშე. ნახევარი საათის შემდეგ ჩაის ან ყავის დალევა შეიძლება.

უარი თქვით ფუნთუშეულსა და ტკბილეულზე, ალკოჰოლზე და გაზიან სასმელებზე.

გაიღვიძეთ და დაიძინეთ ერთი და იგივე დროს გახდომის პერიოდში.

დაიცავით დიეტა 14 დღე. თუ თქვენ შემთხვევაში ოპტიმალური ვარიანტი არაა, გაიმეორეთ კურსი 4 თვის შემდეგ.

ვახშამზე უარის თქმა ორგანიზმს საშუალებას მისცემს ზედმეტი ცხიმის დაწვის პროცესი დაიწყოს. მოემზადეთ, რომ მსგავსი რეჟიმი პირველი 2 დღის მანძილზე ძალიან რთული იქნება, მაგრამ შემდეგ კომფორტული გახდება.

ბირმული დიეტის მენიუ
  • 7:00 — ჭიქა წყალი.
  • 8:00 — ხილი ან ბოსტნეული, 60 გ შვრია წყალზე.
  • 9:00 — უგაზო მინერალური წყალი 1 ჭიქა.
  • 10:00 — ვარდკაჭაჭას სასმელი 1 ჩ.კ. ნაღებით და ამავე რაოდენობის თაფლით.
  • 12:00 — ჭიქა წყალი.
  • 13:00 — 2 მოხარშული კვერცხი, 170გ თეთრი თევზის ფილე გრილზე დაჭყლეტილი ხახვით და სუნელებით, 100 გ ბროკოლი ორთქლზე.
  • 14:00 — უგაზო მინერალური წყალი 1 ჭიქა.
  • 14:30 — 150 გ ხაჭო ნიგვზით და მარწყვით.
  • 15:00 — პიტნის ჩაი.

საღამომდე დალიეთ ჩვეულებრივი და უგაზო მინერალური წყალი, ასევე მცენარეული ჩაი გვირილის, პიტნის, ჟოლოს… არ დაწვეთ 11-ის ნახევარზე გვიან.

READ  გემრიელ საკვებზე უარის თქმა არ მოგიწევთ და თან წონაშიც დაიკლებთ. ორ კვირაში მინუს 13 კილოგრამი!
სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2024). ბირმული დიეტა მათთვის არის, ვისაც ძალიან დიდი წონა აქვს: მინუს 10 კილოგრამი უცებ.. 28 აგვისტო, 2024. https://shenisilamaze.ge/%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%9b%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%93%e1%83%98%e1%83%94%e1%83%a2%e1%83%90-%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%97%e1%83%97%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%90%e1%83%a0/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2024 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი
ჟურნალისტი — კვება და ჯანსაღი ცხოვრება. აშუქებს წონის მართვას, კალორიებსა და დიეტებს მეცნიერული თვალსაზრისით, ვარჯიშსა და ყოველდღიურ ჯანსაღ ჩვევებს.
კომენტარები ჯერ არ არის