გასლაითინგი ფსიქოლოგიური მანიპულაციის ერთ-ერთი ყველაზე საშიში ფორმაა, რომელიც ადამიანის გონებაში ეჭვების გაჩენა-განვითარებას უწყობს ხელს. პეიჯ სვითი, მიჩიგანის უნივერსიტეტის სოციოლოგიის პროფესორი, რომელიც გასლაითინგის ფენომენს ურთიერთობებსა და სამუშაო გარემოში იკვლევს, აღნიშნავს: “გასლაითინგი არის ადამიანის შეშლილად წარმოჩენის მიზანმიმართული მცდელობა”.
- რა არის გასლაითინგი და საიდან მოდის ტერმინი
- გასლაითინგის ძირითადი ნიშნები და სიმპტომები
- “ბინდის ზონის” ეფექტი
- მსხვერპლის შერაცხვა შეშლილად ან ზედმეტად ემოციურად
- გაბუქებაზე აქცენტირება
- საკუთარ თავში დაეჭვება
- იზოლაცია და ტონის კონტროლი
- თბილ-ცივი დამოკიდებულებების ციკლი
- როგორ მუშაობს გასლაითინგი — მოძალადის მეთოდები
გასლაითინგი, როგორც წესი, საზრდოობს მოძალადესა და მსხვერპლს შორის ძალთა დისპროპორციული დინამიკით. მოძალადეები საკუთარი უპირატესობის გასამყარებლად ხშირად იყენებენ გენდერულ, რასობრივ და სხვა ტიპის სტერეოტიპებს. ის, რაც გასლაითინგს გამოარჩევს სხვა ტიპის ფსიქოლოგიური მანიპულაციებისაგან, არის მოძალადის მოტივაცია — გასლაითერის მიზანი არა უბრალოდ მსხვერპლის კონტროლი, არამედ ისეთი მდგომარეობის შექმნაა, რომელშიც მსხვერპლს მოუწევს იმის გულწრფელად აღიარება, რომ მოძალადე მართალია.
რა არის გასლაითინგი და საიდან მოდის ტერმინი
ტერმინი “გასლაითინგი” პოპკულტურაში 1944 წლის ფილმის, “Gaslight”-ის, ზეგავლენით დამკვიდრდა. ფილმი გვიყვება ქმარზე, რომელიც ფინანსური გამორჩენის მიზნით საკუთარი ცოლის ემოციურ არამდგრადობას აღვივებს. ის არწმუნებს ცოლს, რომ რეალური მოვლენები, რომლებსაც მაყურებლებიც ხედავენ, მხოლოდ მისი წარმოსახვის ნაწილია და, შესაბამისად, მისი მენტალური ჯანმრთელობა უარესდება.
ბუნებრივია, რომ მსგავს პირობებში, როდესაც ერთ მხარეს შესამჩნევად მეტი ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ფინანსური თუ სხვა სახის უპირატესობა აქვს, მეორე მხარეზე ემოციური ზეგავლენა საკმაოდ მარტივია. გასლაითერების მთავარი დამახასიათებელი თვისებაა კონტრასტული სახეების შექმნა თავიანთი სამიზნეებისა და დანარჩენი სამყაროსათვის, რაც ამარტივებს მსხვერპლების უმოქმედობას შიშით, რომ მათ არავინ დაუჯერებს. ჩვეულებრივ, გასლაითერები მანიპულაციის ამ ტაქტიკას ერთზე მეტ ურთიერთობაში ცდიან.
გასლაითინგის ძირითადი ნიშნები და სიმპტომები
გასლაითინგის ნიშნების ამოცნობა აუცილებელია, რომ დროულად დაიცვათ თავი ტოქსიკური ურთიერთობებისგან. ეს ფსიქოლოგიური მანიპულაციის ფორმა აგრძნობინებს მსხვერპლს, რომ მისი აღქმა რეალობისა არასწორია.
“ბინდის ზონის” ეფექტი
გასლაითინგის მსხვერპლები ხშირად აღწერენ ფსიქოლოგიური მანიპულაციისგან შექმნილ სიტუაციებს, როგორც სამყაროსაგან “მიღმიერს”. თითქოს ემოციური მანიპულაციისგან წარმოშობილი დიალოგები, ქმედებები და შედეგები სრულიად სხვა სამყაროში ვითარდებოდა. ეს განცდა განსაკუთრებით ხშირია მანიპულაციის საწყის ეტაპებზე.
მსხვერპლის შერაცხვა შეშლილად ან ზედმეტად ემოციურად
გასლაითერების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ხრიკია მსხვერპლების ემოციების აბსოლუტური უგულებელყოფა და ირაციონალურად წარმოჩენა. მაგალითად, როდესაც მსხვერპლს უჩნდება გონივრული ეჭვები და ღიად იწყებს სიტუაციის ეჭვქვეშ დაყენებას, მოძალადის პირველი, თითქმის მექანიკური, ნაბიჯია დაარწმუნოს, რომ მისი განცდები არარეალურია.
გაბუქებაზე აქცენტირება
წინა პუნქტის ლოგიკური გაგრძელებაა მოძალადის მხრიდან ზედმეტი აქცენტირება იმაზე, რომ მსხვერპლს სიტუაციებისა და გრძნობების გაბუქება ახასიათებს. ეს ავტომატურად კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მსხვერპლის ემოციებს და ნელ-ნელა ანგრევს მის თვითშეფასებას.
საკუთარ თავში დაეჭვება
მსხვერპლები ხშირად გრძნობენ თავს უმწეოდ მოძალადესთან ინტერაქციების შემდეგ. რასაც, მეტწილად, ლოგიკურ ახსნას ვერ უძებნიან და ისევ საკუთარი გრძნობების მართებულობაში შეაქვთ ეჭვი. დროთა განმავლობაში ეს იწვევს გადაწყვეტილების მიღების უნარის დაკარგვას.
იზოლაცია და ტონის კონტროლი
ბევრი გასლაითერი ცდილობს ჩამოაშოროს მსხვერპლი ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და სოციუმის სხვა წევრებს, რომ თავიდან აიცილოს ნებისმიერი პოტენციური ძალა, რომელიც ხელს შეუშლის მანიპულაციაში. კიდევ ერთი ხრიკია ხმის ტონის ან დამოკიდებულების კრიტიკა — მოძალადე ცდილობს დაარწმუნოს მსხვერპლი, რომ რეალური პრობლემა მისი ხმის ტონი და დამოკიდებულებაა, არა თავად სიტუაცია.
თბილ-ცივი დამოკიდებულებების ციკლი
იმისათვის, რომ მსხვერპლი აბსოლუტურად უძლური გახდეს და არასტაბილურობამ მოიცვას, მოძალადე ორ ექსტრემალურ დამოკიდებულებას — გადაჭარბებულ კრიტიკასა და გადაჭარბებულ ქებას — გარკვეული პერიოდულობით ცვლის.
როგორ მუშაობს გასლაითინგი — მოძალადის მეთოდები
გასლაითინგი არ არის ერთჯერადი ინციდენტი, არამედ სისტემატური პროცესი, რომელიც თანდათანობით ანგრევს მსხვერპლის რეალობის აღქმას. მოძალადეები იყენებენ რამდენიმე კონკრეტულ ტექნიკას.
მსხვერპლის ემოციების მინიმიზაცია ან აბსოლუტური უგულებელყოფა პირველი ნაბიჯია მანიპულაციისკენ. დანაშაულის მსხვერპლზე პროეცირება და სიტუაციების მიზანმიმართული ჩახლართვა ქმნის დამატებით დაბნეულობას. მოძალადე ხშირად ერთიანდება სხვა ადამიანებთან მსხვერპლის და
იხილეთ ასევე: ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისები საქართველოში
იხილეთ ასევე: შეხების წყურვილი — პანდემიის გვერდითი მოვლენა
იხილეთ ასევე: სასარგებლო რჩევები თქვენი ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად
QR კოდიshenisilamaze.ge
შენი სილამაზე. (2026). გასლაითინგი — რას ნიშნავს ფსიქოლოგიური მანიპულაცია. 14 ნოემბერი, 2026. https://shenisilamaze.ge/%e1%83%92%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%98%e1%83%97%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%92%e1%83%98-%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%a3-%e1%83%a4%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%a5%e1%83%9d/



