ფსიქოლოგი ესაუბრება პაციენტს მენტალური ჯანმრთელობის შესახებ

ბოლოს როდის იცინეთ გულიანად? – ფსიქოლოგი დღევანდელ რეალობასა და მენტალურ ჯანმრთელობაზე

თაკო ფხაკაძე
თაკო ფხაკაძე - სილამაზის რედაქტორი
1 წუთიანი წაკითხვა
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

ბოლოს როდის იცინეთ გულიანად… როდის აკეთეთ დიდი ენთუზიაზმით საკუთარი საქმე… როდის ჩაეხუტეთ საყვარელ ადამიანებს… როდის იყავით ბედნიერი?… – სპეციალისტები ამბობენ, რომ ბედნიერების ხარისხი დიდწილადაა დაკავშირებული მენტალურ ჯანმრთელობასთან.

ვინაიდან მენტალური პრობლემების გამო, ადამიანებს ნორმალური ცხოვრების ხარისხი უუარესდებათ და ბედნიერების განცდა უქვეითდებათ. ფსიქოლოგი ირინე ტაბუციძე Epilogi.ge-სთან, სწორედ ამ საკითხებზე ისაუბრებს.

– რა არის მენტალური ჯანმრთელობა?

– ძალიან ზოგადად რომ დავახასიათოთ, ეს არის ფსიქიკური კეთილდღეობის მდგომარეობა, რომელიც ადამიანს ეხმარება რომ სხვადასხვა სტრესულ სიტუაციას გაუმკლავდეს, საკუთარ თავის რეალიზება მოახდინოს, წარმატებას მიაღწიოს, სხვადასხვა სტრესულ სიტუაციას გაუმკლავდეს, მომავლის მიზნებზე იმუშაოს, ზოგადად ბედნიერი იყოს და ა.შ.

- Advertisement -
Ad imageAd image

– რა შეიძლება გახდეს მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების გამომწვევი მიზეზი?

– უხეშად რომ ვთქვათ, არის 3 ძირითადი ფაქტორი: ერთია ბიოლოგიური ფაქტორი – ჰორმონალურ და სამედიცინო დონეზე სხვადასხვა ცვლილებები, რაც ჩვენ, ფსიქოლოგებს ნაკლებად გვეხება. ამ დროს უფრო ფსიქიატრები ერთვებიან და მედიკამენტოზურად მკურნალობენ. მეორე გამომწვევი მიზეზი, რაც უკვე ჩვენი, ფსიქოლოგების, სფეროა, – ესაა ტრავმული სიტუაციები, რომელებიც ცხოვრების განმავლობაში შესაძლოა, სხვადასხვა ასაკში შეგვექმნას. მესამე არის – ფსიქიკური ჯანმრთელობის ოჯახური ანამნეზი, როდესაც უკვე გენეტიკური განწყობა არსებობს…

 

წაიკითხეთ სრულად

https://epilogi.ge/bolos-rodis-itsineth-gulianad-phsiqologi-realobasa-da-mentalur-janmrthelobaze/?fbclid=IwAR3Fx3YpRHwrJqKatKRkNy63503yf4rs8D6No84eeGUsweL9RVwFo-HxcCE

- Advertisement -
Ad imageAd image

 

#datashvil

SheniEkimi.ge

სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2023). ბოლოს როდის იცინეთ გულიანად? – ფსიქოლოგი დღევანდელ რეალობასა და მენტალურ ჯანმრთელობაზე. 6 ნოემბერი, 2023. https://shenisilamaze.ge/bolos-rodis-itsineth-gulianad-phsiqologi-dghevandel-realobasa-da-mentalur-janmrthelobaze/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2023 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
READ  სტრესის მართვა
გაუზიარეთ ეს სტატია
სილამაზის რედაქტორი
სილამაზის რედაქტორი — კანის მოვლა და ესთეტიკური მედიცინა. წერს კანის ტიპებზე, აკნესა და პიგმენტაციაზე, კოსმეტიკურ პროცედურებსა და ანტი-ეიჯინგზე დერმატოლოგების რჩევებით.
კომენტარები ჯერ არ არის