ქალი სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ პროტესტის სიმბოლო

გაუპატიურების კულტურა — როგორ ექცევა საზოგადოება ძალადობის მსხვერპლს?

ირინა დათაშვილი
ირინა დათაშვილი - მთავარი რედაქტორი
2 წუთიანი წაკითხვა
#image_title
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

„მთვრალი იყო?“

„რა ეცვა?“

„როგორ იქცეოდა?“

მსგავსი კითხვები არაერთხელ მოგვისმენია გაუპატიურების მსხვერპლი ქალების მისამართით და ლამის უკვე ინსტინქტად ექცა საზოგადოებას ამ კითხვების დასმა.

როდესაც ქალი სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ხდება, საზოგადოება ყოველთვის მას ადანაშაულებს და გვერდს უვლის დამნაშავის ბრალეულობის აღიარებას. ქალებს ასწავლიან, როგორ უნდა მოიქცნენ და ჩაიცვან, რათა სექსუალური ძალადობის მსხვერპლებად არ იქცნენ, იმის ნაცვლად, რომ მოძალადეებს აუხსნან მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე და დასჯის მექანიზმები გამკაცრდეს.

აღწერილ რეალობას ემატება ისიც, რომ სატელევიზიო გასართობი შოუების ერთ-ერთი მთავარი ხაზი ქალთმოძულე თუ ჰომოფობიური ხუმრობები და ქალის სხეულის განივთებაა, რაშიც მედია პრობლემას ვერ ხედავს და ამგვარი ქმედებით ხელს უწყობს ქალების დაკნინებას.

ეს მაგალითები საზოგადოებაში გაუპატიურების კულტურის (Rape Culture) არსებობის ნიშნებია, რაც ქმნის ისეთ საცხოვრებელ გარემოს, რომელშიც გაუპატიურება და სექსუალური ძალადობა ნორმალიზებულია და ამაზე თითქმის არავინ საუბრობს.

გაუპატიურების კულტურა — როგორ ექცევა საზოგადოება ძალადობის მსხვერპლს?

დაუსჯელობა გაუპატიურების კულტურის ყველაზე დიდი პრობლემა და მახასიათებელია. 2021 წლის იანვრის მონაცემების მიხედვით, წინა წელთან შედარებით, საქართველოში 5 პროცენტული მაჩვენებლით გაიზარდა სექსუალური ძალადობის შემთხვევები. მიუხედავად იმისა, რომ სექსუალური ძალადობის სტატისტიკა იზრდება, მაინც სოციალური ნორმებიდან გადახრად აღიქმება ქალის მხრიდან გაუპატიურებასა თუ სექსუალური ძალადობის სხვა შემთხვევებზე ჩივილი და მოძალადის დასჯის სურვილის ქონა.

ქართული საზოგადოებისთვის გაუპატიურების კულტურა რამდენიმე ათეული წელია აქტუალური პრობლემაა. ოთხმოცდაათიან წლებში მიღებული პრაქტიკა იყო ქალის მოტაცება, გაუპატიურება და ამ გზით მისი ცოლად მოყვანა. ერთეული გამონაკლისების გარდა, მოტაცების მსხვრეპლ ქალებზე არავინ ამბობდა იმას, რომ მათზე იძალადეს, პირიქით, ეს ფაქტი მიღებული ყოველდღიურობა იყო.

აღსანიშნავია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალებზე სექსუალური ძალადობის პრაქტიკაც. ფიზიკური თუ ფსიქოსოციალუსრი დარღვევების გამო ქალებს არ აღიქვამენ სრულფასოვან ადამიანებად, შესაბამისად მათზე სექსუალური ძალადობაც არ აღიქმება დანაშაულად.

ამ სურათის შესაცვლელად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ხმამაღლა ვსაუბრობდეთ გაუპატიურების კულტურის პრობლემურობაზე, არ ვადანაშაულებდეთ მსხვერპლს, შეგვეძლოს სექსუალური ძალადობის ამოცნობა და ვიცოდეთ, თუ რა ბერკეტები არსებობს ამ ტიპის ძალადობის წინააღმდეგ.

READ  ჯენიფერ ლოურენსი ორსულობასა და მშობიარობის შემდგომ დეპრესიაზე ალაპარაკდა

► იხილეთ აგრეთვე: სოციალური ლექსიკონი — მსხვერპლის დადანაშაულება

მთავარი სურათი: Vecteezy

წყარო

სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2025). გაუპატიურების კულტურა — როგორ ექცევა საზოგადოება ძალადობის მსხვერპლს?. 4 მარტი, 2025. https://shenisilamaze.ge/%e1%83%92%e1%83%90%e1%83%a3%e1%83%9e%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%98%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%99%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%a2%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%90/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2025 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
გაუზიარეთ ეს სტატია
მთავარი რედაქტორი
მთავარი რედაქტორი — ქალის ჯანმრთელობა და სიახლეები. აშუქებს ჰორმონულ ჯანმრთელობას, ორსულობასა და პროფილაქტიკას, ინტერვიუებს ექიმებთან და ინდუსტრიის სიახლეებს.
კომენტარები ჯერ არ არის