„მიმდინარე კვირებში ძალიან ცოტაა გრიპის ვირუსის შემთხვევები”. ამის შესახებ იაშვილის კლინიკის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ორი კვირის წინ კორონავირუსის ხვედრითი წილი დადასტურებულ შემთხვევებში 3%-ი იყო.
“ბოლო კვირა გამოირჩეოდა შედარებით მსუბუქად მიმდინარე ვირუსების სიჭარბით, წინა ორ კვირაში გრიპის ვირუსიც ფიქსირდებოდა, კორონავირუსის ხვედრითი წილი დადასტურებულ შემთხვევებში 3%-ი იყო.
2023-2024 წლის სეზონი გარკვეულწილად განსხვავდება 2022-2023 წლის სეზონისაგან, პირველ რიგში, იმით, რომ ძალიან ცოტაა გრიპის ვირუსის შემთხვევები” – აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.
მისივე თქმით, გრიპის შემთხვევები ძალიან ცოტაა, ეხლაც ვაქცინაციის ჩატარება ითვლება დროულად”.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია გრძელდება .
ვაქცინაცია სერვისის მიმწოდებელ ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაში შესაძლებელია, 6 თვის ასაკიდან და სრულად უფასოა.
დაწესებულებების ჩამონათვალი ნახეთ ბმულზე.
QR კოდიshenisilamaze.ge
შენი სილამაზე. (2023). „ვაქცინაციის ჩატარება ითვლება დროულად – შედარებით ძალიან ცოტაა გრიპის ვირუსის შემთხვევები“- ჩხაიძე. 28 ნოემბერი, 2023. https://shenisilamaze.ge/%e1%83%95%e1%83%90%e1%83%a5%e1%83%aa%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%aa%e1%83%98%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a9%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%98%e1%83%97/



