ვიდეო — თანხმობა და მისი მნიშვნელობა | შენი სილამაზე

ვიდეო — თანხმობა და მისი მნიშვნელობა

admin
4 წუთიანი წაკითხვა
#image_title

თუ ჯერ კიდევ გიჭირთ თანხმობის იდეის ზუსტად გაგება, უბრალოდ წარმოიდგინეთ, რომ სექსის ნაცვლად ადამიანს ხინკლის ჭამას სთავაზობთ.

თქვენ ამბობთ: ჰეი, ხინკალი ხომ არ გვეჭამა?

იპოვე შენი ახალი სამსახური
Sheni Network

ისინი გპასუხობენ: ვახ, ძალიან მესიამოვნებოდა ხინკალი!

ამ დროს გასაგებია, რომ მათ სურთ თქვენთან ერთად ხინკლის ჭამა. თუმცა სანამ ხინკალს მოიტანთ, ჰკითხეთ, რომელი ხინკალი სურთ? იქნებ თანახმანი არიან მიირთვან ყველის ხინკალი, მაგრამ არა ხორცის? ან სულაც, კარტოფილის ხინკალი უნდათ?

ხოლო თუ თქვენ ამბობთ: ჰეი, ხინკალი ხომ არ გვეჭამა?

და ისინი გპასუხობენ: იცი რა? არ ვარ დარწმუნებული…

ამ დროს თქვენ შეგიძლიათ მოიტანოთ ხინკალი, ან არ მოიტანოთ. მაგრამ გახსოვდეთ, რომ მათ შეიძლება არ ჭამონ. და თუ ისინი არ შეჭამენ… ეს მნიშვნელოვანი ნაწილია და კარგად მოისმინეთ: არ აიძულოთ ხინკლის ჭამა!

ფაქტი, რომ ხინკალი მოიტანეთ, არ ნიშნავს, რომ ეს მისი სხვა ადამიანისთვის ძალით ჭმევის უფლებას გაძლევთ.

და თუ ისინი ამბობენ: არა, მადლობა. მაშინ, ნუ მოუტანთ ხინკალს. საერთოდ. მარტივად: არ მოუტანოთ ხინკალი.

არ აიძულოთ ხინკლის ჭამა, არ გაღიზიანდეთ იმის გამო, რომ ხინკალი არ უნდათ.

მათ უბრალოდ არ უნდათ ხინკალი და მორჩა, კარგით?

მათ შეიძლება თქვან: კი, სიამოვნებით. და როცა ხინკალი მოვა, შეიძლება საერთოდაც აღარ უნდოდეთ ჭამა. კი, ეს იქნებ ცოტა გამაღიზიანებელიც იყოს იმიტომ, რომ ხინკლის მოტანაში თქვენ ძალისხმევა ჩადეთ, მაგრამ ეს მათ არანაირად არ ავალდებულებთ, რომ ხინკალი ჭამონ.

მათ უნდოდათ ხინკალი, ახლა აღარ უნდათ. ზოგიერთი ადამიანი იცვლის აზრს მანამ, სანამ ხინკალი მოვა და ეს სავსებით ნორმალურია. თქვენ ისევ და ისევ, არანაირი უფლება არ გაქვთ, დააძალოთ ხინკლის ჭამა.

და თუ ისინი უგონო მდგომარეობაში არიან, ნუ მოუტანთ ხინკალს. უგონო მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს არ უნდათ ხინკალი და არ შეუძლიათ გიპასუხონ კითხვაზე, უნდათ თუ არა ხინკლის ჭამა იმიტომ, რომ უგონოდ არიან.

READ  ქალები და ადიქცია, როგორც ძალადობის ფორმა

კი, შეიძლება ისინი გონზე იყვნენ, როცა ჰკითხეთ, უნდოდათ თუ არა ხინკალი და დაგთანხმდნენ კიდეც, მაგრამ მანამ, სანამ ხინკალი მოვიდა უგონოდ აღმოჩნდნენ. თქვენ უბრალოდ უნდა გადადოთ ხინკალი გვერდით და დარწმუნდეთ, რომ ისინი უსაფრთხოდ არიან. ეს მნიშვნელოვანია, ამიტომ ყურადღებით მოისმინეთ: არ აიძულოთ ხინკლის ჭამა!

ისინი დაგთანხმდნენ მანამდე, კი, მაგრამ უგონოდ მყოფ ადამიანებს არ უნდათ ხინკალი!

თუ ადამიანი დაგთანხმდათ ხინკლის ჭამაზე, დაიწყო ჭამა და გონება დაკარგა დასრულებამდე, არ გააგრძელოთ მისთვის ხინკლის ძალით ჭმევა! გადადეთ ხინკალი გვერდით და დარწმუნდით, რომ უგონოდ მყოფი ადამიანი უსაფრთხოდაა იმიტომ, რომ უგონოდ მყოფ ადამიანებს არ უნდათ ხინკალი! დაგვიჯერეთ…

თუ ადამიანი ხინკლის ჭამაზე დაგთანხმდათ გასულ შაბათს, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მათ სურთ თქვენთან ერთად ხინკლის ჭამა ყოველდღე. მათ არ უნდათ გაუფრთხილებლად გამოეცხადოთ სახლში, ხინკლით ხელში, აიძულოთ ჭამა და თან უთხრათ: კი მაგრამ, წინა კვირაში ხომ გინდოდა ხინკალი? ან გაიღვიძონ და აღმოაჩინონ, რომ ხინკალს აჭმევთ ძალით და თან ეუბნებით: კი მაგრამ, გუშინ ღამით ხომ გინდოდა ხინკალი?

გასაგებია, რომ ხინკალი ძალიან გვიყვარს, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მისი ჭამა ყოველდღე გვსურს, ყველასთან ერთად ან სხვა ადამიანებსაც ჩვენსავით უყვართ ხინკალი.

თუ იმას ხვდებით, რამდენად აბსურდულია, აიძულოთ ადამიანებს ხინკლის ჭამა მაშინ, როცა მათ ეს არ სურთ და თუ თქვენთვის ცხადია, როდის სურთ ან არ სურთ ადამიანებს ხინკლის ჭამა, მაშინ, რამდენად რთულია იგივეს გაგება როცა საქმე სექსს ეხება?

ხინკალი იქნება ეს თუ სექსი, ნებისმიერ შემთხვევაში, თანხმობა გადამწყვეტია.

თუ მაინცდამაინც ძალიან გინდათ ხინკალი, შეგიძლიათ მარტომ ჭამოთ, გემრიელად მიირთვით!

სცენარის ავტორი: ვერო მელუა

გრაფიკული დიზაინერი: ანიკი გელაშვილი

მოუშენ დიზაინერი: იერვანდ მურადიანი

წყარო

ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
ვიდეო — თანხმობა და მისი მნიშვნელობა [Internet]. თბილისი: Shenisilamaze.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 აგვ 27]. ხელმისაწვდომია: https://shenisilamaze.ge/%e1%83%95%e1%83%98%e1%83%93%e1%83%94%e1%83%9d-%e1%83%97%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%ae%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%98-%e1%83%9b/
shenisilamaze.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი სილამაზე · PHIG · Sheni Network
შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.