ბებიაზე უზომოდ შეყვარებული ბიჭი – ამბავი გურიიდან, რომელიც ყველასთვის სამაგალითო უნდა იყოს | შენი სილამაზე

ბებიაზე უზომოდ შეყვარებული ბიჭი – ამბავი გურიიდან, რომელიც ყველასთვის სამაგალითო უნდა იყოს

admin
4 წუთიანი წაკითხვა
#image_title

ახალგაზრდა მამაკაცი გურულ ბებიასთან დაკავშირებულ ისტორიებზე გვიზიარებს სოციალურ ქსელში. ყოველდღიურად გამოქვეყნებული ფოტო თუ ვიდეო, ამბავი გურიიდან სოციალურ ქსელში მალევე ხდება პოპულარული. გიზიარებთ რამდენიმე ისტორიასა და ფოტოს, რომლებიც ბევრი პოზიტივიტ აგავსებთ

Giviko Didia Official-ს ფოტო.

ბებია ვის არ ჰყოლიაო გაიფიქრებთ , მაგრამ …
იცით როგორი მყავს … ?

იპოვე შენი ახალი სამსახური
Sheni Network

აი ერთი სიტყვით კი არა მრავალი სიტყვითაც , რომ ვერ აღწერ და ამოწურავ მის სახეს ისეთი …

კეთილი და მშრომელი , დილაადრიან ყველაზე ადრე დგება ხოლმე , ძილის წინ საწოლის თავთან ლამაზად გადაკიდებულ ტანსაცმელს ჩაიცვამს და ჭაღარა თმას გადაივარცხნის ქათქათა თავზე და სხვებისთვის ზრუნვას დაიწყებს …

” მაშინ ბავშობაში , უშუქობის ხანა იდგა , ლამპას აანთებდა , ზამთრის ცივ დილებში ცეცხლს გააჩაღებდა , ჩაის დაადგამდა და ფეჩის დუხოვკაში )) გამომცხვარ გურულ ღვზელს თეფშე დააწყობდა …

მერე ნელ-ნელა ყველა ვიღვიძებდით … საათობით შეეძლო ემუშავა , მიწას ისე თოხნიდა ალესილ პირიანი , პრიალა , თლილ ტარიანი თოხით , გეგონებოდა კი არ თოხნის , ეფერებაო …

ზედმეტ ბალახს არ გააჭაჭანებდა ყანაში , შემოდგომაზე სიმინდს მოტეხდა , ჩალას ლამაზ , თანაბარ კონებად შეკრავდა და ბოლოს თაიგულივით ააწყობდა ჩვენი სახლის უკანა ეზოში დიდ ზვინად … უყვარს ხოლმე იმ დროის გახსენება როცა ახალგაზრდა იყო , მის მშობლიურ სოფელში პირველად , რომ დაამუშავა მიწა …

შემოდგომაზე ყურძნის მწიფე მტევნებს ” ბაბუასთან ერთად ” ხის დიდ კასრში მოაქცევდა , მერე მაჭრად აათუხთუხებდა , მოხსნიდა ხოლმე ხისავე თავსახურს და დიდი თლილი ჯოხით ამოურევდა …

ბაბუა გვიანი შემოდგომისა და ადრეული ზამთრის გასაყარზე ახალ დაყენებული ღვინის წრუპვას დაიწყებდა აგიზგიზებულ ფეჩთან , მისი ცოლის ნახელავ ცხელ ჭადს , გურულ ყველს და ლობიოს ჩაუფენდა … )) ” ბაბუე , ბებიეს ლობიოს სნიკერს ეძახდა ” … ))

ჩვენს ბოსტანში მოწეულ ბოლოკს ოთხად გაჭრიდა , მწვანე ხახვს ლამაზად დაახვევდა მარილს მოაყრიდა , ისე მოაყრიდა როგორც მადლს …

READ  მხოლოდ 5 % დაინახა სურათზე ოპტიკური ილუზია. მე ხუთი წუთი მაინც დამჭირდა იმისათვის, ამომეცნო რა იმალებოდა სურათზე.

მადლიანი კაცი იყო და ყველაფერი კეთილად გამოდიოდა …

მარტო არაფრით ივახშმებდა მეწყვილე ყავდა ნათელე ბებიე დაუძახებდა
” მოი ჩემო ფოტინა უშენოდ რა მაჭმევს ან რა დამაძინებსო ” …

საღამოს ღუმელთან ჩამოგვისვამდა ორცალ შვილიშვილს და მოგვიყვებოდა დიად წარსულზე , ” თუ რა მაგარი ცოლი ყავს ” მოგვიყვებოდა ამბავს იმაზე თუ როგორ დაინახა კოხტა თვალებბრიალა ნათო ” ლიმონათის ქარხანაში ” )) როგორ ჩაუვარდათ ერთმანეთი გულში …

მერე როგორ მოატარა ” კომუნისტების დროს ” საუკეთესო ექიმის ძიებაში და როგორ გამოსტაცა სიკვდილს მისი ნათო-ფოტინე …

მოგვიყვებოდა იმაზე თუ როგორ ააშენა სახლი და როგორი დიდი სიყვარულით ცხოვრობდნენ …

ღამით შუაში ჩავუწვებოდით , ” მე და ჩემი ძმა ” ცოლ-ქმარს )) ჭკუას გვარიგებდნენ შეთანხმებულად და ჩვენც ვპირდებოდით , რომ კარგი და კეთილი ვიქნებოდით , დამჯერე და საამაყო … მერე მათი მოყოლილი ზღაპრების მოსმენაში ჩაგვეძინებოდა ” …

არის განცდები , ამბები , ადამიანები , რომელთა დავიწყება ასე მგრძნობიარე გულს არაფრით შეუძლია …
და მე თუ მკითხავთ ყველაზე ბედნიერი მაშინ ხარ როცა ამ განცდების , ამბებისა და ადამიანების არსებობას საკუთარ თავში განუწყვეტლივ , ყოველ წუთსა და წამს გრძნობ …

ბებიე ბაბუეს გარეშე ვერ ვთქვი ……….

და თუ რამე აურ-დავურიე მეპატიება

Giviko Didia Official-ს ფოტო.

მე ძალიან ბევრი რამ არ მაქვს , რაც მჭირდება, მაგრამ მაქვს მთავარი – სიყვარული და თანადგომა . რა მაგარია, რომ გრძნობ მარტო არ ხარ . გული სითბოთი მევსება. მე ბედნიერი ვარ , ძალიან ბედნიერი. ბედნიერებას გისურვებთ თქვენც.

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

 

 

 

ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
ბებიაზე უზომოდ შეყვარებული ბიჭი – ამბავი გურიიდან, რომელიც ყველასთვის სამაგალითო უნდა იყოს [Internet]. თბილისი: Shenisilamaze.ge; 2024 [ციტირებულია: 2026 აგვ 27]. ხელმისაწვდომია: https://shenisilamaze.ge/%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%91%e1%83%90%e1%83%95%e1%83%98-%e1%83%92%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%98%e1%83%93%e1%83%90%e1%83%9c/
shenisilamaze.ge
author avatar
admin
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი სილამაზე · PHIG · Sheni Network
შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.