თანხმობა — ის, რაც აუცილებლად უნდა ვიცოდეთ | შენი სილამაზე

თანხმობა — ის, რაც აუცილებლად უნდა ვიცოდეთ

admin
6 წუთიანი წაკითხვა
#image_title

თანხმობა არის შეთანხმება ყველა იმ მხარეს შორის, რომელიც სექსუალური ტიპის აქტივობაში მონაწილეობს. ის გაცემული უნდა იყოს ცხადად და თავისუფლად, ყოველგვარი წნეხის გარეშე. თანხმობის სიტყვიერი და პოზიტიური გამოხატვა დაგეხმარებათ თქვენც და თქვენს პარტნიორსაც ერთმანეთის საზღვრების გააზრებასა და პატივისცემაში.

► გახსოვდეთ: ნებისმიერი სექსუალური აქტივობა — მათ შორის ორალური სექსი, გენიტალიებზე შეხება, ვაგინალური ან ანალური პენეტრაცია — თანხმობის გარეშე გაუპატიურება ან სექსუალური ძალადობაა!

სამწუხაროდ, დღესდღეობით საქართველოს კანონმდებლობა ამას არ აღიარებს და გაუპატიურებულ ქალებს აიძულებს, იყვნენ ნაცემებიც. თუკი ისინი არ გაუწევენ ფიზიკურ წინააღმდეგობას მოძალადეს თავიანთი სიცოცხლის საფრთხის ქვეშ დაყენების სანაცვლოდ, გაუპატიურება დაუსჯელი რჩება.

იპოვე შენი ახალი სამსახური
Sheni Network

აუცილებელია, ზუსტად გვესმოდეს თანხმობის არსი, მისი მნიშვნელობა, ვხვდებოდეთ, რამდენად უსამართლოა კანონი ძალადობაგამოვლილი ქალების მიმართ, და ერთად მოვითხოვოთ კანონის ცვლილება.

როგორი უნდა იყოს თანხმობა?

თანხმობა უნდა იყოს:

  • თავისუფლად გაცემული — თანხმობა არჩევანია, რომელსაც წნეხის, მანიპულაციის ან ნივთიერებების ზეგავლენის გარეშე ვაკეთებთ.

  • შექცევადი — ყველას შეუძლია შეიცვალოს აზრი, ნებისმიერ დროს. მაშინაც კი, თუ იგივე ადამიანთან სქესობრივი კავშირი მანამდეც გქონიათ. მაშინაც კი, თუ საწოლში შიშვლები წევხართ.

  • ინფორმირებული — რაიმეზე დათანხმება მხოლოდ მაშინ შეგვიძლია, თუ სრული ინფორმაცია გვაქვს. მაგალითად, თუ პარტნიორი გეუბნებათ, რომ პრეზერვატივს გამოიყენებს და შემდგომ ამას არ აკეთებს, ეს სრული თანხმობა არ არის.

  • პოზიტიური — როცა საქმე სექსს ეხება, უნდა გააკეთოთ მხოლოდ ის, რაც გსურთ, და არა ის, რის გაკეთებასაც თქვენგან ელიან.

  • კონკრეტული/სპეციფიკური — ერთ რამეზე დათანხმება (მაგალითად, საძინებელში შესვლა და ერთმანეთის მოფერება) არ ნიშნავს, რომ სხვა რაღაცებსაც დათანხმდით (მაგალითად, სექსს).

READ  ფემიციდი მსოფლიოში — რატომ კლავენ ქალებს?

როდესაც სექსუალური ხასიათის აქტივობაში ერთვებით, გახსოვდეთ, რომ ერთ აქტივობაზე თანხმობა, ერთჯერადად, არ ნიშნავს, რომ ადამიანი თანახმაა სხვა აქტივობებზეც ან სხვა დროსაც. მაგალითად, კოცნაზე დათანხმება არ ნიშნავს, რომ პარტნიორს უფლება აქვს, ტანსაცმელი გაგხადოთ. ან ფაქტი, რომ წარსულში ამ ადამიანთან სექსი გქონიათ, არ აძლევს მას ავტომატურ ნებართვას, რომ ისევ ჰქონდეს თქვენთან სექსი მომავალში. მნიშვნელოვანია, რომ განიხილოთ საზღვრები და მოლოდინები თქვენს პარტნიორთან, სანამ სექსუალური ხასიათის აქტივობებში ჩაერთვებით.

რას გულისხმობს პოზიტიური თანხმობა?

პოზიტიური თანხმობა თანხმობის არსის გააზრების მოდელია, რომელიც ფოკუსირდება პოზიტიურ გამოხატულებებზე. მარტივად რომ ვთქვათ, პოზიტიური გულისხმობს „კის“ არსებობის დადასტურებას და არა — „არას“ არარსებობის.

პოზიტიური თანხმობა შეიძლება გამოიხატოს არასიტყვიერი ფორმებითაც, მაგალითად, სხეულის პოზიტიური ენით — ღიმილით ან თვალებში ყურებით — იმ დამატებითი დეტალებით, რომლებმაც შეიძლება თანხმობის არსებობა გამოხატონ. თუმცა მაინც მნიშვნელოვანია, ვერბალური თანხმობა ითხოვოთ. ნებისმიერი ტიპის თანხმობასთან მიმართებით ყველაზე მთავარი პარტნიორთან რეგულარული გადამოწმება და იმაში დარწმუნებაა, რომ ორივეს გსურთ ამა თუ იმ აქტივობაში ჩართვა.

პოზიტიური თანხმობის მაგალითები შეიძლება იყოს:

  • ნებართვის აღება მანამ, სანამ შეცვლით სექსუალური აქტივობის დონეს ან ტიპს. მაგალითად, ასე: „ეს მოგწონს?”;

  • იმის დაზუსტება, რომ ორმხრივი სურვილი არსებობს მანამ, სანამ შეეხებით;

  • პარტნიორისთვის იმის თქმა, რომ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ გაჩერდეთ;

  • პერიოდულად გადამოწმება პარტნიორთან, მაგალითად, კითხვა: „ხომ ისევ მოგწონს?“;

  • პოზიტიური უკუკავშირის გაცემა როცა კომფორტულად გრძნობთ თავს აქტივობაში;

  • ცხადად დათანხმება კონკრეტულ აქტივობაზე ისეთი ფრაზებით, როგორიცაა „კი“ ან სხვა დამადასტურებელი ფრაზები, მაგალითად: „ღია ვარ მცდელობისთვის“;

  • ფიზიკური მინიშნებების გამოყენება, რათა გააგებინოთ ადამიანს, რომ თქვენთვის მისაღები და კომფორტულია სექსუალური აქტივობის შემდეგ საფეხურზე გადასვლა.

► გახსოვდეთ: სხეულის ფიზიოლოგიური რეაქციები, როგორიცაა ერექცია, ლუბრიკაცია, კლიტორის გამაგრება ან ორგაზმი არ არის ადამიანის სურვილზე დამოკიდებული. თქვენმა სხეულმა შეიძლება ასე ირეაგიროს მიუხედავად იმისა, აქტივობაზე თანახმა ხართ თუ არა. ზოგჯერ მოძალადეები ამ ფიზიოლოგიურ რეაქციებს იყენებენ იმისთვის, რომ დააკნინონ ან სულაც უარყონ ძალადობაგამოვლილი ადამიანის უარყოფითი და მძიმე გამოცდილება, ისეთი ფრაზებით, როგორიცაა: „შენც ძალიან კარგად იცი, რომ მოგეწონა“. არასდროს, არც ერთ შემთხვევაში, თქვენი ფიზიოლოგიური რეაქცია ავტომატურად არ გულისხმობს, რომ თქვენ თანახმა იყავით იმაზე, რაც მოხდა.

READ  „გამოღების მეთოდი“ — დაუცველი სექსის ეფექტურობა და რისკები

რა არ არის თანხმობა?

  • „არას“ მიღებაზე უარის თქმა;

  • პარტნიორი, რომელიც არ გამოხატავს ჩართულობას აქტივობაში, არ შემოდის კონტაქტში, ან შესამჩნევად აღელვებულია;

  • წინასწარგანწყობის, რომ კონკრეტული ტანსაცმლის ჩაცმა, ფლირტი ან კოცნა უფრო მეტზე თანხმობას ნიშნავს;

  • ადამიანი, რომელიც უუნარო ან უგონოა ნარკოტიკების ან ალკოჰოლის ზემოქმედებისგან;

  • შიშითა და მუქარით ადამიანის იძულება, ჩაერთოს სექსუალურ აქტივობაში;

  • წინასწარგანწყობა, რომ გაქვთ ნებართვა, ჩაერთოთ სექსუალურ აქტივობაში იმიტომ, რომ ეს ამ ადამიანთან მანამდეც გაგიკეთებიათ

► აუცილებელია, გახსოვდეთ, რომ ინფორმირებულ თანხმობას ვერ გასცემენ:

  • არასრულწლოვანები;

  • ნარკოტიკების ან ალკოჰოლისგან ინტოქსიკაციის ქვეშ მყოფნი;

  • ფსიქოსოციალური ან ინტელექტუალური შეზღუდვის მქონე ადამიანები;

  • მძინარეები ან უგონოდ მყოფები;

ასევე, ძალაუფლების უთანასწორო დინამიკა, როგორიცაა დამსაქმებელი და დასაქმებული ან ლექტორი და სტუდენტი, ასევე გულისხმობს რომ თანხმობა თავისუფლად ვერ გაიცემა.

გახსოვდეთ, თანხმობა გადამწყვეტია ყველა ტიპის სქესობრივ აქტივობაში და ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელია ჯანსაღი, პატივისცემაზე დაფუძნებული, თავისუფალი და ბედნიერი ურთიერთობებისთვის.

თანხმობის გარეშე სექსი გაუპატიურებაა და სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ საქართველოს კანონმდებლობაც ასე განმარტავდეს ამ დანაშაულს.

ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
თანხმობა — ის, რაც აუცილებლად უნდა ვიცოდეთ [Internet]. თბილისი: Shenisilamaze.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 აგვ 27]. ხელმისაწვდომია: https://shenisilamaze.ge/%e1%83%97%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%ae%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%aa-%e1%83%90%e1%83%a3%e1%83%aa%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%91/
shenisilamaze.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი სილამაზე · PHIG · Sheni Network
შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.