თაფლი და მისი სასარგებლო თვისებები ჯანმრთელობისა და სილამაზისთვის

თაფლის 10 უპირატესობა, რომლის შესახებ ამ დრომდე არ იცოდით!

მარიამ ლომიძე
მარიამ ლომიძე - ჟურნალისტი
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

1.მცირე ჭრილობები ან დამწვრობები თაფლის დახმარებით შეიძლება განიკურნოს. ის კლავს ინფექციას და ხელს უწყობს გაჯანსაღებას.

2.წიწიბურას თაფლი შველის ხველას. უბრალოდ ამ გემრიელი წამლის ერთი სუფრის კოვზი მიირთვით ძილის წინ. ამის შემდეგ ტკბილად დაიძინებთ.

3.მიუხედავად იმისა, რომ თაფლი კალორიულია, ის უამრავ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს. ესენია: რკინა, მაგნიუმი, კალციუმი, კალიუმი, თუთია. დაამატეთ თაფლი ყოველდღიურ რაციონს და იქნებით ჯანმრთელი.

 

4. თუ კანი გამოგიშრათ, გამოიყენეთ თაფლის აბაზანები. უბრალოდ ცოტაოდენი თაფლი გახსენით თბილ წყალში და მიღებული მასა წაისვით კანზე. ცოტა ხნის შემდეგ წყლით ჩამოიბანეთ.

5. ამერიკელი სწავლულები თვლიან, რომ თაფლი ეხმარება იმ ადამიანებს, რომლებსაც ლეიკოციტების დაბალი რაოდენობა აქვთ. ყოველ დღე მიირთვით 2 ს/კ. თაფლი ამის დაბალანსებისთვის.

6. თაფლი არაჩვეულებრივია აკნეს წინააღმდეგაც კი. შეგიძლიათ მისი ნიღაბი მოიმზადოთ და მთელი ღამით დაიტოვოთ.

 

7. თაფლი დარიჩინთან ერთად ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს, ქოლესტერინის დონეს დაბლა სწევს.

 

8. ბევრი თვლის, რომ თაფლი მტვრის ალერგიასაც უმკლავდება.

 

9. თაფლი არაჩვეულებრივია ენერგიის გასაზრდელადაც. თუ დაკავებული ხართ სპორტით ან აქტიური ცხოვრების სტილს ეწევით, ეს პროდუქტი დაგეხმარებათ თავი მხნედ იგრძნოთ.

 

10. თაფლი ეხმარება ორგანიზმს ალკოჰოლისგან განთავისუფლებაში.

სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2024). თაფლის 10 უპირატესობა, რომლის შესახებ ამ დრომდე არ იცოდით!. 21 აგვისტო, 2024. https://shenisilamaze.ge/%e1%83%97%e1%83%90%e1%83%a4%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1-10-%e1%83%a3%e1%83%9e%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%9b%e1%83%9a/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2024 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
READ  მსოფლიოს ულამაზესი ქალები: ვინ არიან ისინი და რა არის მათი სილამაზის საიდუმლო
გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი
ჟურნალისტი — ბუნებრივი საშუალებები და დღის რუტინა. წერს ნიღბებზე, ზეთებსა და მცენარეულ რეცეპტებზე, დილისა და საღამოს მოვლის რუტინაზე და სეზონურ რჩევებზე.
კომენტარები ჯერ არ არის