იაპონური ჯანსაღი ცხოვრების წესი და სიცოცხლის ხანგრძლივობის საიდუმლო

იაპონელების სიცოცხლის ხანგრძლივობის საიდუმლო

ირინა დათაშვილი
ირინა დათაშვილი - მთავარი რედაქტორი
2 წუთიანი წაკითხვა
#image_title
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

იაპონონელების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 84 წელია. ამაში დიდ როლს თამაშობს კვება, ცხოვრების წესი და ზურგის ვარჯიშები, რადგანაც ჯანსაღი ხერხემალი ამომავალი მზის ქვეყანაში წარმატების სიმბოლოდ ითვლება.

იაპონელები ვერტიკალური ცხოვრების წესს მისდევენ, მათი ჩაი ჩვენსაზე ბევრად უმჯობესია, მოღუნული კისერი კი იქ ჯანმრთელობის პრობლემებთან ასოცირდება. წარმოგიდგენთ წესებს, რათა 100 წლამდე იცხოვროთ.

ჯანსაღი ცხოვრების წესი

ჩვენ სამსახურში მანქანით მივდივართ, მაშინ როცა იაპონიაში ავტომობილი სიმდიდრედ ითვლება და ყველა საზოგადოებრივ ტრანსპორტს მიეჩვია. ისინი იყენებენ მეტროს, დადიან ფეხით და ზოგიერთი მათგანი კომპიუტერთანაც კი ფეხზე დამდგარი მუშაობს ხოლმე.

სადილის იაპონელები ბოლომდე არ მიირთმევენ და ცოტას ტოვებენ. ამასთან, ჯამი სტანდარტულზე პატარა აქვთ, ნაკლები პორციისთვის.

ბევრი ჩვენგანი გიჟდება შემწვარ საკვებზე, როცა იაპონელები ან ხარშავენ, ან ორთქლზე ამზადებენ. ჩვენ ცხიმიანი სუპები გვაქვს, მათ კი სამარხვო ბულიონები ზღვის პროდუქტებით.

კლინიკაში უფრო ხშირად დადიან, ვიდრე სილამაზის სალონში

ჯანმრთელობაზე ზრუნვა იაპონიაში უმაღლეს დონეზეა: ამ ქვეყნის მაცხოვრებლები კლინიკას წელიწადში 12-ჯერ მაინც სტუმრობენ.

ჩაი, როგორც ცხოვრების აზრი

იაპონური ჩაი ჩვეულებრივზე ბევრად სასარგებლოა, განსაკუთრებით მწვანე ფხვნილის სახით, რომლის გარეშეც ჩაის ცერემონიალი წარმოუდგენელია.

სავარჯიშო “ოქროს თევზი”

ეს სასარგებლო სავარჯიშო საოცრებებს ახდენს.

იაპონელები დამოკიდებულნი არიან სისუფთავეზე: იბანენ დღეში ორჯერ და არ ეზარებათ არც სახლის, არც სამუშაო სივრცის დალაგება. მაღაზიების პატრონები ყოველთვის რეცხავენ წინ მდებარე ტროტუარებს და აშ.

#drpkhakadze #pitskhelauri

https://shenipositive.ge/  https://shenisilamaze.ge/

#აქხარისხია

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2024). იაპონელების სიცოცხლის ხანგრძლივობის საიდუმლო. 28 აგვისტო, 2024. https://shenisilamaze.ge/%e1%83%98%e1%83%90%e1%83%9e%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2024 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
READ  ქალის სხეული და რეპროდუქციული ანატომია — რა უნდა ვიცოდეთ?
გაუზიარეთ ეს სტატია
მთავარი რედაქტორი
მთავარი რედაქტორი — ქალის ჯანმრთელობა და სიახლეები. აშუქებს ჰორმონულ ჯანმრთელობას, ორსულობასა და პროფილაქტიკას, ინტერვიუებს ექიმებთან და ინდუსტრიის სიახლეებს.
კომენტარები ჯერ არ არის