კვერცხი და ფორთოხალი თეფშზე დიეტისთვის

კვერცხისა და ფორთოხლის დიეტა

ანა კვარაცხელია
ანა კვარაცხელია - ჟურნალისტი
3 წუთიანი წაკითხვა
#image_title
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

ვცვლით რაციონს და საღამოს სპორტულ დარბაზს ვსტუმრობთ, უარს ვამბობთ ტკბილეულზე და ვეღარ ვიტანთ ბოსტნეულსა და წიწიბურას. დიეტა არ გვაძლევს შედეგს.

დიეტა არ მუშაობს რადგან არასწორად აკეთებთ ყველაფერს – ზედმეტი კილოგრამები გვრჩება და არ იძვრიან.

ვაშლისა და ფორთოხლის დიეტა პოპულარული დიდიხნის წინ გახდა, ეს იმიტომ, რომ მისი შედეგი თვალებს ყოველთვის ახარებს. 1დღე მსგავსი დიეტის დაცვა 1 კილოგრამის დაკლებაში დაგეხმარებათ. ეს მინიმუმია. მაგრამ, იცოდეთ, რომ მისი გახანგრძლივება საკვები ნივთიერებების დაკლებას გამოიწვევს. დაიცავით მხოლოდ 2 კვირა და არა მეტი. თუ რომელიმე კომპონენტზე ალერგია აქვთ, უარი თქვით.

კვერცხი და ფორთოხალი — უცნაური, მაგრამ ძლიერი ტანდემი

რატომაა ძირითადი პროდუქტი კვერცხი? ის 12 ვიტამინისა და ცილის წყალოა. სხვა პროდუქტებთან შედარებით საკმაოდ დაბალკალორიულია – 100 გრამში 157 კლ. ლეციტინი ორგანიზმის ფუნქციონირებაზე დადებით გავლენას ახდენს.

რაც შეეხება ფორთოხალს, მისი მიზანი ორგანიზმის საჭირო ვიტამინებით ავსებაა. ის ასევე განგათავისუფლებთ ტოქსინებისგან.

მსგავსი დიეტის დაცვისას მნიშვნელოვანია ბევრი სითხის სმა. დიეტოლოგები 2 ლიტრს გირჩევებ, არაგაზირებულ წყალს ან უტკბილო მწვანე ჩაის.

კვირის მენიუ

ორშაბათი

  • ნახევარი ფორთოხალი და 2 მოხარშული კვერცხი საუზმეზე.
  • ფორთოხალი ან 150გ სალათი ბოსტნეულითა და მწვანილით,  150 გ მოხარშული ქათმის მკერდი სადილზე.
  • 150 გ მოხარშული ქათმის მკერდი, 2 მოხარშული კვერცხი, გრეიფრუტი ვახშამზე.

სამშაბათი

  • ნახევარი ფორთოხალი და 2 მოხარშული კვერცხი საუზმეზე.
  • 200 გ სალათი ბოსტნეულითა და მწვანილით, 150 გ მოხარშული ქათმის მკერდი სადილზე.
  • 2 მოხარშული კვერცხი, გრეიფრუტი, 200 გ სალათა ბოსტნეულით ან მწვანილით, ტოსტი ვახშამზე.

ოთხშაბათი

  • ნახევარი ფორთოხალი და 2 მოხარშული კვერცხი საუზმეზე.
  • ტოსტი, 1 პომიდორი, 50 გ უცხიმო ყველი ან 200 გ კიტრის სალათა, 150 გ მოხარშული ქათმის მკერდი სადილზე.
  • 150 გ მოხარშული ქათმის მკერდი, 2 მოხარშული კვერცხი, გრეიფრუტი ვახშამზე.

ხუთშაბათი

  • ნახევარი ფორთოხალი და 2 მოხარშული კვერცხი საუზმეზე.
  • ფორთოხალი ან 200გ უცხიმო ხაჭო, 200 გ მოხარშული ბოსტნეული სადილზე.
  • 200 გ ბოსტნეულის სალათა, 150 გ მოხარშული ქათმის მკერდი, 2 მოხარშული კვერცხი ვახშამზე.
READ  ალკოჰოლის დასაშვები დღიური დოზა – რას ამბობს მეცნიერება

პარასკევი

  • ნახევარი ფორთოხალი და 2 მოხარშული კვერცხი საუზმეზე.
  • 2 მოხარშული კვერცხი, ნებისმიერი მოხარშული ბოსტნეული სადილზე.
  • 150 გ მოხარშული თევზი, ფორთოხალი, 150 გ ბოსტენულის სალათა ვახშამზე.

შაბათი

  • ნახევარი ფორთოხალი და 2 მოხარშული კვერცხი საუზმეზე.
  • ფორთოხალი დანაყრებამდე ან 150 გ მოხარშული ხორცი, 3 პომიდორი სადილზე.
  • 200 გ ბოსტნეულის სალათა და 150 გ მოხარშული ქათმის მკერდი ვახშამზე.

კვირა

  • ნახევარი ფორთოხალი და 2 მოხარშული კვერცხი საუზმეზე.
  • ფორთოხალი, 200 გ ბოსტენული ორთქლზე, 150 გ მოხარშული ქათმის მკერდი სადილზე.
  • 200 გ ბოსტნეულის სალათა და 150გ მოხარშული ქათმის მკერდი ვახშამზე.

პროდუქტები, რომლებიც მენიუში არ შედის, დიეტის დასრულების შემდეგ, ნელ-ნელა უნდა დაამატოთ რაციონს. იმისთვის, რომ კილოგრამები არ დაბრუნდნენ და ორგანიზმი არ დაზიანდეს, დაიწყეთ დიეტის შემდეგი დღე ბოსტნეულის სუპით ან ფაფით. პირველ კვირაში მხოლოდ უცხიმო ხორცი მიიღეთ.

#drpkhakadze #pitskhelauri

https://shenipositive.ge/  https://shenisilamaze.ge/

#აქხარისხია

სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2024). კვერცხისა და ფორთოხლის დიეტა. 28 აგვისტო, 2024. https://shenisilamaze.ge/%e1%83%93%e1%83%98%e1%83%94%e1%83%a2%e1%83%90/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2024 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი
ჟურნალისტი — კვება და ჯანსაღი ცხოვრება. აშუქებს წონის მართვას, კალორიებსა და დიეტებს მეცნიერული თვალსაზრისით, ვარჯიშსა და ყოველდღიურ ჯანსაღ ჩვევებს.
კომენტარები ჯერ არ არის