ქალი ასრულებს პრესის ვარჯიშს ბრტყელი მუცლისთვის

ლამაზი პრესი და ლამაზი მუცელი რომ გქონდეთ

ანა კვარაცხელია
ანა კვარაცხელია - ჟურნალისტი
2 წუთიანი წაკითხვა
{"remix_data":[],"remix_entry_point":"challenges","source_tags":["local"],"origin":"unknown","total_draw_time":0,"total_draw_actions":0,"layers_used":0,"brushes_used":0,"photos_added":0,"total_editor_actions":{},"tools_used":{"transform":1},"is_sticker":false,"edited_since_last_sticker_save":true,"containsFTESticker":false}
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

ქალის ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური ნაწილი მუცელი და წელის მიდამოებია.

 

პირველივე კილოგრამების სამიზნე სწორედ ეს „სუსტი წერტილი“ ხდება. ლამაზი ფორმები მუდმივ მუშაობას და დატვირთვას მოითხოვს, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ ბუნებამ დაგაჯილდოვათ უნაკლო თანდაყოლილი მონაცემებით, მშობიარობის, წონის ცვალებადობის და სხვა „ექსტრემალური“ მომენტების შემდეგ თვითაღდგენის უნიკალური უნარით.

 

წამოზრდილი მუცლის ფორმასთან და შევსებულ წელთან საბრძოლველად, პირველ რიგში პრესის ვარჯიშებებს მიმართავენ ხოლმე. მუცლის კუნთების ვარჯიში რა თქმა უნდა აუცილებელია, პრესების შესრულება დაგეხმარებათ ტონუსში მოიყვანოთ კუნთები, გაიუმჯობესოთ მუცლის ფორმა და მოყვანილობა, გაიმართოთ წელში და შეცვალოთ სიარულის მანერა უკეთესობისაკენ. თუმცა ეს არაა ყველაფერი. ამ მიმზიდველი შედეგების მისაღებად ბევრი თავს არ ზოგავს. ცდილობს რაც შეიძლება მეტი პრესი, მეტი გამეორება, ვარჯიშის სხვადასხვა ვარიანტები შეასრულოს. მცდელობა ხანდახან საკმაოდ რეკორდულ მაჩვენებლებსაც უახლოვდება, სასურველი შედეგის მიღწევა კი – სწორი მუცელი, წვრილი წელი ან სპორტული ოცნება – 6 კუბიკის (6 pack) დაყენება, უსასრულოდ ჭიანურდება, რადგან ის ცხიმის ფენის უკან რჩება დამალული.

- Advertisement -
Ad imageAd image

 

საქმე იმაშია, რომ ლამაზი და სექსუალური მუცლის ფორმის მისაღწევად მარტო პრესის ვარჯიშის არაა საკმარისი, ის ამუშავებს და აძლიერებს კუნთებს, ფორმას აძლევს, მუცელი აღარაა ჩამოვარდნილი, ჩამოწეული, მაგრამ პრესები არ წვავს მუცლის არეში ცხიმის ფენებს – ლამაზი მუცლის საიდუმლო სამზარეულოში იმალება – აუცილებელია შეამციროთ თქვენი კვების კალორაჟი, ჭამეთ ნაკლები, შეამცირეთ ტკბილეული და ცომეული, ერიდეთ ალკოჰოლს.

ლამაზი პრესი და ლამაზი მუცელი რომ გქონდეთ

პრესის ვარჯიშებს აუცილებლად დაუმატეთ აერობული ვარჯიშები, რომ მოიცილოთ ის ცხიმის ფენა, რომელიც თქვენი შრომის შედეგს ეფარება.

წყარო

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2024). ლამაზი პრესი და ლამაზი მუცელი რომ გქონდეთ. 18 ივნისი, 2024. https://shenisilamaze.ge/%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%96%e1%83%98-%e1%83%9e%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%98/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2024 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
READ  როგორ ჩავანაცვლოთ ვარჯიშით Მომაბეზრებელი სირბილი
გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი
ჟურნალისტი — კვება და ჯანსაღი ცხოვრება. აშუქებს წონის მართვას, კალორიებსა და დიეტებს მეცნიერული თვალსაზრისით, ვარჯიშსა და ყოველდღიურ ჯანსაღ ჩვევებს.
კომენტარები ჯერ არ არის