ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი ჯანდაცვის რეფორმებზე საუბრობს

„მათი მხრიდან ჯიბიდან გადახდა მინიმუმამდე იყოს დაყვანილი, ყველა ჩვენი რეფორმა მიმართულია იმისკენ, რომ ხარისხიანი ჯანდაცვა მივაწოდოთ ჩვენს მოქალაქეებს“ – ზურაბ აზარაშვილი

ანა კვარაცხელია
ანა კვარაცხელია - ჟურნალისტი
1 წუთიანი წაკითხვა
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

„ყველა ჩვენი რეფორმა, შეეხება ეს ფარმაცევტულ თუ კლინიკების სექტორს მიმართულია იმისკენ, რომ ხარისხიანი ჯანდაცვა მივაწოდოთ ჩვენს მოქალაქეებს და მათი მხრიდან ჯიბიდან გადახდა მინიმუმამდე იყოს დაყვანილი“, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, ამ ერთი წლის განმავლობაში გატარებულ რეფორმების შეფასებით ჩანს, მნიშვნელოვნად არის შემცირებული ჯიბიდან გადახდები.

„სწორედ ეს იყო რეფერენტული ფასწარმოქმნის მიზეზი, ეს იყო საგადახდო თანამედროვე სისტემის, DRG-ის შემოტანის მიზეზი და ამ ერთი წლის განმავლობაში გატარებულ რეფორმებს თუ შევაფასებთ, მნიშვნელოვნად არის შემცირებული ჯიბიდან გადახდები, თუმცა ეს არ არის ის ნიშნული, რაც საუკეთესო მსოფლიო პრაქტიკაა. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას, რომ კიდევ უფრო შემცირდეს გადახდები და სახელმწიფომ მაქსიმალურად აიღოს პასუხისმგებლობა თავისი მოქალაქეების სამედიცინო სერვისების ანაზღაურებაზე. მედიკამენტებზე იქნება, თუ კლინიკებში მოქალაქეებს არ უწევდეთ თანხების საკუთარი ჯიბიდან გადახდა.

მშობიარობა DRG-ის პროგრამის გაფართოების ბოლო ეტაპია. 15 ნოემბრიდან დავიწყეთ. უკვე 3 500-ზე მეტი მშობიარობა იყო, ამ შემთხვევაშიც ჩვენ კლინიკებს თანამედროვე მეთოდებით დათვლილი ფასთწრმოქმნა შევთავაზეთ, სადაც გათვალისწინებული იყო ყველა ხარჯი, მათ შორის დამატებითი ხარჯები. თუ შეიძლება ახლა ამ მოკლე პერიოდის შეჯამება, საკმაოდ წარმატებით მიდის, აქაც მნიშვნელოვნად არის შემცირებული ჯიბიდან გადახდები“, – აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა.

- Advertisement -
Ad imageAd image

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2023). „მათი მხრიდან ჯიბიდან გადახდა მინიმუმამდე იყოს დაყვანილი, ყველა ჩვენი რეფორმა მიმართულია იმისკენ, რომ ხარისხიანი ჯანდაცვა მივაწოდოთ ჩვენს მოქალაქეებს“ – ზურაბ აზარაშვილი. 29 დეკემბერი, 2023. https://shenisilamaze.ge/%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%97%e1%83%98-%e1%83%9b%e1%83%ae%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%93%e1%83%90%e1%83%9c-%e1%83%af%e1%83%98%e1%83%91%e1%83%98%e1%83%93%e1%83%90%e1%83%9c-%e1%83%92%e1%83%90/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2023 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
READ  „უპრეცედენტოდ მაღალია ის შეთავაზება, რომელიც რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალმა მიიღო“ - ბექა ფერაძე
გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი
ჟურნალისტი — კვება და ჯანსაღი ცხოვრება. აშუქებს წონის მართვას, კალორიებსა და დიეტებს მეცნიერული თვალსაზრისით, ვარჯიშსა და ყოველდღიურ ჯანსაღ ჩვევებს.
კომენტარები ჯერ არ არის