ბუნებრივი სახის ნიღბის მომზადება სახლის ინგრედიენტებით

როგორ მოვამზადოთ სახის ნიღბები სახლის პირობებში

თაკო ფხაკაძე
თაკო ფხაკაძე - სილამაზის რედაქტორი
1 წუთიანი წაკითხვა
სახის ნიღბები სახლის პირობებში მომზადებული ბუნებრივი და ეკონომიური საშუალებაა კანის მოსავლელად. ყოველდღიური ინგრედიენტებით შექმნილი ნიღბები უსაფრთხო და ეფექტურია.
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

სახის მოვლა სახლის პირობებში საკმაოდ მარტივია, იმ ინგრედიენტებით, რომლებიც სახლში მოგეპოვებათ.საჭიროა შეარჩიოთ თქვენი კანისთვის შესაფერისი ნიღაბი, რათა კანმა მიიღოს ის ეფექტი, რაც რეალურად გსურთ და დაგეგმეთ.გიზიარებთ რამდენიმე სახის ნიღბის ინგრედიენტებს და მომზადების წესს.

ინდოეთში, მაგალითად, კანი მშვენივრად გამოიყურება მთელი დღის განმავლობაში.იმისათვის რომ მოამზადოთ მათი ცნობილი ნიღაბი, შეურიეთ ერთმანეთში 1 ჩ.კ. კურკუმა, 3 ს.კ. იოგურტი და რამდენიმე წვეთი თაფლი და გაანაწილეთ ოქროსფერი ნარევი სახეზე. ეს ნიღაბი შეიძლება დაიტანოთ ასევე თვალების ქვეშ, ოღონდ მოერიდეთ პირდაპირ კონტაქტს. ნიღაბი მოიშორეთ ნოტიო ხელსახოცით 15-20 წუთის შემდეგ.

იმისათვის რომ მოვახდინოთ კანის ტონიზირება და დაჭიმვა, დაგვეხმარება ბანანის ნიღაბი. 1 ბანანის ქერქი კარგად გარეცხეთ, დაამატეთ ბანანის  რამდენიმე ნაჭერი და დააბლენდერეთ მცირე რაოდენობის ხაჭოსთან და 1 ჩ.კ. ბრინჯის ფქვილთან ერთად. მიღებული მასა დაიტანეთ სახეზე, 10-15 წუთის შემდეგ კი ჩამოიბანეთ გრილი წყლით.

სახლის პირობებში თავისუფლად შეგიძლიათ მოუაროთ თქვენს კანს, თუ ამის სურვილი გაქვთ, მაგრამ მანამდე თუ დარწმუნებული არ ხართ, რომ რომელიმე პროდუქტმა შეიძლება გამოიწვიოს ალერგია, ჩაიტარეთ პატარა ტესტი და პატარა ადგილას დაიმატეთ მასა, თუ აგეწვათ ან შეამჩნევთ დისკომფორტს, მოერიდეთ მის მთელ სახეზე გამოყენებას.

- Advertisement -
Ad imageAd image

წყარო: https://www.beaumonde.ge/

სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2024). როგორ მოვამზადოთ სახის ნიღბები სახლის პირობებში. 23 თებერვალი, 2024. https://shenisilamaze.ge/%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%92%e1%83%9d%e1%83%a0-%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%95%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%96%e1%83%90%e1%83%93%e1%83%9d%e1%83%97-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9c/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2024 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
READ  ოქროს ნიღაბი მეგა ეფექტით! მინუს 10 წელი 5 წუთში!
გაუზიარეთ ეს სტატია
სილამაზის რედაქტორი
სილამაზის რედაქტორი — კანის მოვლა და ესთეტიკური მედიცინა. წერს კანის ტიპებზე, აკნესა და პიგმენტაციაზე, კოსმეტიკურ პროცედურებსა და ანტი-ეიჯინგზე დერმატოლოგების რჩევებით.
კომენტარები ჯერ არ არის