ქალს ცხვირის გაჭედილობა აწუხებს და ცდილობს გაიგოს ალერგიული რინიტი თუ ვირუსული

როგორ განვასხვავოთ ალერგიის სიმპტომები ვირუსული ინფექციის სიმპტომებისგან

ირინა დათაშვილი
ირინა დათაშვილი - მთავარი რედაქტორი
3 წუთიანი წაკითხვა
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

გადაცემა „სტუმრად ექიმთან“

როგორ განვასხვავოთ ალერგიის სიმპტომები ვირუსული ინფექციის სიმპტომებისგან

საუბრობს ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მადონა დევიძე:

„ალერგიული პაციენტებისთვის ზამთარი პრობლემურია. ზაფხულში მცენარეებია პრობლემა, ზამთარი კი ალერგიული პაციენტებისთვის, სიცივიდან გამომდინარე. ვირუსული ინფექცია და ალერგია მსგავსი სიმპტომების გამო ხშირად ერთმანეთში ეშლებათ.

- Advertisement -
Ad imageAd image

ალერგიას თან არასდროს ახლავს ტემპერატურა. ვირუსული თუ ბაქტერიული ინფექცია მაღალი ტემპერატურის გარეშე ძალიან იშვიათად მიმდინარეობს, თუნდაც ერთჯერადად მაინც ხდება ტემპერატურის მატება. საყურადღებოა სიმპტომების ხანგრძლივობაც.

ალერგიის სიმპტომები 2 კვირაზე მეტხანს ხანგრძლივდება, ვირუსული ინფექციის 3, 5, 7 დღე, ანუ უფრო ხანმოკლე დროით. ალერგიას მრავალჯერადი ცემინება ახასიათებს, ეს ხდება ერთმანეთზე მიყოლებით და ხშირად პაციენტს სუნთქვაც კი უჭირს.

ალერგიის დროს სურდოს თან ახლავს თვალების ქავილი და ცრემლდენა. ასევე ყელის, ყურების, ცხვირის წვერის ქავილი.

ხველა გახანგრძლივებულად, ქრონიკულად ითვლება, თუ მოზრდილებში 8 კვირაზე მეტხანს, ბავშვებში კი 4 კვირაზე მეტხანს გრძელდება. შესაძლოა, გახანგრძლივებული ხველა დატოვოს ინფექციურმა დაავადებებმა, – პნევმონიამ, გრიპის ვირუსმა, კოვიდ 19-მა და ა.შ. მიზეზი შეიძლება იყოს ფილტვების სოკოვანი დაავადება, ტუბერკულოზი და ა.შ. ყივანახველას ძალიან ხანგრძლივი მიმდინარეობა ახასიათებს და ტოვებს გახანგრძლივებულ ხველას.

გახანგრძლივებული ხველის ერთ-ერთი ხშირი მიზეზია რეფლუქსი. რეფლუქს-ეზოფაგიტი ეს არის მდგომარეობა, როცა საყლაპავიდან კუჭში გარდამავალი სარქველი არ იხურება და ხდება კუჭის მჟავას უკან ამოდინება. ეს მდგომარეობა საკმაოდ ხშირია ბავშვებშიც.

- Advertisement -
Ad imageAd image

პაციენტებს ძირითადად ღამით ახველებთ, როდესაც წვებიან და ხდება მჟავის უკან ამოდინება, ეს იწვევს საყლაპავის, ტრაქეის, ბრონქების გაღიზიანებას. მოზრდილებში ხველის ერთ-ერთი ხშირი მიზეზია წნევის მარეგულირებელი წამლებიც, რომელთაც ახასიათებთ ასეთი გვერდითი ეფექტი.

შესაძლოა, ასთმა ვირუსითაც პროვოცირდეს. ასთმის ხველით ვარიანტს ალერგიული შეგვიძლია ვუწოდოთ.

რაც შეეხება სიცივის ალერგიას, მას ჩვენ სიცივის ჭინჭრის ციებას ვეძახით, რადგან დაბალ ტემპერატურაზე ჩნდება ჭინჭრის ნასუსხის მაგვარი გამონაყარი, რომელიც საკმაოდ ექავებათ. სიცივეში შესაძლოა, რომ შეშუპდეს და გაწითლდეს ტანსაცმლისგან დაუფარავი ადგილები, რომელთაც სიცივე ხვდებათ, რაც დისკომფორტულია, რადგან შეიძლება თან ახლდეს ძლიერი ქავილი. აღნიშნული განსაკუთრებით მაშინ ხდება, როცა პაციენტები არ ატარებენ ხელთათმანებს, შარფებს.

READ  ოსკარი 2025 – გამარჯვებულები და მთავარი მომენტები

ამ დროს პაციენტებს ვურჩევთ, არ დაიჭირონ ხელში ცივი სასმელები და არ დაიბანონ ხელები ცივი წყლით. ზაფხულში ვურჩევთ, – არ იბანაონ მდინარის წყალში, მდინარის წყალი საკმაოდ დაბალი ტემპერატურისა და ასეთ წყალში ჩახტომამ შეიძლება ანაფილაქსია, ალერგიის უკიდურესი ფორმაც კი აპროვოციროს. ეს სერიოზული დაავადებაა და განსაკუთრებით გასათვალისწინებელია, რომ ასეთი პაციენტები სიცივეს მოერიდონ.“

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2024). როგორ განვასხვავოთ ალერგიის სიმპტომები ვირუსული ინფექციის სიმპტომებისგან. 12 იანვარი, 2024. https://shenisilamaze.ge/%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%92%e1%83%9d%e1%83%a0-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%95%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%ae%e1%83%95%e1%83%90%e1%83%95%e1%83%9d%e1%83%97-%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%92/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2024 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
გაუზიარეთ ეს სტატია
მთავარი რედაქტორი
მთავარი რედაქტორი — ქალის ჯანმრთელობა და სიახლეები. აშუქებს ჰორმონულ ჯანმრთელობას, ორსულობასა და პროფილაქტიკას, ინტერვიუებს ექიმებთან და ინდუსტრიის სიახლეებს.
კომენტარები ჯერ არ არის