ქალი ზომავს წელის მოცულობას სანტიმეტრით მუცლის ცხიმის შემცირების შემდეგ

როგორ მოვიშოროთ მუცლის არეში ცხიმი. ეფექტური საშუალება მხოლოდ თქვენთვის!

ანა კვარაცხელია
ანა კვარაცხელია - ჟურნალისტი
2 წუთიანი წაკითხვა
#image_title
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

როცა საუბარია ზედმეტ ცხიმზე მუცლის არეში, მნიშვნელობა აქვს თითოეულ სანტიმეტრს, მაგრამ არის ისეთი ჩვევები, რომელთა უარყოფა დაგვეხმარება თავად შევძლოთ ამ პრობლემის გადაჭრა. მიზეზი შეიძლება გამოწვეული იყოს საჭმლის მომნელებელ ტრაქტში ჰაერის დაგროვებით, ჭარბი სითხის მიღებით, ტკბილი სასმელების და მზა ბურგერების ბოროტად გამოყენებით. მიუხედავად ამისა თქვენ შეგიძლიათ დაიკლოთ ზედმეტი სანტიმეტრები და სულ მცირე მოიცილოთ შემობერვის შეგრძნება.

გადაეჩვიეთ სწრაფად კვებას. თუ დაუღეჭავად ყლაპავთ საჭმელს, დიდი ალბათობით საჭმლის მომნელებელ სისტემაში ხვდება ჰაერის მასები, რაც მუცლის შებერვას იწვევს. ეს ჰაერი გამოიწვევს დისკომფორტს, სიმძიმის შეგრძნებას და საკვებიც ნელა გადამუშავდება.

არ მიირთვათ ტკბილი და გაზიანი სასმელები. ეს ყველაფერი გემრიელი და სასიამოვნოა, მაგრამ მისი თითოეული ყლუპი იწვევს მუცლის გაზრდას და ზოგიერთ სასმელში არსებული საჭმელი სოდა კიდევ უფრო უარეს შედეგს იწვევს. ამ სასმელებში არსებული ხელოვნური დამატკბობლები მავნებელია კუჭისთვის, მძიმედ გადამუშავდება, რაც იწვევს მუცლის შემობერვას. შეამცირეთ მათი მოხმარება ან მიირთვით ყინულით.

შეამცირეთ შეფუთული პროდუქტების გამოყენება, როგორიცაა დაკონსერვებული საკვები, მარცვლეული, ჩიპსები, სანელებლები შეიძლება შეიცავდეს დიდი რაოდენობით ნატრიუმს, რომელიც არ არის სასარგებლო  საჭმლის მომნელებელ სისტემაზე და მთლიანად  თქვენს ჯანმრთელობაზე. ჩართეთ თქვენს რაციონში ახალი ხილი, მარცვლეული და ბოსტნეული, რომელშიც არის ბუნებრივი ნატრიუმი.

გადაეჩვიეთ ღამით ჭამას. ძილის წინ კვება საჭმლის ნელა გადამუშავებას იწვევს და გაღვიძებისას მუცლის არეში იგრძნობთ სიმძიმის შეგრძნებას. საკვები მიირთვით დაძინებამდე 4 საათით ადრე.

ალერგიამ ან ზოგიერთი საკვების შეუთავსებლობამ შეიძლება ასევე მუცლის შემობერვა გამოიწვიოს. ლაქტოზის შეუთავსებლობამ შეიძლება ასეთი რეაქცია გამოიწვიოს.

უარი თქვით მავნე ჩვევებზე, რომ მოიცილოთ მუცლის არეში ზედმეტი ჩანართები, მოგეხსნებათ დისკომფორტი და იგრძნობთ სიმსუბუქეს.

რეცეპტი მუცლის ცხიმის მწველი კოქტეილის

დაგჭირდებათ:

3 ც ლიმონი

4 ს/კ. თაფლი

2 ს/კ. დარიჩინი

1 პატარა ნაჭერი კურკუმა

120 გრ. ბოლოკი

მომზადება:

დააბლენდერეთ ბოლოკი და კურკუმა.

READ  სახლის კოქტეილი გახდომისთვის: 1 თვეში წვრილი წელი და სწორი მუცელი გარანტირებულია!

დაამატეთ 4 ნაწილად დაჭრილი ლიმონი და კვლავ დააბლენდერეთ.

დაუმატეთ თაფლი მიღებულ მასას და აურიეთ.

მიირთვით ყოველდღე 2-ჯერ ჭამის შემდეგ 1 ს/კ. 3 კვირის განმავლობაში. აუცილებლად შეისვენეთ 3 დღე.

 

სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2024). როგორ მოვიშოროთ მუცლის არეში ცხიმი. ეფექტური საშუალება მხოლოდ თქვენთვის!. 21 აგვისტო, 2024. https://shenisilamaze.ge/%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%92%e1%83%9d%e1%83%a0-%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a8%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%97-%e1%83%9b%e1%83%a3%e1%83%aa%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%90/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2024 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი
ჟურნალისტი — კვება და ჯანსაღი ცხოვრება. აშუქებს წონის მართვას, კალორიებსა და დიეტებს მეცნიერული თვალსაზრისით, ვარჯიშსა და ყოველდღიურ ჯანსაღ ჩვევებს.
კომენტარები ჯერ არ არის