სალათი “ახალგაზრდობა”: გემრიელი, ნოყიერი და რაც მთავარია არ ვნებს ფიგურას!

სალათი “ახალგაზრდობა”: გემრიელი, ნოყიერი და რაც მთავარია არ ვნებს ფიგურას!

ნინო გელაშვილი
ნინო გელაშვილი - ჟურნალისტი
2 წუთიანი წაკითხვა
#image_title
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

სალათი “ახალგაზრდობა” ძალიან პოპულარულია წონის დაკარგვისა და ჯანსაღი კვების თაყვანისმცემელთათვის. მისი სახელი სრულად არის გამართლებული: იგი ასუფთავებს სხეულს, თრგუნავს ტოქსინებს  თესლის, ბოჭკოსა და ბოსტნეულის წყალობით, აახალგაზრდავებს ავოკადოსა და ზეითუნის ზეთის დახმარებით და რაც მთავარია – შეგიძლიათ ჭამოთ შეუზღუდავი რაოდენობით და არ გასქდეთ!

ამ სალათის ერთი პორცია შეიცავს მხოლოდ 450 კალორიას, 41 გ ჯანსაღ ცხიმს, 12 გრ ნახშირწყლებს და 10 გ ცხიმს.  წარმოუდგენელი რაოდენობით ვიტამინებსა და მინერალებს, რაც  აუცილებელია კანის, თმის, ფრჩხილების სილამაზისა და სიჯანსაღისათვის. ცალკე, მინდა აღვნიშნო ავოკადო, რადგან ეს არის საწყობი ვიტამინებისა და ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების. ეს აუმჯობესებს მხედველობას, აძლიერებს იმუნურ სისტემას, ხელს უწყობს ჭარბ წონასთან ბრძოლას.

შემადგენლობა:

ავოკადო 50 გ

კიტრი 100 გ

პომიდორი 1 ც.

ყველი 50 გ

კამა 10 გ

ზეითუნის ზეთი 1 ს/კ.

სეზამი 2 ჩ/კ.

სელის თესლი 2 ჩ/კ.

გოგრის თესლი 1 ს/კ.

შავი წიწაკა (დაფქვილი) გემოვნებით.

 

მომზადება:

ერთი ავიკადო გაჭერით შუაზე, ამოასუფთავეთ. ერთი ნახევარი გაფცქვენით და დაჭერით, მეორე შეინახეთ ხვალისთვის.

ყველი, კიტრი და პომიდორი ასევე დაჭერით კუბიკებად და დაამატე ავოკადოს.

დააყარეთ დაჭრილ ინგრედიენტებს სელის, სეზამის, გოგრის თესლი, მოასხით ზეითუნის ზეთი და ისიამოვნეთ გემრიელი სალათით.

შეამჩნიეთ, რომ სალათს არ აქვს დამატებული მარილი? ეს იმიტომ, რომ ყველი თავისთავად არის მარილიანი და ზედმეტი მარილი არ სჭირდება. ეს სალათი შეგიძლიათ ნებისმიერ დროს ნებისმიერი რაოდენობით მიირთვათ და თქვენი სხეული საათივით იმუშავებს!

სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2024). სალათი “ახალგაზრდობა”: გემრიელი, ნოყიერი და რაც მთავარია არ ვნებს ფიგურას!. 21 აგვისტო, 2024. https://shenisilamaze.ge/%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%97%e1%83%98-%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%92%e1%83%90%e1%83%96%e1%83%a0%e1%83%93%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%92/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2024 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
READ  რა დაინახეთ პირველად სურათზე? ტესტი თქვენი ფარული თვისებების გამოსავლენად.
გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი
ჟურნალისტი — თმა, მაკიაჟი და პროდუქტები. ტესტავს და მიმოიხილავს კოსმეტიკას, წერს თმის მოვლაზე, მაკიაჟის ტექნიკასა და ფრჩხილების ჯანმრთელობაზე.
კომენტარები ჯერ არ არის