სახლის პირობებში დამზადებული ანტი-ნაოჭების კრემი ჟელატინით და თაფლით

საუკეთესო საშუალება ნაოჭების წინააღმდეგ! ჩემს მეგობრებსაც სიამოვნებით ვუმზადებ!

თაკო ფხაკაძე
თაკო ფხაკაძე - სილამაზის რედაქტორი
2 წუთიანი წაკითხვა
#image_title
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

ძნელია შეინარჩუნო სილამაზე და ახალგაზრდობა, როდესაც სახეზე მუდმივად რეაგირებს სტრესი, გარე და შიდა ფაქტორები. მართალია, ბევრი წამალი და კრემი არსებობს მათ გასამკლავებლად, მაგრამ ჩემი მეგობრის გაზიარებულმა რეცეპტმა ყველას აჯობა.

 

მხოლოდ ერთი კვირის გამოყენების შემდეგ, კანი გახდა ხავერდოვანი, ნაზი,  სახის ფერი გაუმჯობესდა და რაც მთავარია, თვალების გარშემო თხელი ნაოჭები ნაკლებად შესამჩნევი გახდა.

როდესაც ასეთი კრემი ინახება მაცივარში, აღარ არის საჭირო ფულის გადაყრა ძვირადღირებულ კრემებსა და პროცედურებში. ეს პორცია გეყოფათ ერთი თვე.

ჟელატინი გამოიყენება არა მარტო კულინარიაში, ის საუკეთესო კოსმეტიკური საშუალებაცაა. ცნობილია ბევრი ნიღაბი და გამწმენდი კრემები მისი შემადგენლობით, რომლებიც ეფექტურად ებრძვის სახის ნაკლოვანებებს.

შემადგენლობა:

1 ჩ/კ.. ჟელატინი

100 მლ არაგაზირებული მინერალური წყალი

3 ს/კ. თაფლი

0.5 ს/კ. გლიცერინი

1 გ სალიცილის მჟავა (ან 1 ასპირინის ტაბლეტი)

 

მომზადება:

უპირველესად რაც უნდა გააკეთოთ ის არის, რომ ჭურჭელი, რომელშიც უნდა შეინახოთ კრემი, გაუკეთოთ დეზინფექცია. ამისათვის გამოდგება მინის ან ფაიფურის ჭურჭელი. ჟელატინი ჩაყარეთ ჭურჭელში, რომელშიც უნდა მოამზადოთ კრემი და დაასხით მინერალური წყალი. დატოვეთ 1,5 საათი, რომ გაფუვდეს.

ორთქლის აბაზანაზე დადგით ჭელატინი და ურიეთ ერთგვროვანი მასის მიღებამდე. შემდეგ გაფილტრეთ.

ოთახის ტემპერატურაზე გააგრილეთ და შეურიეთ თაფლი. აურიეთ კარგად და 1 საათი დატოვეთ.

დროის გასვლის შემდეგ ჩაასხით 2 სკ წყალში გაზავებული გლიცერინი. კარგად არევის შემდეგ დაუმატეთ სალიცილის მჟავა ან დაფქვილი ასპირინი.

რამოდენიმე წუთს ურიეთ, გაწმინდეთ სპირტით შესანახი ჭურჭელი და სწრაფად გადაიტანეთ მასში მომზადებული კრემი. კარგად დაახურეთ თავსაფარი და მაცივარში შეინახეთ არაუმეტეს ერთი თვისა.

 

გამოიყენეთ ნაოჭების საწინააღმდეგო კრემი ყოველდღიურად, სასურველია ძილის წინ ერთი საათით ადრე. წაისვით სახესა და დეკოლტეზე, გაათბეთ ხელის გულზე და მსუბუქი მოძრაობით წაისვით. 20 წუთის შემდეგ ნარჩენები მოიცილეთ ქაღალდის ხელსახოცით. არავითარ შემთხვევაში არ გაჭიმოთ კანი პროცედურის დროს, ასე არსებულ ხარვეზებს გააუარესებთ.

READ  თუ 40 წელს გადააბიჯე, ეს 3 სავარჯიშო შენი ყოველდღიურ რიტუალად უნდა აქციო.

 

გაითვალისწინეთ, რომ თუ გაქვთ თაფლზე ალერგია, შემადგენლობაში არ გამოიყენოთ ეს პროდუქტი ან შეცვალეთ ყურძნის კურკის ზეთით. ასევე არ არის რეკომენდებული კრემის გამოყენება გაღიზიანებულ და ჩირქოვან კანზე.

მთავარია მიჰყვეთ მომზადების ინსტრუქციას და გაითალისწინეთ შენახვის პირობები, ისიამოვნეთ შედეგით და დატკბით ლამაზი და ახალგაზრდა კანით.

სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2024). საუკეთესო საშუალება ნაოჭების წინააღმდეგ! ჩემს მეგობრებსაც სიამოვნებით ვუმზადებ!. 21 აგვისტო, 2024. https://shenisilamaze.ge/%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a3%e1%83%99%e1%83%94%e1%83%97%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%9d-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a8%e1%83%a3%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%9d%e1%83%ad/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2024 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
გაუზიარეთ ეს სტატია
სილამაზის რედაქტორი
სილამაზის რედაქტორი — კანის მოვლა და ესთეტიკური მედიცინა. წერს კანის ტიპებზე, აკნესა და პიგმენტაციაზე, კოსმეტიკურ პროცედურებსა და ანტი-ეიჯინგზე დერმატოლოგების რჩევებით.
კომენტარები ჯერ არ არის