სახის კანის გაწმენდა დაორთქვლით სახლის პირობებში

როგორ გავიწმინდოთ სახის კანი – ბებიების რეცეპტით

თაკო ფხაკაძე
თაკო ფხაკაძე - სილამაზის რედაქტორი
2 წუთიანი წაკითხვა
#image_title
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

ყველა სეზონზე სახის კანი განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს. ბებიების დანატოვარი  რეცეპტები კვლავ აქტუალურია

ეს სტატია გასწავლით როგორ შეგიძლიათ სახლის პირობებში მარტივად და ეფექტურად გაისუფთავოთ თქვენი სახის კანი რათა ის ჯანმრთელი და ბრწყინვალე გახდეს.

სახის კანი მისი მოვლა და გაწმენდა – ბებიების რეცეპტები

სანამ სახეზე ნიღაბს გაიკეთებდეთ, მნიშვნელოვანია სახის კანი საფუძვლიანად დასუფთავდეს. არ არის აუცილებელი კოსმეტოლოგთან ვიზიტი, თუ თქვენი კანი განსაკუთრებით პრობლემური არ არის. სახლის პირობებში კი შემდეგი მარტივი ხერხით შეგიძლიათ სასარგებლო და ეფექტური შედეგების მიღწევა:

დაორთქვლა –  აიღეთ ჯამი და დაასხით ადუღებული წყალი. დაამატეთ 1 ს/კ გამხმარი გვირილა (შეგიძლიათ შეიძინოთ აფთიაქში). სუფთა, უმაკიაჟო სახე დაიორთქლეთ 20-25 წუთის განმავლობაში. ეს პროცესი ხსნის ფორებს და ამზადებს მას შემდგომი მოვლისთვის.

- Advertisement -
Ad imageAd image

სახის სკრაბი –  დაამზადეთ ნაზავი სიმინდის ფქვილისა და საჭმელი სოდისგან. შეურიეთ რამდენიმე წვეთი ლიმონი და წრიული მოძრაობით შეიზილეთ დაორთქლილ სახეზე. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ შუბლისა და ცხვირის მიდამოებს, სადაც ფორები უფრო დახშულია.

სახის გაწმენდა – თბილი წყლით ჩამოიბანეთ ნაზავი, შემდეგ კი ცივი წყლით დაასრულეთ პროცედურა. ეს ხელს უწყობს ფორების დახურვას და კანის ტონუსის გაუმჯობესებას.

დატენიანება – გაწმენდის შემდეგ სახის კანი შესაძლოა გამოშრეს, ამიტომ მნიშვნელოვანია მისი დატენიანება. დაიტანეთ დამატენიანებელი კრემი, ნახევარ საათში კი კიდევ ერთხელ გადაისვით კრემის თხელი ფენა.

- Advertisement -
Ad imageAd image

ეს პროცედურა რეკომენდებულია 3-4 კვირაში ერთხელ. მისი რეგულარული შესრულება ხელს უწყობს კანის სიჯანსაღის შენარჩუნებას და მას ბრწყინვალე იერს ანიჭებს.

სახლის პირობებში სახის კანი და მისი მოვლა მარტივი და ეფექტური პროცესია.

კითხვის გაგრძელება 

#drpkhakadze #pitskhelauri

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2024). როგორ გავიწმინდოთ სახის კანი – ბებიების რეცეპტით. 20 აგვისტო, 2024. https://shenisilamaze.ge/%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%99%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%98-2/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2024 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
READ  დუკანის მწვანე კოქტეილი და 10 დღეში მინუს 4-5 კილოგრამი
გაუზიარეთ ეს სტატია
სილამაზის რედაქტორი
სილამაზის რედაქტორი — კანის მოვლა და ესთეტიკური მედიცინა. წერს კანის ტიპებზე, აკნესა და პიგმენტაციაზე, კოსმეტიკურ პროცედურებსა და ანტი-ეიჯინგზე დერმატოლოგების რჩევებით.
კომენტარები ჯერ არ არის