ფარმაცევტული რეფორმა საქართველოში - მედიკამენტები აფთიაქში

„სპეციალური ბაზებიც კი შევქმენით, ყოველდღიურ მონიტორინგს ვუწევთ როგორც ონკოლოგიური, ისე ნებისმიერი მედიკამენტის ბრუნვას ფარმაცევტულ ბაზარზე“

ანა კვარაცხელია
ანა კვარაცხელია - ჟურნალისტი
2 წუთიანი წაკითხვა
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

„ფარმაცევტულ კომპანიებს შეუძლიათ, სასამართლოში გაასაჩივრონ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილება, თუმცა ფაქტია, რომ მედიკამენტებთან დაკავშირებით იყო შეთანხმებული ქმედება კომპანიებს შორის, რათა ხელოვნურად გაზრდილი ფასების საფუძველზე, ბიუჯეტიდან მომხდარიყო გაცილებით მეტი თანხის გადახდა“. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ამ კომპანიების მხრიდან კონკურენციის სააგენტოში ვერ იქნა წარდგენილი ვერანაირი არგუმენტი, რაც სააგენტოს განსხვავებული მსჯელობის შესაძლებლობას მისცემდა.

„შეუძლიათ, გაასაჩივრონ სასამართლოში და ამტკიცონ თავიანთი სიმართლე.

ამ კომპანიებს შორის იყო ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული, ხელოვნურად გაზრდილი ფასების საფუძველზე ბიუჯეტიდან რომ მოიმხდარიყო  გაცილებით მეტი თანხის გადახდა. ზოგ შემთხვევაში სამჯერ და ოთხჯერ გაძვირებული იყო მედიკამენტები და პაციენტები რჩებოდნენ მედიკამენტების გარეშე, რადგანმ ნაადრევად ხდებოდა ლიმიტების ამოწურვა…

- Advertisement -
Ad imageAd image

ზოგ შემთხვევაში ნახეთ, რომ სამჯერ და ოთხჯერ იყო გაძვირებული მედიკამენტები. სამწუხაროდ, ეს პაციენტები რჩებოდნენ მედიკამენტების გარეშე, რადგან ნაადრევად ხდებოდა ლიმიტების ამოწურვა. შესაბამისი რეაგირებაც მოჰყვა კონკურენციის სააგენტოს მხრიდან კონკრეტულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რაც წარმოვადგინეთ კონკურენციის საგენტოში ჯერ კიდევ გასული წლის მარტის თვეში.

ცხადია, რომ ვერანაირი არგუმენტი ვერ იქნა წარმოდგენილი ამ კომპანიების მხრიდან კონკურენციის სააგენტოში, რაც კონკურენციის სააგენტოს მისცემდა განსხვავებული მსჯელობის შესაძლებლობას. ასეთი ფაქტი, სამწუხაროდ, საბოლოოდ დადასტურდა. მკაცრი რეაგირების შემდეგ, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენს ქვეყანაში ასეთი ფაქტი აღარ განმეორდება, თუმცა მაქსიმალურად ყურა,ედდღებით ვართ. ამისთვის სპეციალური ბაზებიც კი გვაქვს შექმნილი. ყოველდღიურად მონიტორინგს ვუწევთ როგორც ონკოლოგიური, ასევე ნებისმიერი მედიკამენტის ბრუნვას ფარმაცევტულ ბაზარზე, აგრეთვე მათ ნაშთებს ხელოვნური დეფიციტის არშექმნის მიზნით, რომ მოვახდინოთ ამის პრევენცია. ონკოლოგიურ მედიკამენტებს რაც შეეხება, ონკოლოგიური მედიკამენტებით უზრუნველყოფის ვალდებულებას უკვე ეტაპობრივად, ამ წლიდან სახელმწიფო იღებს მთლიანად. მწარმოებლებთან პირდაპირი კონტრაქტებით ჩვენ შევძელით, რომ გარკვეულ მედიკამენტებს უკვე იანვრიდან მივაწვდით პაციენტებს“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

READ  კოვიდისა და კანის ჯანმრთელობის შესახებ მითები - რა უნდა ვიცოდეთ

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ფარმაცევტულ სექტორში ოთხი კომპანია კონკურენციის საწინააღმდეგო ქმედების გამო დააჯარიმა. 

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2024). „სპეციალური ბაზებიც კი შევქმენით, ყოველდღიურ მონიტორინგს ვუწევთ როგორც ონკოლოგიური, ისე ნებისმიერი მედიკამენტის ბრუნვას ფარმაცევტულ ბაზარზე“. 8 იანვარი, 2024. https://shenisilamaze.ge/%e1%83%a1%e1%83%9e%e1%83%94%e1%83%aa%e1%83%98%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%91%e1%83%90%e1%83%96%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%aa-%e1%83%99%e1%83%98-%e1%83%a8/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2024 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი
ჟურნალისტი — კვება და ჯანსაღი ცხოვრება. აშუქებს წონის მართვას, კალორიებსა და დიეტებს მეცნიერული თვალსაზრისით, ვარჯიშსა და ყოველდღიურ ჯანსაღ ჩვევებს.
კომენტარები ჯერ არ არის