სამედიცინო სტუდენტები რეზიდენტურაში საზღვარგარეთ სწავლობენ

სამედიცინო მიმართულების 150-მდე რეზიდენტს სახელმწიფო საზღვარგარეთ სწავლას დაუფინანსებს

ანა კვარაცხელია
ანა კვარაცხელია - ჟურნალისტი
1 წუთიანი წაკითხვა
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

„სამინისტრო სახელმწიფო სამედიცინო სასწავლებლების წარმატებულ 100-150 სტუდენტს 2-3 წლის განმავლობაში საზღვარგარეთ სწავლისა და საცხოვრებელ ხარჯებს დაუფინანსებს. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, პროგრამის პირვანდელი ბიუჯეტი 10 მლნ ლარი იქნება. პროგრამის მიზანი კი, სექტორში კვალიფიციური კადრების აქტივის შექმნაა.

„მინდა, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის შესახებ გითხრათ რამდენიმე სიტყვა. ეს ეხება ზოგადად სახელმწიფო კლინიკებში კვალიფიკაციისა და თანამშრომლების დონის ამაღლებას და გულისხმობს იდეას, სადაც საქართველოს სამედიცინო სასწავლებლებიდან იქ, სადაც ყველაზე მაღალი სწავლის დონეა, ამ სასწავლებლების შერჩევა და შემდეგ წარმატებული სტუდენტების შერჩევა. ჩვენი სამინისტროს ბიუჯეტით, მომდევნო 2-3 წლის განმავლობაში, 100-იდან 150 სტუდენტის საზღვარგარეთ გაშვებას უზრუნველვყოფთ, სადაც სრულად იქნება დაფინანსებული მათი რეზიდენტურის ხარჯები. ქვეყანას 2-3 წლის შემდეგ იქიდან დაბრუნებული სტუდენტების სახით, ძალიან სერიოზული სამედიცინო აქტივი ეყოლება, რომლითაც ჩვენ გარანტირებულად შევთავაზებთ სახელმწიფო სამედიცინო კლინიკებში დასაქმებას. ამ პროგრამის ბიუჯეტი პირველ ეტაპზე დაახლოებით 10 მილიონი ლარი იქნება, რაც როგორც სწავლების, ასევე იქ ცხოვრების ყველანაირ ხარჯებს მოიცავს. რეზიდენტურის ეს პროგრამა თითოეული სტუდენტისთვის 18-იდან 24 თვემდე იქნება“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2024). სამედიცინო მიმართულების 150-მდე რეზიდენტს სახელმწიფო საზღვარგარეთ სწავლას დაუფინანსებს. 22 იანვარი, 2024. https://shenisilamaze.ge/%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%93%e1%83%98%e1%83%aa%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%9d-%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2024 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
READ  „ვინც განცხადებებს აკეთებდა, თითქოს, ჩვენ ხელს ვუწყობდით უხარისხო მედიკამენტების ქვეყანაში შემოსვლას, თვითონ შემოჰქონდათ უხარისხო მედიკამენტები“-აზარაშვილი
გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი
ჟურნალისტი — კვება და ჯანსაღი ცხოვრება. აშუქებს წონის მართვას, კალორიებსა და დიეტებს მეცნიერული თვალსაზრისით, ვარჯიშსა და ყოველდღიურ ჯანსაღ ჩვევებს.
კომენტარები ჯერ არ არის