შერცხვენა სიმსუქნის გამო და მისი გავლენა ჯანმრთელობაზე | შენი სილამაზე

შერცხვენა სიმსუქნის გამო და მისი გავლენა ჯანმრთელობაზე

admin
3 წუთიანი წაკითხვა
#image_title

წონა, როგორც პრობლემა, ბოლო ათწლეულის განმავლობაში მრავალი ადამიანის შფოთვის საფუძველი გახდა ჩამოყალიბებული სილამაზის სტანდარტებისა და პოპ-კულტურაში ფესვგადგმული იმ სტერეოტიპის გამო, რომ ლამაზად მხოლოდ გამხდარი სხეული აღიქმება.

სტატისტიკის თანახმად, ჭარბწონიანობა მსოფლიოს მოსახლეობის დიდ ნაწილს აწუხებს – 1.9 მილიარდ ადამიანს. ამ პრობლემის გამომწვევი მიზეზი ბევრი შეიძლება იყოს: სიღარიბე და არასწორი კვება, გენეტიკა, ჰორმონები, თუ ქრონიკული დაავადებები. თუმცა, ამ სირთულეებს ემატება დაცინვა და გარიყვა საზოგადოების მხრიდან, რაც მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებსაც იწვევს.

სიმსუქნის გამო ადამიანების დამცირება გლობალური პრობლემაა და მას ყველაზე ხშირად თინეიჯერები აწყდებიან. მსგავსი სახის მიდგომას ხშირად ექიმები, მეგობრები და კლასელები ავლენენ. International Journal of Obesity-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად კი, მოზარდებს წონის გამო დამცირების შემთხვევები უმეტესად ოჯახის მხრიდან გამოუცდიათ: კვლევაში მონაწილე მოზარდების 76-88%-ს გამოუცდია მსგავსი რამ.

იპოვე შენი ახალი სამსახური
Sheni Network

გავრცელებული აზრია, რომ სიმსუქნის გამო შერცხვენა ადამიანს აიძულებს, წონაში დაიკლოს, თუმცა ფსიქოლოგები ამას არ ეთანხმებიან და ამბობენ, რომ მსგავსი დისკრიმინაცია ადამიანზე მხოლოდ უარყოფითად მოქმედებს.

მსოფლიოში არსებობს პრეცენდენტები, როდესაც სიმსუქნის გამო ადამიანის შერცხვენა იმაზე სერიოზულად აღიქვეს, ვიდრე ზოგადად მიიჩნევა. მაგალითად, ამერიკის შტატ მიჩიგანში 1970 წლიდან ადამიანებს კანონი იცავთ წონის გამო დისკრიმინაციისგან.

ქალების შერცხვენა წონის გამო

წონის გამო შერხვენის მსხვერპლები უმეტესად ქალები ხდებიან, რადგან სილამაზის დაწესებულ ბევრ კრიტერიუმს შორის წონა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სტანდარტია. მიიჩნევა, რომ ქალი სასურველი მხოლოდ მაშინ არის, როდესაც ის გამხდარია.

ამ დისკრიმინაციის აქტიურად გამოყენება ადრეული ასაკიდანვე იწყება. გოგონები სკოლის ასაკში იწყებენ დიეტის დაცვას, რაც მათ ჯანმრთელობაზე უარყოფითად მოქმედებს, თუმცა სასურველი ფიგურის მისაღწევად ამ რისკზე მაინც მიდიან.

წონის გამო შერცხვენა და მენტალური ჯანმრთელობა

არაერთი კვლევა ადასტურებს იმას, რომ ადამიანებზე დაცინვა, შერცხვენა და დისკრიმინაცია დამანგრევლად მოქმედებს. წონაზე ხაზგასმა და ამ თემაზე ხუმრობა დეპრესიას, კვებით აშლილობას, თვითშეფასების დაქვეითებას და, ხშირ შემთხვევებში, სუიციდსაც იწვევს.

READ  სექსი ადრეულ ასაკში — არსებული საფრთხეები

2011 წელს გერმანიაში ჩატარებული კვლევის შედეგად, რომელშიც 3000-მდე ადამიანი მონაწილებდა, დადგინდა, რომ ჭარბწონიანი ქალების 27%-ს უცდია თვითმკვლელობა, როდესაც იგივე მაჩვენებელი კაცებში 13%-ია.

ბოლო ათწლეულის განმავლობაში არაერთი კამპანია ჩატარდა იმ მიზნით, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიაზროს ის ფაქტი, რომ ყველა სხეული მისაღები და ლამაზია. გარდა ამისა, უფრო ნათლად აღვიქვათ ის შედეგი, რაც სიმსუქნის გამო შერცხვენას მოჰყვება და ისიც, თუ რამდენად უარყოფითად მოქმედებს მსგავსი სახის ქმედებები ადამიანებზე.

მთავარი სურათი: dribbble / Ryan Marinay

წყარო

ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
შერცხვენა სიმსუქნის გამო და მისი გავლენა ჯანმრთელობაზე [Internet]. თბილისი: Shenisilamaze.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 აგვ 27]. ხელმისაწვდომია: https://shenisilamaze.ge/%e1%83%a8%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%aa%e1%83%ae%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%90-%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%9b%e1%83%a1%e1%83%a3%e1%83%a5%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%9d/
shenisilamaze.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი სილამაზე · PHIG · Sheni Network
შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.