შშმ პირთა უფლებების საბჭოს შემაჯამებელი შეხვედრა

შშმ პირებისთვის განკუთვნილი ალტერნატიული სერვისების განვითარება – მიმდინარე პროგრამები და სამომავლო გეგმები

ანა კვარაცხელია
ანა კვარაცხელია - ჟურნალისტი
1 წუთიანი წაკითხვა
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

შშმ პირთა უფლებების შესახებ კანონის აღსრულებისკენ მიმართულ ღონისძიებათა ერთიანი საკოორდინაციო საბჭოს წევრებმა, წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე, მიმდინარე პროგრამები და სამომავლო გეგმები განიხილეს.  ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

შეხვედრა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გახსნა. თამილა ბარკალაიამ, საბჭოს მნიშვნელობასა და შშმ პირების უფლებების დაცვის კუთხით განხორციელებულ, თუ მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა. ღონისძიებაზე, ასევე, სიტყვით გამოვიდნენ: ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ნიკო თათულაშვილი, საპარლამენტო ფრაქცია ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი და ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს განვითარების სფეროში თანამშრომლობის ხელმძღვანელი იანა ზელინგეროვა.

შეხვედრაზე, სამინისტროს სოციალური დაცვის, დევნილთა და შრომის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა, თამარ კურტანიძემ, საქართველოში, შშმ პირებისთვის განკუთვნილი ალტერნატიული სერვისების განვითარებაზე წარადგინა პრეზენტაცია. შემაჯამებელ შეხვედრაზე, პრეზენტაციები წარადგინეს საბჭოში შემავალი დეინსტიტუციონალიზაციის, სოციალური სერვისების განვითარებისა და შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრის კომიტეტების წარმომადგენლებმა. ღონისძიების მონაწილეებმა, შშმ პირთა საჭიროებებზე იმსჯელეს და სამომავლო გეგმებიც განიხილეს.

შეხვედრას საჯარო უწყებების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და შშმ თემის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიება, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასისა და სამინისტროს თანამშრომლობის ფარგლებში, ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით გაიმართა.

- Advertisement -
Ad imageAd image

#datashvil   #drpkhakadze   #sheniekimi

სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2023). შშმ პირებისთვის განკუთვნილი ალტერნატიული სერვისების განვითარება – მიმდინარე პროგრამები და სამომავლო გეგმები. 4 დეკემბერი, 2023. https://shenisilamaze.ge/%e1%83%a8%e1%83%a8%e1%83%9b-%e1%83%9e%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%97%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%99%e1%83%a3%e1%83%97%e1%83%95%e1%83%9c/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2023 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
READ  კიბოს ადრეული დიაგნოსტიკა: როგორ იცვლება საყოველთაო ჯანდაცვა 2024 წლიდან
გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი
ჟურნალისტი — კვება და ჯანსაღი ცხოვრება. აშუქებს წონის მართვას, კალორიებსა და დიეტებს მეცნიერული თვალსაზრისით, ვარჯიშსა და ყოველდღიურ ჯანსაღ ჩვევებს.
კომენტარები ჯერ არ არის