მედიკამენტების გაძვირება და პაციენტის უფლებების დაცვა საქართველოში

„ელექტრონული რეცეპტების შედეგია ის, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში აქტიურად ვაანალიზებთ იმას, ვინ რა რეცეპტებს წერს და რამდენად კეთილსინდისიერად წერს“

ანა კვარაცხელია
ანა კვარაცხელია - ჟურნალისტი
1 წუთიანი წაკითხვა
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

„ელექტრონული რეცეპტების შედეგია ის, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში უკვე აქტიურად ვაანალიზებთ იმას, ვინ რა რეცეპტებს წერს და რამდენად კეთილსინდისიერად წერს“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა „ქრონიკაში“.

„სწორედ, ასეთი გამოწერილი რეცეპტების ბაზიდან შევძელით გამოგვევლინა ის რამდენიმე დაწესებულება, რომელსაც თითქოს ამბულატორიული კლინიკები ეწოდებოდათ, იქ დასაქმებული ექიმები კი წერდნენ ათასობით რეცეპტს. ეს ათასობით რეცეპტი ასიათასობით მედიკამენტია, რომელიც სამწუხაროდ მთელი ქვეყნის მასშტაბით იყიდებოდა სხვადასხვა აფთიაქიდან. ჩვენ ასევე გავამკაცრეთ აფთიაქების კონტროლი. ხდებოდა ზოგიერთი არაკეთილსინდისიერი აფთიაქის შეთანხმება არაკეთილსინდისიერ კლინიკებთან და ხდებოდა ყალბი რეცეპტების გამოწერა. ეს საქმეები გადაგზავნილია პროკურატურაში, ფინანსურ პოლიციაში და ისინი გააგრძელებენ გამოძიებას“, – აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა.

ფსიქოტროპული მედიკამენტის ათასობით რეცეპტის უკანონოდ გაცემის გამო სამ სამედიცინო დაწესებულებას და ექიმებს საქმიანობა აეკრძალათ

#datashvil   #drpkhakadze   #sheniekimi

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2023). „ელექტრონული რეცეპტების შედეგია ის, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში აქტიურად ვაანალიზებთ იმას, ვინ რა რეცეპტებს წერს და რამდენად კეთილსინდისიერად წერს“. 4 დეკემბერი, 2023. https://shenisilamaze.ge/%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%a5%e1%83%a2%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%aa%e1%83%94%e1%83%9e%e1%83%a2%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2023 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
READ  ნარკოდანაშაული გაიზარდა - შსს-ს სტატისტიკა
გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი
ჟურნალისტი — კვება და ჯანსაღი ცხოვრება. აშუქებს წონის მართვას, კალორიებსა და დიეტებს მეცნიერული თვალსაზრისით, ვარჯიშსა და ყოველდღიურ ჯანსაღ ჩვევებს.
კომენტარები ჯერ არ არის