საშინაო გამაახალგაზრდავებელი კრემი კონიაკით და თაფლით შუშის ქილაში

ჩემი მეგობარი უკვე 67 წლისაა და მისი კანის ყველას შურს. საიდუმლო საშინაო კრემშია კონიაკით!

თაკო ფხაკაძე
თაკო ფხაკაძე - სილამაზის რედაქტორი
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

კონიაკი ერთ-ერთი ყველაზე კეთილშობილური სასმელია, რომელიც კაცობრიობამ მოიფიქრა. გემრიელი გემოს გარდა, მას უამრავი სასარგებლო მახასიათებელი აქვს. როგორც აღმოჩნდა, ეს ნატურალური სასმელი ახალგაზრდობის საიდუმლოს ინახავს. ის მშვენიერი პროდუქტია საშინაო ლიფტინგისთვის.

კონიაკი კანს უფრო ელასტიურს ხდის, მას ჯანსაღ იერს და ბრწყინვალებას სძენს. ასევე გეხმარებათ გათავისუფლდეთ ნაოჭებისგან. ის არამხოლოდ ებრძვის უკვე გაჩენილ ნაოჭებს, არამედ ახლის წარმოქმნასაც აფერხებს. წარმოგიდგენთ გამაახალგაზრდავებელი კრემის რეცეპტს, რომელიც ამ სასმელზეა დაფუძნებული.

საშინაო კრემი სახისთვის

ინგრედიენტები

  • 1 უმი კვერცხი
  • 100 კრ კრემი
  • 1 ს.კ. თაფლი
  • 1 ჩ. კ. ლიმნის წვენი
  • 2 ს. კ. კონიაკი

მომზადება

1. გატეხეთ კვერცხი. მიყოლებით დაამატეთ კრემი, თაფლი, ლიმნის წვენი და კონიაკი. ყველაფერი საგულდაგულოდ აურიეთ.

2. მასა შუშის ქილაში გადაიტანეთ და  მჭიდრო თავსახური დააფარეთ. კრემი მზადაა!

3. სჯობს კრემი მაცივარში შეინახოთ, არაუმეტეს 7 დღისა.

გასუფთავებულ კანზე ცოტაოდენი კრემი წაისვით. ნარჩენები 1 საათის შემდეგ ქაღალდის ხელსახოცით მოიწმინდეთ. სჯობს პროცედურა ღამით ჩაიტაროთ, რათა კანმა კრემით საფუძვლიანად იკვებოს.

სასურველი ეფექტის მისაღწევად, გაახალგაზრდავების კურსი ჩაიტარეთ. გაიმეორეთ პროცედურა 7-14 დღის მანძილზე, შემდეგ შეისვენეთ. კურსი ყოველ 3 თვეში უნდა გაიმეოროთ.

საშინაო კოსმეტიკას სასწაულების მოხდენა შეუძლია. გამოყენებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ შეამჩნევთ, თუ როგორ შეიცვალა კანი. ნაოჭები ალაგდება, სახე გაიჭმება და ჯანსაღ იერს მიიღებს. შედეგი მართლაც შთამბეჭდავია!

კოსმეტიკური პროცედურები საქმის ნახევარია, მაქსიმალური რეცეპტისთვის სახის გაჭიმვის ვარჯიშებიც გაიკეთეთ.

სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2024). ჩემი მეგობარი უკვე 67 წლისაა და მისი კანის ყველას შურს. საიდუმლო საშინაო კრემშია კონიაკით!. 28 აგვისტო, 2024. https://shenisilamaze.ge/%e1%83%a9%e1%83%94%e1%83%9b%e1%83%98-%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%92%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%a3%e1%83%99%e1%83%95%e1%83%94-67-%e1%83%ac%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%90/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2024 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
READ  ეს ბაბუა 51 წლის არის. აი მისი დიეტა, რომელსაც წლებია იცავს და ასაკი არ ეტყობა.
გაუზიარეთ ეს სტატია
სილამაზის რედაქტორი
სილამაზის რედაქტორი — კანის მოვლა და ესთეტიკური მედიცინა. წერს კანის ტიპებზე, აკნესა და პიგმენტაციაზე, კოსმეტიკურ პროცედურებსა და ანტი-ეიჯინგზე დერმატოლოგების რჩევებით.
კომენტარები ჯერ არ არის