მეხსიერების გასაუმჯობესებელი საკვები პროდუქტები და ტვინის ჯანმრთელობა

მეხსიერების გასაუმჯობესებელი 3 ძირითადი პროდუქტი. 45 წლის შემდეგ აუცილებელია ყველასთვის.

ანა კვარაცხელია
ანა კვარაცხელია - ჟურნალისტი
3 წუთიანი წაკითხვა
45 წლის შემდეგ მეხსიერების გაუმჯობესება სპეციალური პროდუქტებით შესაძლებელია. კაკლის ზეთი, ნაცარი და მწვანე ჩაი ბუნებრივი გზით ხელს უწყობს ტვინის ჯანმრთელობას.
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

არასდროს ვზოგავთ დროსა და ენერგიას ჩვენი სხეულის სილამაზისა და ჯანმრთელობისთვის, მაგრამ გვავიწყდება, რომ ტვინსაც უნდა სათანადო კვება და ზრუნვა. ტვინის მუშაობა აუცილებელია სწავლისთვის, მეხსიერებისთვის, გვეხმარება პრობლემების გადაჭრაში, გადაწყვეტილების მიღებაში. ჩვენი სხეულის კონტროლის ცენტრია, ის პასუხისმგებელია გულის ცემასა და ფილტვების სუნთქვაზე, ტვინის დამსახურებით ჩვენ შეგვიძლია გადაადგილება, გვაქვს შეგრძნებები და ფიქრის უნარი.

 

საბედნიეროდ, არსებობს გარკვეული პროდუქტები, რომლებიც ხელს უწყობენ მეხსიერების, კონცენტრაციის, კოორდინაციისა და აზროვნების პროცესების გაუმჯობესებას.

როგორ შევინარჩუნოთ მეხსიერება

აღმოჩნდა, რომ ტვინის გაახალგაზრდავება შეიძლება 10 წლით, თუ ყოველდღიურად 3 პროდუქტს მივირთმევთ.

გოგრის კურკა

 

თესლეულის ერთ-ერთი უგემრიელესი სახეობაა არა მხოლოდ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის გაუმჯობესებისთვის, აჩერებს სახსრების ტკივილს, ახდენს სისხლის შედედების ნორმალიზაციას,ხელს უწყობს  გონების შენარჩუნებას. ცილების, ვიტამინებისა და თუთიის მაღალი შემცველობის გამო, გოგრის თესლი აჩერებს  ტვინის უჯრედების დაშლის პროცესს და თავიდან გვაცილებს ასაკთან დაკავშირებულ მეხსიერების დარღვევებს.  როგორც წესი, მიირთვით 140 გრ ნედლი გოგრის თესლი დღეში.

ოხრახუში

 

მეცნიერებმა დიდი ხანია დაადგინეს, რომ ამ მწვანილის ყოველდღიური გამოყენება არა მარტო სხეულის დაბერებას, არამედ მეხსიერების შენარჩუნებას უწყობს ხელს. როგორც მოგეხსენებათ, ტვინის ახალი ნერვული კავშირების წარმოქმნა აუმჯობესებს ჩვენს ინტელექტს, განწყობას და ჩვევებს. ეს არის ის, რაც გვეხმარება ახალი ენების სწავლაში, სწრაფად აზროვნებაში და მოქმედებაში.

ოხრახუში დიდი ოდენობით შეიცავს ნივთიერებას აპიგინინს, რომელიც ხელს უწყობს უჯრედების ახალ ნერვულ კავშირებს, ზრდის ნერვული უჯრედების პროცესების რაოდენობის გაზრდას ტვინის ფუნქციისა და მეხსიერებისათვის. მიირთვით დღეში 50 გრამი ახალი ოხრახუში.

ლობიო

 

თუ ლობიო არ არის ჩართული თქვენს ყოველდღიურ მენიუში, მაშინ დროა დაამატოთ ის. ეს არის ცილის და ბოჭკოს წარმოქმნის იდეალური წყარო. ლობიო თითქმის არ შეიცავს კალორიებს და ცხიმს, რომელიც დაგეხმარებათ შეინახოთ მკვეთრი გონება და თავიდან აიცილოთ დემენციის განვითარება.

READ  თუ წონაში დაკლება გინდა, მაგრამ რთული და მომაბეზრებელი დიეტის დაცვა არ გინდა, მაშინ ეს სტატია შენთვისაა. დაიკელი წონაში სწრაფად და მარტივად

ლობიო, ბარდა, სოიო, ოსპი, შეიცავს რკინის დიდ რაოდენობას -ეს პროდუქტები ჩვენი ტვინის შეუცვლელი საკვებია. კაკაოს მარცვლები შეიცავს ბევრ ანტიოქსიდანტს, რომლებიც ანეიტრალებს თავისუფალ რადიკალებს. აქედან გამომდინარე, ხანდაზმული ადამიანები უნდა სვამდნენ ერთ ფინჯან კაკაოს დღეში, რათა თავიდან იქნას აცილებული სკლეროზის განვითარება.

 

მეხსიერების გაუმჯობესებას ხელს უწყობს: მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული, თხილი და თესლი, კენკრა, მთელი მარცვალოვანი პროდუქტი, თევზი, ზეითუნის ზეთი და მწვანე ჩაი.

მუდმივად იფიქრეთ ტვინის მუშაობაზე, როგორც კუნთებზე. ავარჯიშეთ მეხსიერება: შეავსეთ კროსვორდები, დაიზეპირეთ ლექსები და ციტატები. ვიმედოვნებთ, რომ გაითვალისწინებთ ამ რჩევებს და გამოიყენებთ პრაქიკაში.

სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2024). მეხსიერების გასაუმჯობესებელი 3 ძირითადი პროდუქტი. 45 წლის შემდეგ აუცილებელია ყველასთვის.. 21 აგვისტო, 2024. https://shenisilamaze.ge/%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%ae%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a3%e1%83%9b%e1%83%af%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%94%e1%83%a1/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2024 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი
ჟურნალისტი — კვება და ჯანსაღი ცხოვრება. აშუქებს წონის მართვას, კალორიებსა და დიეტებს მეცნიერული თვალსაზრისით, ვარჯიშსა და ყოველდღიურ ჯანსაღ ჩვევებს.
კომენტარები ჯერ არ არის