სს გეფას ოფიციალური განცხადება კონკურენციის სააგენტოს დასკვნაზე

სს “გეფას” განცხადება – „კომპანიას არცერთ ასპექტში არ დაურღვევია კონკურენციის შესახებ კანონი, არ ვეთანხმებით აღნიშნულ დასკვნას“

ირინა დათაშვილი
ირინა დათაშვილი - მთავარი რედაქტორი
1 წუთიანი წაკითხვა
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

სს “გეფა” განცხადებას ავრცელებს:

“სს „გეფა“ გაეცნო კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ დასკვნას და გვინდა აღვნიშნოთ, რომ კომპანიას არცერთ ასპექტში არ დაურღვევია კონკურენციის შესახებ კანონი, შესაბამისად, არ ვეთანხმებით აღნიშნულ დასკვნას.

სს „გეფა“ კონკურენციის სააგენტოს მიერ წარმოებული მოკვლევის პროცესში აქტიურად იყო ჩართული და თანამშრომლობდა სააგენტოსთან. კომპანიის მხრიდან სრულად მოხდა მოთხოვნილი დოკუმენტაციის მიწოდება და კონკურენციის სააგენტოს წარედგინა არგუმენტირებული, პროფესიული და ობიექტური პოზიცია. სამწუხაროა, რომ სააგენტომ არ გაითვალისწინა ზემოაღნიშნული გარემოებები.

აღსანიშნავია, რომ კონკურენციის სააგენტომ, მის მიერ 2020 წელს გამოქვეყნებულ დასკვნაში აღნიშნა საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე აქტიური კონკურენციის არსებობა. ჩვენი საქმიანობის მთავარი ღირებულება კი სწორედ ღია და პატიოსანი კონკურენციის შენარჩუნებაა. სს გეფას მთავარი ამოცანაა საზოგადოებას შევთავაზოთ ევროპაში აღიარებული, უმაღლესი ხარისხის მედიკამენტები და უკვე მრავალი წელია ამ პოზიციას მყარად ვინარჩუნებთ.

- Advertisement -
Ad imageAd image

ჩვენ ვქმნით ეფექტურ სამუშაო გარემოს და ჩვენი მთავარი ღირებულება სწორედ სამართლიანობაა. სს „გეფა“ წარმოადგენს ყველაზე მსხვილ და სტაბილურ დამსაქმებელს, ის 2017 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და აერთიანებს 4500 – მდე თანამშრომელს მთელი საქართველოს მასშტაბით”.

რატომ დაჯარიმდნენ ფარმაცევტული კომპანიები 53 მილიონი ლარით?

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2023). სს “გეფას” განცხადება – „კომპანიას არცერთ ასპექტში არ დაურღვევია კონკურენციის შესახებ კანონი, არ ვეთანხმებით აღნიშნულ დასკვნას“. 29 დეკემბერი, 2023. https://shenisilamaze.ge/%e1%83%a1%e1%83%a1-%e1%83%92%e1%83%94%e1%83%a4%e1%83%90%e1%83%a1-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%aa%e1%83%ae%e1%83%90%e1%83%93%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%99%e1%83%9d%e1%83%9b/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2023 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
READ  ყველაზე ძვირადღირებული ნიშნობის ბეჭდები
გაუზიარეთ ეს სტატია
მთავარი რედაქტორი
მთავარი რედაქტორი — ქალის ჯანმრთელობა და სიახლეები. აშუქებს ჰორმონულ ჯანმრთელობას, ორსულობასა და პროფილაქტიკას, ინტერვიუებს ექიმებთან და ინდუსტრიის სიახლეებს.
კომენტარები ჯერ არ არის