ჯეი ზი სასამართლო პროცესი ბრალდება

ჰოლივუდური სკანდალი ამჯერად ჯეი ზის შესახებ

თაკო ფხაკაძე
თაკო ფხაკაძე - სილამაზის რედაქტორი
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

მეგავარსკვლავის ბიონსეს ქმარს, 55 წლის რეპერს ჯეი-ზის 13 წლის გოგოს გაუპატიურებას ედავებიან, თავის ძველ მეგობარ პი დიდისთან ერთად, რომელიც პატიმრობაშია და რომლის ჰოვივუდური სკანდალი ახლა ყურადღების ეპიცენტრშია

ჰოლივუდური სკანდალი რომელშიც ბევრი ვარსკვლავი გაეხვია უკავშირდება გარყვნილ წვეულებებს. მორიგი საქმის თანახმად, სასამართლოში დევს საბუთები გოგონასი, რომელიც 2000 წელს Video Music Awards-ის ცერემონიის შემდეგ პი დიდიმ და ჯეი ზიმ გააუპატიურეს და მაშინ ის 13 წლის იყო. როგორ აღმოჩნდა გოგონა წვეულებაზე, უცნობია. გოგონას დაცვის მხარე ამბობს, რომ მას სასმელში რაღაც ჩაუყარეს, გააბრუეს და შემდეგ გააუპატიურეს. გოგონა ამბობს, თითქოს ამ ყველაფერს წვეულების სტუმარი ქალბატონიც ესწრებოდა და თვალს ადევნებდა. მოგვიანებით მან თავს გაქცევით უშველა.

თავად ჯეი ზიმ უკვე გააკეთა კომენტარი ამ ბრალდებაზე და ამბობს, რომ ეს შანტაჟია. ის ადვოკატს და უცნობ გოგონას თაღლითობაში ადანაშაულებს.

ბოლო დროს პი დიდისთან დაკავშირებით არაერთხელ გაიჟღერა ჯეი ზისა და ბიონსეს სახელებმა, ასევე – ჯეი ლოსი, რომლებიც მასთან მეგობრობდნენ და მის წვეულებებს ხშირად ესწრებოდნენ. იმასაც კი ამბობენ, რომ ბიონსეს კონკურენტი რეპ-ვარსკვლავი ალია, რომელთანაც ჯეი ზის რომანი ჰქონდა, პი დიდიმ ბიონსეს დავალებით მოაცილა გზიდან.

#drpkhakadze #pitskhelauri

- Advertisement -
Ad imageAd image

https://shenipositive.ge/  https://shenisilamaze.ge/

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2024). ჰოლივუდური სკანდალი ამჯერად ჯეი ზის შესახებ. 10 დეკემბერი, 2024. https://shenisilamaze.ge/%e1%83%b0%e1%83%9d%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%95%e1%83%a3%e1%83%93%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%98/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2024 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
READ  რეჯინა ბრეტი - მისი ცხოვრებისეული რჩევები
გაუზიარეთ ეს სტატია
სილამაზის რედაქტორი
სილამაზის რედაქტორი — კანის მოვლა და ესთეტიკური მედიცინა. წერს კანის ტიპებზე, აკნესა და პიგმენტაციაზე, კოსმეტიკურ პროცედურებსა და ანტი-ეიჯინგზე დერმატოლოგების რჩევებით.
კომენტარები ჯერ არ არის