ავიტამინოზის ნიშნები - სუსტი ფრჩხილები და მშრალი კანი

5 ხრიკი, რომელიც მენსტრუაციის პერიოდს შეგიმსუბუქებთ

ირინა დათაშვილი
ირინა დათაშვილი - მთავარი რედაქტორი
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

5 ხრიკი ქალბატონებისთვის. ტკივილისა და დისკომფორტის შესამაუბუქებლად

5 ხრიკი რომელიც ძალიან გამოგადგებათ.
1. იოგა

იოგა საუკეთესო საშუალებაა თქვენი კუნთების მოსადუნებლად, სწორ პოზებს კი მენსტრუაციის ტკივილების შემსუბუქებაც შეუძლიათ. სცადეთ მშვილდის პოზა, რომელიც ფოტოზეა გამოსახული. მომართეთ თქვენი სხეული ნელა და სუნთქვის რიტმში.

2. კალციუმი, მაგნესიუმი და D ვიტამინი

ეს პროდუქტები ქალების უმრავლესობას სწორედ მენსტრუაციის პერიოდის ტკივილებს უმსუბუქებს. კალციუმი და D ვიტამინი კუნთებს ადუნებს, ხოლო მაგნესიუმის მიღება ციკლის ბოლო 2 კვირაში თავის ტკივილებს აყუჩებს.

3. ცხელი შხაპი

სიცხე იმ ტკივილს ამსუბუქებს, რომელიც კუნთების დაჭიმულობითაა გამოწვეული. ის ამშვიდებს მთლიან ორგანიზმს და სახსრებს მოდუნებაში ეხმარება.

4. მოერიდეთ კოფეინს, ნიკოტინს და ალკოჰოლს

ამ ნივთიერებებს კუნთების სტიმულაცია შეუძლიათ, რაც ტკივილს კიდევ უფრო გაგიუარესებთ. სცადეთ თბილი ჯინჯერის ჩაის დალევა. ასევე, ზოგადად ჰიდრადირებული თუ იქნებით აჯობებს, ამიტომ დალიეთ რაც შეიძლება მეტი სითხე.

5. სეირნობა

დამტკიცებული ფაქტია, რომ რეგულარული მსუბუქი აერობიკა მენსტრუაციის სიმპტომებს მნიშვნელოვნად ამსუბუქებს. ასეთი ვარჯიში თქვენს ორგანიზმში ენდორფინის გამოყოფას უზრუნველყოფს, რითაც მარტივად გაუმკლავდებით ტკივილსა და დეპრესიას.

#drpkhakadze #pitskhelauri

https://shenipositive.ge/  https://shenisilamaze.ge/

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

 

სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2024). 5 ხრიკი, რომელიც მენსტრუაციის პერიოდს შეგიმსუბუქებთ. 28 აგვისტო, 2024. https://shenisilamaze.ge/5-%e1%83%ae%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%99%e1%83%98-2/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2024 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
READ  გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი (IBS) ქალებში — სიმპტომები, დიაგნოსტირება და მკურნალობა
გაუზიარეთ ეს სტატია
მთავარი რედაქტორი
მთავარი რედაქტორი — ქალის ჯანმრთელობა და სიახლეები. აშუქებს ჰორმონულ ჯანმრთელობას, ორსულობასა და პროფილაქტიკას, ინტერვიუებს ექიმებთან და ინდუსტრიის სიახლეებს.
კომენტარები ჯერ არ არის