ჯანდაცვის კონფერენცია მოწყვლადი ჯგუფების სამედიცინო მომსახურების შესახებ

საქართველოში მოწყვლადი ჯგუფებისთვის ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების გზები, მსოფლიოს ქვეყნების მაგალითების გამოყენებით

მარიამ ლომიძე
მარიამ ლომიძე - ჟურნალისტი
1 წუთიანი წაკითხვა
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

 თბილისში საქართველოს გაეროს ასოციაციისა ( UNA Georgia • საქართველოს გაეროს ასოციაცია) და გაეროს ასოციაციის მსოფლიო ფედერაციის (WFUNA) საერთო კონფერენცია „The Partnership for Impact Tbilisi Conference: from Blueprints to Breakthroughs“ მიმდინარეობს.

ინფორმაციას ჯანდაცვის ასოციაცია ავრცელებს.

„კონფერენციის მთავარი მიზანია ხაზი გაუსვას კერძო და არასამთავორობო სექტორის ერთობლივი მუშაობის მნიშვნელობას ეროვნულ დონეზე.

კონფერენციის ფარგლებში პანელური დისკუსიის “Access to Healthcare for Vulnerable Groups: Promising International Practice and Private Sector Medical Outlook” მოდერატორი იყო საქართველოს ჯანდაცვის ასოციაციის დირექტორი, ნინო კიკნაძე.

- Advertisement -
Ad imageAd image

მომხსენებლებმა განიხილეს საქართველოში მოწყვლადი ჯგუფებისთვის ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების გზები, მსოფლიოს ქვეყნების მაგალითების გამოყენებით. ასევე, ხაზი გაესვა კერძო და საჯარო სექტორის თანამშრომლობის აუცილებლობას ჯანდაცვის ხარისხის გასაუმჯობესებლად.

ანელის მომხსენებლები იყვნენ ჯანდაცვის ასოციაციის წევრები:

გიორგი ამბროლიანი, სათემო კლინიკების დეპარტამენტის უფროსი EVEX-ის კლინიკაში;

ნინო მირზიკაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი;

ირაკლი მირზიკაშვილი, EKIMO-ს აღმასრულებელი დირექტორი;

- Advertisement -
Ad imageAd image

მაია მაღლაკელიძე-ხომერიკი, ჯეო ჰოსპიტალის წარმომადგენელი“ -აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

#datashvil

SheniEkimi.ge

სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2023). საქართველოში მოწყვლადი ჯგუფებისთვის ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების გზები, მსოფლიოს ქვეყნების მაგალითების გამოყენებით. 10 ნოემბერი, 2023. https://shenisilamaze.ge/saqarthveloshi-motsqhvladi-jguphebisthvis-jandatsvis-khelmisatsvdomobis-gaumjobesebis-gzebi-msophlios-qveqhnebis-magalithebis-gamoqhenebith/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2023 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
READ  ჯანმრთელობის ეროვნული ორგანიზაცია – როგორ ვუზრუნველყოთ თავი ხარისხიანი მომსახურებით
გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი
ჟურნალისტი — ბუნებრივი საშუალებები და დღის რუტინა. წერს ნიღბებზე, ზეთებსა და მცენარეულ რეცეპტებზე, დილისა და საღამოს მოვლის რუტინაზე და სეზონურ რჩევებზე.
კომენტარები ჯერ არ არის