აჭარის მთავრობის შენობა ან ჯანდაცვის ბიუჯეტის განხილვა

ჯანდაცვის ბიუჯეტი 51 მლნ ლარზე მეტი იქნება, რის შედეგადაც დაიგეგმა არაერთი მნიშვნელოვანი სოციალური პროგრამა

ანა კვარაცხელია
ანა კვარაცხელია - ჟურნალისტი
1 წუთიანი წაკითხვა
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
აჭარის მთავრობის სხდომაზე მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ 2024 წლის ბიუჯეტზე ისაუბრა.
თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, რომ რეგიონის ნაერთი ბიუჯეტი 1 მილიარდ ლარს მიუახლოვდა. კერძოდ, ჯანდაცვის ბიუჯეტი 51 მლნ ლარზე მეტი იქნება, რის შედეგადაც დაიგეგმა არაერთი მნიშვნელოვანი სოციალური პროგრამა.
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს შენიშვნების შემდგომ ვმუშაობთ 2024 წლის ბიუჯეტის გადამუშავებულ ვერსიაზე და ძალიან მალე, დასრულდება ეს პროცესიც. პირველად აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის ბიუჯეტი გადააჭარბებს საკუთრივ 700 მლნ ლარს, ხოლო ნაერთი ბიუჯეტი მიუახლოვდა 1 მილიარდ ლარს. ამ ბიუჯეტის ფარგლებში დაგეგმილია არაერთი მნიშვნელოვანი, როგორც ჯანდაცვის, ასევე, სოციალური პროგრამა. ჯანდაცვის ბიუჯეტი 51 მლნ ლარზე მეტით განისაზღვრა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ იზრდება დაფინანსება როგორც ეკომიგრანტი ოჯახების მხარდაჭერის კუთხით, ასევე იზრდება დაფინანსება ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის კუთხით.“
თორნიკე რიჟვაძემ მუნიციპალიტეტების მიზნობრივ-კაპიტალურ მხარდაჭერაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ აღნიშნული ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებულია 240 მლნ ლარზე მეტი ტრანსფერი, რაც მოსახლეობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროექტებზე დაიხარჯება.
„ჩვენ გავაგრძელებთ აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტის მიზნობრივ-კაპიტალურ მხარდაჭერას ტრანსფერების სახით. აღნიშნული ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებულია 240 მლნ ლარზე მეტი ტრანსფერი შესაბამის მუნიციპალიტეტებზე, რომელთა ფარგლებშიც განხორციელდება მოსახლეობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი როგორც ინფრასტრუქტურის მშენებლობა, ასევე, კიდევ უფრო მეტად განვითარდება ყველა ის ადგილობრივი სოციალური და ჯანდაცვის პროგრამა, რომელიც ესაჭიროებათ ჩვენს მოქალაქეებს“ – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.
სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2023). ჯანდაცვის ბიუჯეტი 51 მლნ ლარზე მეტი იქნება, რის შედეგადაც დაიგეგმა არაერთი მნიშვნელოვანი სოციალური პროგრამა. 28 ნოემბერი, 2023. https://shenisilamaze.ge/%e1%83%af%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%93%e1%83%90%e1%83%aa%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a3%e1%83%af%e1%83%94%e1%83%a2%e1%83%98-51-%e1%83%9b%e1%83%9a%e1%83%9c-%e1%83%9a%e1%83%90/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2023 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
READ  DRG სისტემა და ბავშვთა ონკოლოგიური მომსახურება
გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი
ჟურნალისტი — კვება და ჯანსაღი ცხოვრება. აშუქებს წონის მართვას, კალორიებსა და დიეტებს მეცნიერული თვალსაზრისით, ვარჯიშსა და ყოველდღიურ ჯანსაღ ჩვევებს.
კომენტარები ჯერ არ არის