ბავშვი ცხვირის გაციებით და რინიტის სიმპტომებით

გახანგრძლივებული რინიტის, გაციების გამომწვევი მიზეზები

ირინა დათაშვილი
ირინა დათაშვილი - მთავარი რედაქტორი
1 წუთიანი წაკითხვა
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

​საქართველოს პირველი არხის გადაცემა „პირადი ექიმი – მარი მალაზონია“

გახანგრძლივებული რინიტის, გაციების გამომწვევი მიზეზები

საუბრობს ბავშვთა იმუნოლოგ-ალერგოლოგი, პროფესორი მარიკა ვაჩნაძე:

„კოვიდის გადატანის შემდეგ ბავშვებს აქვთ გახანგრძლივებული რინიტი. აქ ცხვირის უკან გადადენის სიმპტომი არის ხოლმე. ეს მკურნალობას ექვემდებარება. ცხვირიდან გამონადენი და ცხვირის გაჭედვა ახასიათებს ალერგიულ რინიტსაც. შეიძლება იყოს გახანგრძლივებული რინიტი, თან ახლდეს უკვე გაჭედვა და ცხვირის ქავილი, შეიძლება იყოს იზოლირებულად ან რინიტი, ან გაჭედვა. ამ დროს ვერ ხვდებიან მიზეზს. ამის მიზეზი ისევ ალერგიული პროცესია.

შვიდ წლამდე ასაკში ხშირად არის გართულებები, ძილის დარღვევა, პირღია ძილი, რასაც ხანგრძლივი პროცესის შემთხვევაში, პირის ღრუში ხახის ფორმირება შეიძლება შეიცვალოს, ორთოდონტული პრობლემები შეიძლება გაჩნდეს, არის ლიმფური ჯირკვლების გადიდება, პირის ღრუს გარემო ირღვევა. არის ტუტე გარემო, ლორწოვანის ამომფენი ეპითელიუმი და ამ მხრივ ყურადღება არის მისაქცევი. ადენოიდიც, ტონზილიბც ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს თანდაყოლილ იმუნიტეტში.

წინ წამოიწია ლორწოვანის მნიშვნელობამ სასუნთქ სისტემასა და საჭმლის მომნელებელ სისტემაში. ლიმფური ჯირკვლები და ლიმფური სადინრები ლიმფურ ორგანოებს მიეკუთვნება და მათი მნიშვნელობის დაკნინება არ შეიძლება. ტონზილი და ადენოიდიც არის პირველადი ბარიერი, რომელიც იცავს სასუნთქ სისტემას შეჭრილი ალერგენისგან თუ მიკროორგანიზმისგან“.

- Advertisement -
Ad imageAd image

#datashvil    #drpkhakadze  #sheniganatleba

სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2023). გახანგრძლივებული რინიტის, გაციების გამომწვევი მიზეზები. 11 დეკემბერი, 2023. https://shenisilamaze.ge/%e1%83%92%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%92%e1%83%a0%e1%83%ab%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%95%e1%83%94%e1%83%91%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%a2%e1%83%98/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2023 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
READ  პლასტიკის ბოთლები და მიკროპლასტიკი სასმელ წყალში
გაუზიარეთ ეს სტატია
მთავარი რედაქტორი
მთავარი რედაქტორი — ქალის ჯანმრთელობა და სიახლეები. აშუქებს ჰორმონულ ჯანმრთელობას, ორსულობასა და პროფილაქტიკას, ინტერვიუებს ექიმებთან და ინდუსტრიის სიახლეებს.
კომენტარები ჯერ არ არის