საქართველოს და ევროკავშირის დროშები ერთად

საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა გახდა

ნინო გელაშვილი
ნინო გელაშვილი - ჟურნალისტი
1 წუთიანი წაკითხვა
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა X-ზე დაწერა.

„ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება დაიწყოს მოლაპარაკებები უკრაინისა და მოლდოვას გაწევრიანების შესახებ. ევროსაბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, და ევროკავშირი დაიწყებს მოლაპარაკებებს ბოსნია-ჰერცეგოვინასთან, მას შემდეგ რაც მიაღწევს წევრობის კრიტერიუმებთან შესაბამისობის აუცილებელ ხარისხს და მოიწვია კომისია მარტამდე მოამზადოს ანგარიში ასეთი გადაწყვეტილების მიღების მიზნით. იმედის ნათელი სიგნალი მათი ხალხისა და ჩვენი კონტინენტისთვის“, – წერს მიშელი.

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები სპეციალურ მიმართვას ავრცელებენ.

„საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. ამ ისტორიულ დღეს, ევროკავშირს და წევრ ქვეყნებს ერთი გზავნილი აქვთ საქართველოს მოსახლეობისთვის. გილოცავთ!“, – ნათქვამია მილოცვაში.

- Advertisement -
Ad imageAd image

სპეციალური მილოცვა გაავრცელა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

„გილოცავთ! ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი“, – ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე დადებითი რეკომენდაციით ევროპულ საბჭოს 8 ნოემბერს მიმართა..

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ 2022 წლის მარტში განაცხადა, რომ საქართველომ მიმართა ევროკავშირს წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. იმავე წლის 3 მარტს კი, წევრობაზე საქართველოს ოფიციალურ განაცხადს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი მოაწერა.

#datashvil    #drpkhakadze  #sheniganatleba

სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2023). საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა გახდა. 14 დეკემბერი, 2023. https://shenisilamaze.ge/%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%9d-%e1%83%94%e1%83%95%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%99%e1%83%90%e1%83%95%e1%83%a8%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a1/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2023 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
READ  ქალთა პოლიტიკაში ჩართულობის ხელისშემშლელი ფაქტორები
გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი
ჟურნალისტი — თმა, მაკიაჟი და პროდუქტები. ტესტავს და მიმოიხილავს კოსმეტიკას, წერს თმის მოვლაზე, მაკიაჟის ტექნიკასა და ფრჩხილების ჯანმრთელობაზე.
კომენტარები ჯერ არ არის