მედიკამენტების გაძვირება და პაციენტის უფლებების დაცვა საქართველოში

„განცხადებაში განსაკუთრებული ვერაფერი ამოვიკითხე“ – ზურაბ აზარაშვილი ფარმაცევტული კომპანიების განცხადებაზე

ანა კვარაცხელია
ანა კვარაცხელია - ჟურნალისტი
2 წუთიანი წაკითხვა
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

„ფარმაცევტული კომპანიების განცხადებაში ვერაფერი განსაკუთრებული ვერ ამოვიკითხე“, – ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრმა ფარმაბიზნესის ერთობლივ განცხადებას.

სამინისტრომ განაცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ მედიკამენტები, რომლებზეც რეფერენტული ფასი ჯერ არ მოქმედებს, აფთიაქებში, იმპორტის ფასთან შედარებით, 32-ჯერ ძვირად, ზოგ შემთხვევაში 1000%, 2000% და 3000%-იანი ფასნამატით იყიდება.

აღნიშნულ განცხადებას ფარმაბიზნესი გამოეხმაურა: „ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გამოქვეყნებული მედიკამენტების ჩამონათვალიდან მხოლოდ ერთი მედიკამენტი(დიოვანი) არის PSP-ს მიერ იმპორტირებული; ყველა დანარჩენს შესყიდულია ადგილობრივი მომწოდებლებისგან. დიოვანის ფასნამატი 26%-ია, ხოლო ყველა დანარჩენ მედიკამენტზე არა 3000%, არამედ მარჟა 29%-ს არ აღემატება“.

აღნიშნული განცხადების შესახებ „რუსთავი 2“-ის ეთერში ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა თქვა, რომ განცხადებაში განსაკუთრებული ვერაფერი ამოიკითხა.

- Advertisement -
Ad imageAd image

კითხვაზე, კონკურენციის სააგენტო, მხოლოდ ფარმაბიზნესის საქმიანობას იკვლევს, თუ დისტრიბუტორების პასუხისმგებლობაც დგას, რომლებიც ფარმაცევტულ კომპანიებს მედიკამენტებს გაზრდილი ფასით აწვდიან, მინისტრმა უპასუხა: „შეიძლება 6%-იანი მარჟა იყოს რაიმე მედიკამენტზე იმპორტის ფასთან მიმართებაში? მეც ვნახე ეს განცხადება და ვერაფერი განსაკუთრებული ვერ ამოვიკითხე. შეუძლიათ იმპორტის ფასები ამოიღონ კონკრეტულ მედიკამენტებზე და ნახონ ის მედიკამენტი აფთიაქში როგორ იყიდება“, – განაცხადა აზარაშვილმა.

მინისტრის ამ განცხადებამდე, რამდენიმე საათის წინ, ჯანდაცვის სამინისტრომ ინფორმაცია გაავრცელა, სადაც წერია, რომ წამლების ჩამონათვალი, რომელზეც რეფერენტული ფასი მოქმედებს, გაფართოვდა და ფასის ზედა ზღვარი, ჯამში, 5 000-ზე მეტ მედიკამენტზეა განსაზღვრული.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ასევე გამოეხმაურა ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია, სადაც მიაჩნიათ, რომ ბოლო პერიოდში ფარმაცევტული სექტორის ავტორიტეტისა და რეპუტაციის შემლახავი კამპანია მიზანმიმართულად მიმდინარეობს.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2023). „განცხადებაში განსაკუთრებული ვერაფერი ამოვიკითხე“ – ზურაბ აზარაშვილი ფარმაცევტული კომპანიების განცხადებაზე. 21 დეკემბერი, 2023. https://shenisilamaze.ge/%e1%83%92%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%aa%e1%83%ae%e1%83%90%e1%83%93%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90%e1%83%a8%e1%83%98-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%99%e1%83%a3%e1%83%97%e1%83%a0/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2023 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
READ  ექიმი კომაროვსკი: “სასაკლაოზე მივყავართ. ყოველდღე უფრო და უფრო ცოტანი ვრჩებით”
გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი
ჟურნალისტი — კვება და ჯანსაღი ცხოვრება. აშუქებს წონის მართვას, კალორიებსა და დიეტებს მეცნიერული თვალსაზრისით, ვარჯიშსა და ყოველდღიურ ჯანსაღ ჩვევებს.
კომენტარები ჯერ არ არის