საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენცია და ჯანმრთელობის ცნობიერება

საშვილოსნოს ყელის კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების თვე

ირინა დათაშვილი
ირინა დათაშვილი - მთავარი რედაქტორი
1 წუთიანი წაკითხვა
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
იანვარი საშვილოსნოს ყელის კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეა.

ყოველი წლის იანვარს, მსოფლიო საშვილოსნოს ყელის კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეს აღნიშნავს. ამ მნიშვნელოვან ინიციატივას ტრადიციულად უერთდება საქართველოც.

საშვილოსნოს ყელის კიბოს ძირითადი ფორმები გამოწვეულია ადამიანის პაპილომავირუსით (აპვ/HPV). ადამიანთა 80%-ზე მეტი პაპილომავირუსის მატარებელია, ამიტომ აუცილებელია მასთან დაკავშირებული სტიგმის აღმოფხვრა.

საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენცია შესაძლებელია აპვ ვაქცინით და რეგულარული სკრინინგით.
ქალები არ უნდა იღუპებოდნენ საშვილოსნოს ყელის კიბოთი, ჩვენ შეგვიძლია მისი დამარცხება.

2020 წლის ნოემბერში WHO-ს მიერ დამტკიცებული საშვილოსნოს ყელის კიბოს, როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრობლემის აღმოფხვრის, გლობალური სტრატეგია სწორედ აპვ ვაქცინაციას, საშვილოსნოს ყელის სკრინინგსა და მის შემდგომ მკურნალობას მოიცავს.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის სილვიუ დომენტეს თქმით,  „აპვ ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურია საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციისთვის.“

პრევენციის მიზნით 2019 წლიდან HPV ვაქცინაცია შეტანილია ვაქცინაციის ეროვნულ  პროგრამაში 9-13 წლის გოგოებისთვის, ხოლო 2022 წლის 12 იანვარს კი საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა 13-18 წლის გოგოებში განმეორებითი ვაქცინაციის ჩატარების აუცილებლობა, რაც ერთიორად ზრდის პრევენციის მასშტაბებს.

გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლელა ბაქრაძე მოუწოდებს საზოგადოებას, მხარი დაუჭირონ და გაამხნევონ გოგოები და ქალები კიბოს პრევენციისა და მკურნალობის გზაზე, რათა მათ ჯანმრთელად და უსაფრთხოდ ცხოვრება შეძლონ.

სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2024). საშვილოსნოს ყელის კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების თვე. 10 იანვარი, 2024. https://shenisilamaze.ge/%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a8%e1%83%95%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%a1%e1%83%9c%e1%83%9d%e1%83%a1-%e1%83%a7%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%99%e1%83%98%e1%83%91%e1%83%9d%e1%83%a1/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2024 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
READ  ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის აშლილობა (ADHD) — ზრდასრული ადამიანები, ქალები და მითები
გაუზიარეთ ეს სტატია
მთავარი რედაქტორი
მთავარი რედაქტორი — ქალის ჯანმრთელობა და სიახლეები. აშუქებს ჰორმონულ ჯანმრთელობას, ორსულობასა და პროფილაქტიკას, ინტერვიუებს ექიმებთან და ინდუსტრიის სიახლეებს.
კომენტარები ჯერ არ არის