ოთხშაბათი, ნოემბერი 27, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარისხვა-ამბებიჯანმო: მსოფლიოში თამბაქოს მოხმარება მცირდება, 2030 წლისთვის კი ევროპა შესაძლოა ყველაზე „მწეველი“...

ჯანმო: მსოფლიოში თამბაქოს მოხმარება მცირდება, 2030 წლისთვის კი ევროპა შესაძლოა ყველაზე „მწეველი“ კონტინენტი გახდეს

ბოლო წლების განმავლობაში, მსოფლიოში თამბაქოს მომხმარებელთა რიცხვი მცირდება. ამის შესახებ BBC ჯანმოს ანგარიშზე დაყრდნობით წერს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში თამბაქოს მოხმარების მოხმარების დინამიკა 2000 წლიდან შეისწავლეს და დაადგინეს, რომ თუ 2000 წელს თამბაქოს მსოფლიოს მასშტაბით ყოველი მესამე ზრდასრული ადამიანი მოიხმარდა, 2020 წელს ეს მაჩვენებელი ყოველ მეხუთემდე შემცირდა.

ჯანმოს მონაცემებით, არსებული მონაცემებით, 150 ქვეყანა წარმატებით აგრძელებს თამბაქოს მოხმარების შემცირებას. მაგალითად, 2010 წლიდან, ბრაზილიაში მწეველთა რაოდენობა 35%-მდე შემცირდა, ნიდერლანდები კი თავის მიზნობრივ მაჩვენებელთან, 30% არის ახლოს. ამის მიუხედავად,

ამის მიუხედავად, ჯანმოში აცხადებენ, რომ თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული სიკვდილიანობა კიდევ მრავალი წლის განმავლობაში მაღალი იქნება. ორგანიზაციის მონაცემებით, ყოველწლიურად მოწევას 8 მილიონი ადამიანი ეწირება, მათ შორის 1,3 მილიონი არამწეველი, რომელიც პასიური მოწევის მსხვერპლი ხდება.

თამბაქოს და თამბაქოს ნაწარმს დღეს 1,25 მილიარდზე მეტი ზრდასრული ადამიანი მოიხმარს. ყველაზე მეტს აზიაში ეწევიან, მეორე ადგილზე კი ევროპაა. ჯანმოში მიიჩნევენ, რომ 2030 წლისთვის ევროპა შესაძლოა ყველაზე „მწეველი“ კონტინენტი გახდეს, რადგან აქ თამბაქოს მოხმარება უფრო ნელა მცირდება, ვიდრე სხვა რეგიონებში.

ამასთან, ჯანმოს მონაცემებით, 6 ქვეყანაში – კონგოში, ეგვიპტეში, ინდონეზიაში, იორდანიაში, ომანსა და მოლდოვაში თამბაქოს მოხმარების ზრდა ფიქსირდება.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSilamaze.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
ხელებსა და ფეხებში მგრძნობელობის დაკარგვა, რაც უნდა იცოდეთ – მნიშვნელოვანი სიმპტომები და რისკები

ხელებსა და ფეხებში მგრძნობელობის დაკარგვა, რაც უნდა იცოდეთ – მნიშვნელოვანი სიმპტომები და რისკები

ნოემბერი 27, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
3 იდეა როგორ გავაფორმოთ მაგიდა საახალწლოდ

3 იდეა როგორ გავაფორმოთ მაგიდა საახალწლოდ

ნოემბერი 27, 2024
თბილისში საახალწლო ღონისძიებები 13 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით გაიმართება

თბილისში საახალწლო ღონისძიებები 13 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით გაიმართება

ნოემბერი 27, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
იანვრიდან, სესხის აღების პირობები იცვლება – ნახეთ, დეტალები

იანვრიდან, სესხის აღების პირობები იცვლება – ნახეთ, დეტალები

ნოემბერი 27, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ხამანწკების იმპორტი ისტორიულ მაჩევნებელზეა

ხამანწკების იმპორტი ისტორიულ მაჩევნებელზეა

ნოემბერი 27, 2024
3 ქვეყანა, რომელიც ზამთარში ულამაზესია

3 ქვეყანა, რომელიც ზამთარში ულამაზესია

27 ნოემბერი 2024
საახალწლო განათებების მონტაჟი რუსთაველის გამზირზე —დროებითი საგზაო შეზღუდვები

საახალწლო განათებების მონტაჟი რუსთაველის გამზირზე —დროებითი საგზაო შეზღუდვები

ნოემბერი 27, 2024
Nexia Georgia 800 ოფისს შორის “წლის კომპანიად” დასახელდა

Nexia Georgia 800 ოფისს შორის “წლის კომპანიად” დასახელდა

ნოემბერი 27, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
spot_img

ბოლო სიახლეები