დიალიზის აპარატურა რეგიონულ სამედიცინო დაწესებულებაში

ახალქალაქში, ყვარელში, მარტვილსა და ხულოში დიალიზის სერვისი ამოქმედდა

ირინა დათაშვილი
ირინა დათაშვილი - მთავარი რედაქტორი
1 წუთიანი წაკითხვა
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

ახალქალაქში, ყვარელში, მარტვილსა და ხულოში დიალიზის სერვისი ამოქმედდა. ამ დრომდე ბენეფიციარებს პროცედურის ჩასატარებლად კვირაში რამდენჯერმე, კილომეტრების დაშორებით, სხვადასხვა ქალაქში უწევდათ გადაადგილება, რაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან, დროსა და ხარჯებთან იყო დაკავშირებული.

სერვისის ამოქმედების შემდეგ კი ბენეფიციარები სერვისს მათსავე ქალაქში, საცხოვრებელ სახლებთან ახლოს მიიღებენ.

სამედიცინო დაწესებულებები დიალიზისთვის საჭირო აპარატურით სრულად აღიჭურვა. ჰემოდიალიზის საჭიროების მქონე პირებს სათანადოდ გადამზადებული მედპერსონალი ყოველდღიურად მოემსახურება.

ახალქალაქში, ყვარელში, მარტვილსა და ხულოს შემდეგ დიალიზის სერვისის მიღება უახლოეს მომავალში ჭიათურაში, სენაკში, საგარეჯოში, ტყიბულში, წალენჯიხაში, ცაგერში, წნორში და დედოფლისწყაროშიც იქნება შესაძლებელი, რის შედეგადაც გეოგრაფიული მოცვა გაიზრდება და საჭირო სერვისის მიღებას ბენეფიციარები შეუფერხებლად შეძლებენ.

სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2024). ახალქალაქში, ყვარელში, მარტვილსა და ხულოში დიალიზის სერვისი ამოქმედდა. 26 იანვარი, 2024. https://shenisilamaze.ge/%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%a5%e1%83%a8%e1%83%98-%e1%83%a7%e1%83%95%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%a8%e1%83%98-%e1%83%9b%e1%83%90/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2024 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
READ  თირკმლების პოლიკისტოზი – მემკვიდრეობითი დაავადება და მისი სიმპტომები
გაუზიარეთ ეს სტატია
მთავარი რედაქტორი
მთავარი რედაქტორი — ქალის ჯანმრთელობა და სიახლეები. აშუქებს ჰორმონულ ჯანმრთელობას, ორსულობასა და პროფილაქტიკას, ინტერვიუებს ექიმებთან და ინდუსტრიის სიახლეებს.
კომენტარები ჯერ არ არის