ხუთშაბათი, ოქტომბერი 31, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგიროგორ უნდა ივარჯიშოთ, იკვებოთ და მიაღწიოთ სასურველ შედეგს - ექსკლუზიური ინტერვიუ...

როგორ უნდა ივარჯიშოთ, იკვებოთ და მიაღწიოთ სასურველ შედეგს – ექსკლუზიური ინტერვიუ პოპულარულ ფიტნეს ინსტრუქტორ თიკო ყაველაშვილთან

Shenisilamaze.ge გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს ფიტნეს ინსტრუქტორ თიკო ყაველაშვილთან… 

ჯანსაღი ცხოვრების წესი ის აქტუალური თემაა, რომელიც უკვე საკმაოდ დიდი ხანია, დამკვიდრდა საზოგადოებაში. ყველა ადამიანს სურს, იყოს სასურველ ფორმაში, თუმცა რა გზის გავლაცაა ამისთვის საჭირო და აუცილებელი, ამისგან ბევრი თავს იკავებს და კომფორტის ზონიდან გამოსვლას დროის უქონლობას მიაწერს… მოსახლეობაში არანაკლებ არის გავრცელებული მცდარი მოსაზრებები/ მითები… თუმცა, ჩვენი რესპონდენტისგან გაიგებთ, თუ როგორ უნდა მივაღწიოთ სასურველ შედეგს; რა არის საჭირო ამისთვის და როგორ გვეხმარება მონდომება სასურველი მიზნისკენ მიმავალ გზაზე…

 • თიკო, რა ასაკში დაიწყეთ ვარჯიში და რატომ აირჩიეთ კონკრეტულად ეს სფერო?

– ვიყავი 12 წლის… მაწუხებდა ჭარბი წონა, ამიტომ აუცილებლად მესაჭიროებოდა სწორი კვება და ვარჯიში, რადგან ბულინგის მსხვერპლი ვიყავი და ამ ყველაფერმა იმდენად მომცა მოტივაციის წყარო, რომ გადავწყვიტე ამ სფეროში მოღვაწეობა. ბავშვობიდან მიყვარდა სპორტი, კერძოდ: ხელბურთი, ფეხბურთი, თუმცა ჰორმონალური დისბალანსის გამო წონაში მოვიმატე.ზუსტად ამ დროს სკოლაში დავიწყე ხელბურთის თამაში, ვთამაშობდი დაახლოებით 4-5 წლის განმავლობაში, სამწუხაროდ, მივიღე მუხლის ტრავმა და გადავწყვიტე, წავსულიყავი ფიტნეს ტრენერობის კუთხით, რაშიც უდიდესი ხელშეწყობა მქონდა ბატონი დავით ქაცარავასგან. დავიწყე საკუთარ თავზე მუშაობა, საკმაოდ კარგი შედეგი დავდე და დავიკელი 25 კილოგრამი. ჩემი გამოცდილების ხარჯზე გადავწყვიტე, დავხმარებოდი იმ ადამიანებს, ვისაც სურდათ წონაში დაკლება ან პირიქით, მომატება.

– გვესაუბრეთ თქვენს კარიერულ მიღწევებზე ამ სფეროში… დაასახელეთ თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი, რამაც განაპირობა ის, რომ თქვენ ახლა ხართ ტრენერი…

– ჩემი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა ისაა, რომ დავდე შედეგი, რომელიც ყოველთვის მსურდა. აქედან გამომდინარე, მინდოდა დავხმარებოდი ყველას და გავხდი პროფესიონალური დონის ფიტნეს ტრენერი, ახლა ვცდილობ, სხვებს დავეხმარო ამ სფეროში.

– ქალებისთვის ნამდვილად მოტივაციის წყარო ხართ… მათ, ვინც თქვენ მოგმართავთ, როგორ ეხმარებით მიაღებინოთ სასურველი შედეგი?

– იმ მომენტში, როცა ადამიანი ჩემთან მოდის, ვარ არამხოლოდ ინსტრუქტორი, არამედ ფსიქოლოგი. ვცდილობ, დავეხმარო მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარებაშიც, რომელიც წონითაა გამოწვეული, შემდეგ უკვე ვიწყებთ კვების რაციონის შედგენას და ვარჯიშს. მიმაჩნია, რომ როდესაც ადამიანს ფსიქოლოგიურად გაცნობიერებული აქვს, რა უნდა, უფრო ადვილი ხდება შედეგის დადება. ძირითადად მომმართავენ ადამიანები, რომლებსაც სურთ წონის დაკლება, ან მომატება.

– ვისაუბროთ უშუალოდ თქვენს საქმიანობაზე. უდგენთ თუ არა კვების რაციონს და ვარჯიშის გეგმას, მაგალითად, რომელ დღეს უნდა შესრულდეს ფეხის ან წელის ვარჯიშები…?

– რა თქმა უნდა, დავამთავრე უნივერსიტეტი ფარმაციის განხრით, კვების კუთხითაც მაქვს განათლება მიღებული. ვადგენ ინდივიდუალურ კვების პროგრამას წონისა და სიმაღლის მიხედვით და ვარჯიშებსაც. დამწყებთათვის ძირითადად გვაქვს სამ დღიანი პროგრამა, მაგალითად, ზედატანის დღე, ქვედატანის დღე, ხოლო ვისაც წონაში დაკლება სურს, ერთი დღე გვაქვს კარდიო ვარჯიშები… მყავს სპორტსმენები, ვისაც ვამზადებ ნაკრებისთვის, შეჯიბრისთვის, მათ, რა თქმა უნდა, უფრო მეტი დატვირთვა აქვთ.

– ურჩევთ თუ არა საკვებ დანამატებს თქვენს მოსწავლეებს და არის თუ არა საზიანო ის ჯანმრთელობისთვის?

– ზოგადად ყველას ვურჩევ, რომ ჯერ მთლიანად ამოწურონ თავიანთი ორგანიზმის რესურსი, ხოლო როცა უკვე აღარ შეეძლებათ ან წონა გაეყინებათ, ან ვეღარ მოიმატებენ ამ შემთხვევაში აუცილებლად ვუნიშნავ… მაგრამ პირველი ეტაპზე, ჩემი აზრით, ორგანიზმი რომ არ გაზარმაცდეს, ბოლომდე უნდა ამოწურონ თავიანთი ორგანიზმის რესურსი. ვფიქრობ, რომ საკვებ დანამატებში არ არის ისეთი რამ, რაც მავნეა ჯანმრთელობისათვის, ყველაზე მთავარი კი გახლავთ წყლის ბალანსი!

როგორ უნდა ივარჯიშოთ, იკვებოთ და მიაღწიოთ სასურველ შედეგს - ექსკლუზიური ინტერვიუ პოპულარულ ფიტნეს ინსტრუქტორ თიკო ყაველაშვილთან

– წონის კლებისთვის უფრო ხშირად დიეტას ირჩევენ თვქენი მოსწავლეები თუ სწორ კვებას?

– პირველ რიგში, ჩემს მოსწავლეებს მოსვლის დღიდან ვესაუბრები, რათა მქონდეს გარკვეული წარმოდგენა. ბევრს უთქვამს, რომ დიეტა კარგი საშუალებაა კლებისთვის, თუმცა როდესაც ჩემთან მოდიან და მესაუბრებიან მომყვებიან სწორ კვებაში, შესაბამისად, შედეგიც არ აყოვნებს.

– საინტერესოა, როგორი უნდა იყოს კვების რაციონი და რისი მირთმევა არის მიზანშეწონილი დილის და საღამოს პერიოდში?

-ჩვენი კვება არის ძალიან მრავალფეროვანი, რადგან არ იყოს მოსაბეზრებელი… არ მივირთმევთ მხოლოდ ქათმის ფილეს. დილით ვიწყებთ ნოყიერი საუზმით, როგორებიცაა: შვრია, კვერცხი, ომლეტი, ბოსტნეული, წიწიბურა. მთავარია, შევამციროთ ცომეული და ტკბილეული, ტკბილი შეგვიძლია მივიღოთ ხილიდან, რომელიც არაუმეტეს 12 საათამდე უნდა მივირთვათ. რაც შეეხება შუადღის კვებას, უნდა იყოს რაციონში წვნიანი, ცილა, ჯანსაღი ცხიმი და ნახშირწყალი, ხოლო საღამოს კვება უნდა დასრულდეს 20:00 საათზე, რადგან დაძინებამდე 4 საათით ადრეა მიზანშეწონილი საკვების მიღება. ამ დროს ძირითადად ვუნიშნავ ადამიანებს ცილოვან საკვებს, მარტივ და მსუბუქ საკვებს…

როგორ უნდა ივარჯიშოთ, იკვებოთ და მიაღწიოთ სასურველ შედეგს - ექსკლუზიური ინტერვიუ პოპულარულ ფიტნეს ინსტრუქტორ თიკო ყაველაშვილთან

– კვირაში რამდენი დღეა განკუთვნილი ვარჯიშისთვის და რამდენი ხანი შეიძლება კუნთის დასვენება?

– როგორც აღვნიშნე, სამ დღეს ვვარჯიშობთ ხოლმე კვირაში. მთავარია, რომ ერთმანეთის მიყოლებით არ ვავარჯიშოთ ერთი და იგივე კუნთი, რადგან კუნთი ვერ აღწევს აღდგენას, რა დროსაც იწყება კატაბოლიზმი, ანუ კუნთის დაშლა, შესაბამისად, უარყოფით შედეგს ვიღებთ.

– მიგაჩნიათ თუ არა, რომ ვარჯიში, პირველ რიგში, არის დისციპლინა?

– რა თქმა უნდა, ვარჯიში, პირველ რიგში, არის დისციპლინა და თუ ეს არ აქვს ადამიანს, ვერაფერს შეძლებს… შესაძლოა დღეს და ხვალ ივარჯიშო, მაგრამ რამდენიმე ხნის შემდეგ აღარ მოგინდეს… ვარჯიში უნდა ვაქციოთ ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად, რის შემდეგაც თვითონ ორგანიზმი მოგვთხოვს ამას. მაგალითად, თუ ჩემს მოსწავლეებს ერთი დღე უცდებათ, აუცილებლად ვანაზღაურებთ ახლო მომავალში.

როგორ უნდა ივარჯიშოთ, იკვებოთ და მიაღწიოთ სასურველ შედეგს - ექსკლუზიური ინტერვიუ პოპულარულ ფიტნეს ინსტრუქტორ თიკო ყაველაშვილთან

– კალორიების რაოდენობის განსაზღვრით არის თუ არა შესაძლებელი წონის კლება?

– ჩემს მოსწავლეებს, რასაკვირველია, ვუდგენ კვებას და გამოთვლილი მაქვს კალორიები წონის, ასაკის, სიმაღლის და სქესის მიხედვით. პირადად მე ვარ 72 კილოგრამი და ჩემს წონაზე მისაღები კალორია გახლავთ 1300-1500 კალორია… დღეს უამრავი აპლიკაცია თუ პროგრამაა, რომელიც გამოგითვლით თქვენს დღიურ კალორიებს, თუკი ინსტურქტორი გყავთ, პირადად ის შეგიდგენთ და დაგაკვალიანებთ.

-შეიძლება თუ არა კვირაში ერთხელ ადამიანმა მოიწყოს განტვირთვის დღე და მიირთვას ე.წ. “Junk Food”?

– ყველას ვურჩევ, რომ ყოველ კვირა დღეს განიტვირთონ, რადგან ჩვეული რეჟიმიდან ამ ყველაფერზე გადასვლა არცთუ ისე მარტივია… ამიტომ ორგანიზმი რომ არ დაისტრესოს და უკუჩვენება არ მოგვცეს, ზოგჯერ საჭიროა კიდეც მივიღოთ არაჯანსაღი საკვები, მაგრამ საღამოს საათებში მაინც მოვერიდოთ ამას.

როგორ უნდა ივარჯიშოთ, იკვებოთ და მიაღწიოთ სასურველ შედეგს - ექსკლუზიური ინტერვიუ პოპულარულ ფიტნეს ინსტრუქტორ თიკო ყაველაშვილთან

– ხშირად მოგვისმენია ადამიანებისგან: „ორშაბათიდან დიეტას ვიწყებ“… არის თუ არა განსაზღვრული რომელიმე დღე ვარჯიშის დასაწყებად?

 რას ურჩევთ იმ ადამიანებს, ვისაც ფორმაში ჩადგომა სურს, თუმცა ვარჯიში და სწორი კვება არა?

-ამოვიგდოთ თავიდან დღეები, რადგან როგორც კი ის აზრი გაჩნდება ჩვენს თავში, რომ რაღაც არ მოგვწონს და გვინდა რაღაცის შეცვლა, დავიწყოთ მოქმედება, რაც შეიძლება მალევე და არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადავდოთ და დაველოდოთ დღეებს… არანაირი ორშაბათი ან კვირა არ არსებობს იმისთვის, რომ შევცვალოთ ის, რაც არ მოგვწონს.

ავტორი: მარიამ ბასილაძე

 

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSilamaze.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
შობა კოპენჰაგენში

შობა კოპენჰაგენში

30 October, 2024
როგორ შევაჩვიოთ ბავშვი თვითჩაძინებას

როგორ შევაჩვიოთ ბავშვი თვითჩაძინებას

ოქტომბერი 30, 2024
როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში

როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში

31 ოქტომბერი 2024
როგორ შევარჩიოთ საღებავის ფერი სახლში არსებული მასალის მიხედვით?

როგორ შევარჩიოთ საღებავის ფერი სახლში არსებული მასალის მიხედვით?

ოქტომბერი 30, 2024
თუ მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრები გაქვთ, ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ!

თუ მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრები გაქვთ, ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ!

ოქტომბერი 30, 2024
რაც მეტ ანგარიშს გაუწევ ხალხის შეხედულებებს, მეტად დაშორდები საკუთარ თავს – რას წერს მამა პეტრე კოლხი

რაც მეტ ანგარიშს გაუწევ ხალხის შეხედულებებს, მეტად დაშორდები საკუთარ თავს – რას წერს მამა პეტრე კოლხი

30 ოქტომბერი 2024
საქართველოს ავიაბაზარზე შვეიცარიული ავიაკომპანია Edelweiss-ი შემოდის

საქართველოს ავიაბაზარზე შვეიცარიული ავიაკომპანია Edelweiss-ი შემოდის

ოქტომბერი 30, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
მწვანე ლობიოს კონსერვი ზამთრისთვის

მწვანე ლობიოს კონსერვი ზამთრისთვის

ოქტომბერი 30, 2024
III კვარტალში საქართველომ ყველაზე მეტი, ნახევარ მილიონამდე ვიზიტორი რუსეთიდან მიიღო

III კვარტალში საქართველომ ყველაზე მეტი, ნახევარ მილიონამდე ვიზიტორი რუსეთიდან მიიღო

30 ოქტომბერი 2024
ავიაკომპანია Edelweiss ციურიხი-თბილისი-ციურიხის მიმართულებით ფრენებს იწყებს

ავიაკომპანია Edelweiss ციურიხი-თბილისი-ციურიხის მიმართულებით ფრენებს იწყებს

ოქტომბერი 31, 2024
Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

ოქტომბერი 16, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
spot_img

ბოლო სიახლეები