ორშაბათი, მარტი 31, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგირა არის საჭირო სრულყოფილი მაკიაჟისთვის

რა არის საჭირო სრულყოფილი მაკიაჟისთვის

ქალის სილამაზის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ატრიბუტი გახლავთ მაკიაჟი, თუმცა სწორი მაკიჟის გაკეთება და სახის ნაკვთების გამოყოფა არცთუ ისე მარტივია… შესაძლოა, ნაკლოვანებები დაფარვის ნაცვლად პირიქით – გამოკვეთოთ.

კარგი მაკიაჟისთვის რამდენიმე პროდუქტი არსებობს, რომელიც აუცილებელია ეტაპობრივად გადანაწილდეს სახეზე, რათა მიიღოთ სასურველი შედეგი.

  1. ეტაპი- პრაიმერი. ეს არის მაკიაჟის ბაზა, რომელიც ათანაბრებს კანის რელიეფს და ამზადებს მას შემდეგი ეტაპისთვის, პრაიმერის გამოყენების შემდეგ მაკიაჟი გაცილებით კარგად ჯდება სახეზე და არ ჩამოდის დიდი ხნის განმალობაში.
  2. ეტაპი-ტონალური.ტონალური კრემი ყველასთვის კარგად ნაცნობი პროდუქტია, რომლის გარეშეც არ წარმოგვიდგენია  მაკიაჟის  გაკეთება. კარგი ტონალური უნდა იყოს მსუბუქი, ჰქონდეს კარგი დაფარვა და გამოიყურებოდეს ბუნებრივად, ის აუცილებლად თქვენი კანის ფერის მიხედვით უნდა შეარჩიოთ, რათა კარგად დაჯდეს სახეზე ტონალური.
  • ეტაპი-კონსილერი.ნამდვილად შეუცვლელი პროდუქცია, ის სრულიად ფარავს სახეზე გაჩენილ ნაკლოვანებებს, მისი საშუალებით მარტივად დაფარავთ თვალის ქვემოთ გაჩენილ სიშავეებს, სახეზე მოულოდნელად გამოსულ მუწუკებს, პიგმენტურ ლაქებს, სიწითლეებს, გაფართოებულ ფორებს, წვრილ ნაოჭებს და სხვა დეფექტებს.
  1. ეტაპი-პუდრა.პუდრის გამოყენება მაკიაჟის ფიქსაციის, სახიდან ზედმეტი ბზინვარების დასაფარად და ტონის კორექციისთვის გამოიყენება. მისი წასმისას გირჩევთ გამოიყენოთ სპეციალური პუდრის ფუნჯი რათა კარგად გადანაწილდეს სახეზე.
  2. ეტაპი-რუმიანა.ნებისმიერი მაკიაჟის საბაზისო ნაწილია რუმიანა, ის აუცილებლად უნდა იყოს თქვენს ჩანთში. მისი დახმარებით სახე იღებს მეტად ნათელ და ჯანსაღ იერს. რუმიანას გამოყენება ასევე შესაძლებელია სახის კონტურინგისთვის.
  3. ეტაპი-ჰაილაითერი.ბოლო წლები ყველაზე პოპულარული ‘ბიუთი პროდუქტი“, მისი დახმარებით შეგვიძლია სახის იმ ადგილებში ამონათება, რომელთა ხაზგასმაც გვსურს. ყველაზე ხშირად ქალბატონები ყვრიმალებზე ცხვირის ზედაპირზე და ზედა ტუჩის შუა ნაწილში ისვამენ.
  • ეტაპი-თვალის ჩრდილების პალიტრა.ისევე როგორც ბევრ კოსმეტიკურ საშუალებას, ჩრდილებსაც აქვთ თავისი ნაირსახეობები,ისინი გვხვდება როგორც მბზინავი, მქრალი, ზეთოვანი, მინერალური და ფანქრის ფორმის. თვალის ჩრდილები აუცილებლად უნდა იყოს  თქვენს ჩანთაში.
  • ეტაპი-ლაინერი.ბევრი გოგონასთვის ლაინერის წასმა არც ისე სასიამოვნო პროცესია, მაგრამ ჩვენ ყველამ ვიცით რომ წვალება ამად ღირს და თუ ძალიან გეჩქარება და გსურს თავდაჯერებულად გამოიყურებოდე, უბრალოდ წაისვი ლაინერი და შეუდექი საქმეს.
  1. ეტაპი- ტუში.გრძელი და ხშირი წამწამები ყველა ქალის ოცნებაა. გრძელი წამწამები ჩვენს მაკიაჟს განსაკუთრებულ ეფექტს სძენს. ამისათვის ჩვენი კოსმეტიკის ჩანთაში აუცილებლად უნდა მოიძებნებოდეს ხარისხიანი ტუში. ასევე ტუშები შეგიძლიათ სხვადასხვა ფერის წაისვათ და შეუხამოთ თქვენს მაკიაჟს.
  2. ეტაპი-ტუჩსაცხი.აუცილებლად რამდენიმე ფერის და სტრუქტურის ტუჩსაცხი უნდა გვქონდეს, მათ შორის აუცილებლად უნდა იყოს წითელი, ხორცისფერი, გლუვი და მბზინავი. ტუჩსაცხი აუცილებელი პროდუქტია რათა ჩვენი მაკიაჟი დასრულებული გამოვიდეს.
READ  „პასუხისმგებლობას ყველა გაურბის … ვინ აგო პასუხი კოვიდისაგან გარდაცვლილ 3000 თანამოქალაქეზე…“

ყველა ეს ეტაპი დაგეხმარებათ თავი იგრძნოთ ლამაზად და სრულყოფილად.ნუ გაიკეთებთ ყოველდღიურად მძიმე მაკიაჟს, ეცადეთ მსუბუქად გაიკეთოთ და მხოლოდ განსაკუთრებულ საღამოებზე დატვირთოთ თქვენი კანი მძიმე მაკიაჟით.

წყარო: https://ebg.ge/blog/

 

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSilamaze.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
რჩევები ტაჯიკეთში მოგზაურობამდე

რჩევები ტაჯიკეთში მოგზაურობამდე

27 March, 2025
ჰერპესის ვირუსი ტვინში უფრო მარტივად აღწევს, ვიდრე აქამდე ვიფიქრებდით!

ჰერპესის ვირუსი ტვინში უფრო მარტივად აღწევს, ვიდრე აქამდე ვიფიქრებდით!

მარტი 28, 2025
სინოპტიკოსების გაფრთხილება ამინდის შესახებ

სინოპტიკოსების გაფრთხილება ამინდის შესახებ

31 მარტი 2025
სწორი პოზიცია ლეპტოპთან მუშაობისას – რჩევა საქართველოს ერგონომიკის ასოციაციისგან

სწორი პოზიცია ლეპტოპთან მუშაობისას – რჩევა საქართველოს ერგონომიკის ასოციაციისგან

მარტი 31, 2025
29-30 მარტს საქართველოს ზოგიერთ, ხოლო 31 მარტს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი

29-30 მარტს საქართველოს ზოგიერთ, ხოლო 31 მარტს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი

მარტი 28, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
თბილისის ფუნიკულიორი 120 წლისაა

თბილისის ფუნიკულიორი 120 წლისაა

მარტი 27, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
გგონია, უბრალოდ ჭარბად ჭამ? ეს შეიძლება კვებითი აშლილობა იყოს!

გგონია, უბრალოდ ჭარბად ჭამ? ეს შეიძლება კვებითი აშლილობა იყოს!

მარტი 30, 2025
რჩევები, რომლებიც საზღვარგარეთ სწავლის დაწყებამდე გამოგადგებათ

რჩევები, რომლებიც საზღვარგარეთ სწავლის დაწყებამდე გამოგადგებათ

29 მარტი 2025
ბესიკის ქუჩა – ძველი სახლები, პოეტის სახელი და თბილისის სული ერთ სივრცეში

ბესიკის ქუჩა – ძველი სახლები, პოეტის სახელი და თბილისის სული ერთ სივრცეში

მარტი 30, 2025
მინის ალტერნატივა, რომელიც პლასტმასს ჩაანაცვლებს — გამჭვირვალე ხე ბიომასალით

მინის ალტერნატივა, რომელიც პლასტმასს ჩაანაცვლებს — გამჭვირვალე ხე ბიომასალით

მარტი 30, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
spot_img

ბოლო სიახლეები