აივ ინფექციის ტესტირება და პრევენცია ქალების ჯანმრთელობისთვის საქართველოში

წელს საქართველოში აივ ინფიცირების 393 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ირინა დათაშვილი
ირინა დათაშვილი - მთავარი რედაქტორი
2 წუთიანი წაკითხვა
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

მიმდინარე წელს საქართველოში აივ ინფიცირების 393 შემთხვევა გამოვლინდა.

ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ინფორმაციით, 2023 წლის 22 აგვისტოს მონაცემებით დაფიქსირებულია – 393 ახალი შემთხვევა. შარშან შესაბამის პერიოდში გამოვლინდა 394 ახალი შემთხვევა.
სულ ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში რეგისტრირებულია 10 170 აივ ინფიცირებული პირი. მათ შორის 7 604 მამაკაცია და 2 566 ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი 4 985 პაციენტს განუვითარდა. 2 156 პაციენტი გარდაიცვალა.

31 ივლისის მონაცემებით, არვ (ანტი რეტრო ვირუსულ) მკურნალობას 6284 (5558 + 676 აფხაზეთი) პაციენტი იტარებს. მათ შორის 41 (32 + 9 (აფხაზი ბავშვი)) – ბავშვია.

რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია: 32.6 % (3313) – ნარკოტიკების ინიექციური მომხმარებელია; 51.4 % (5228) – დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად; 13.3 % (1352) – მამაკაცები რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან; 1.2 % (121) – დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით; 0.4 % (41) – სისხლის რეციპიენტია; 1.1 % (115) – გადაცემის გზა დაუდგენელია;

- Advertisement -
Ad imageAd image

აივ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში (3 830 შემთხვევა, მათგან 100 უცხოეთის მოქალაქეა, 2 დაუდგენელი); სამეგრელოში (1 301); შემდეგ იმერეთში (1 227); აჭარაში (1 211); აფხაზეთში (556); კახეთში (498); ქვემო ქართლში.

2023 წელს დარეგისტრირდა – 96 აივ ინფიცირებულის გარდაცვალების შემთხვევა. 2022 წელს – 139 2021წ -144, 2020 წ – 157, 2019წ – 116, 2018წ. – 135, 2017წ. – 127, 2016წ. – 168, 2015წ. – 94, 2014წ. – 84 პირი.

2023 წელს 96 გარდაცვლილთაგან: 75 მამაკაცია და 22 ქალი. სულ საქართველოში გამოვლენილია 129 აივ ინფიცირებული ბავშვი. მათ შორის 76 – ვაჟი, 53 – გოგონა. 32 გარდაიცვალა. 3 ქვეყნიდან გავიდა.

 

#datashvil

- Advertisement -
Ad imageAd image

SheniEkimi.ge

სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2023). წელს საქართველოში აივ ინფიცირების 393 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 7 ნოემბერი, 2023. https://shenisilamaze.ge/tsels-saqarthveloshi-aiv-inphitsirebis-393-akhali-shemthkhveva-gamovlinda/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2023 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
READ  შილაკი თუ გელ-ლაქი - რომელი ტერმინია სწორი
გაუზიარეთ ეს სტატია
მთავარი რედაქტორი
მთავარი რედაქტორი — ქალის ჯანმრთელობა და სიახლეები. აშუქებს ჰორმონულ ჯანმრთელობას, ორსულობასა და პროფილაქტიკას, ინტერვიუებს ექიმებთან და ინდუსტრიის სიახლეებს.
კომენტარები ჯერ არ არის