ეთერზეთების ბოთლები თმის ზრდისთვის - ლავანდა, როზმარინი, ჭაის ხე

ეთერზეთები თმის ზრდისთვის

თაკო ფხაკაძე
თაკო ფხაკაძე - სილამაზის რედაქტორი
1 წუთიანი წაკითხვა
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

ეთერზეთები მცენარეებისგან მიიღება მათი დისტილაციის ან აორთქლების გზით. ისინი უმთავრესად არომატულობის წყალობითაა ცნობილი, მაგრამ ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ბევრ ნივთიერებასაც შეიცავს.მის გაჯანსაღების უნარი მათი ერთ-ერთი სასარგებლო თვისებაა. სხვადასხვა ეთერზეთს სხვადასხვა ეფექტის მოხდენა შეუძლია თმაზე, ზრდით დაწყებული, ბზინვარებისა და ძალის მინიჭებით დამთავრებული.

რომელი ეთერზეთები გამოგადგებათ თმის ზრდისთვის?

ლავანდის ეთერზეთი აჩქარებს თმის ზრდას. ამასთან, აქვს ანტიმიკრობული და ანტიბაქტერიული თვისებებიც, რითაც ხელს უწყობს თავის კანის გაჯანსაღებას.

- Advertisement -
Ad imageAd image

შეურიეთ რამდენიმე წვეთი ლავანდის ეთერზეთი სამ სუფრის კოვზ ზეითუნის ან ქოქოსის ზეთს და წაისვით თავის კანზე. ათი წუთის შემდეგ შამპუნით ჩამოიბანეთ. ამ პროცედურის ჩატარება კვირაში 2-3-ჯერ შეიძლება. შედეგად ჯანსაღ თავის კანს და სწრაფად მზარდ ჯანსაღ თმას მიიღებთ (თუ რაიმე პრობლემა არ გაქვთ, რომელსაც მხოლოდ ლავანდის ეთერზეთი ვერ მოაგვარებს).

თუ თქვენი მიზანი თმის გასქელება და ზრდის დაჩქარებაა, როზმარინის ეთერზეთი ფასდაუდებელ დახმარებას გაგიწევთ უჯრედთა ზრდის ხელშემწყობი თვისებების გამო.ცდებმა აჩვენა, რომ როზმარინის ეთერზეთს იგივე მოქმედება აქვს, რაც მინოქსიდილს, რომელიც თმის ზრდის ხელშემწყობი ცნობილი საშუალებაა, ოღონდ როზმარინის ექსტრაქტი არ იწვევს თავის კანის ქავილს და სხვა გვერდითი მოვლენებიც ნაკლებად აქვს გამოხატული.

ჩაის ხის ეთერზეთს ძლიერი გამწმენდი, ანტიბაქტერიული და ანტიმიკრობული თვისებები აქვს. გარდა ამისა, ის ხელს უშლის თმის ღერების შეწებებას და ვარცხნას აადვილებს.ჩაის ხის ეთერზეთი ფართოდ გამოიყენება ქერტლის საწინააღმდეგოდაც.

- Advertisement -
Ad imageAd image

წყარო: https://www.aversi.ge/

სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2024). ეთერზეთები თმის ზრდისთვის. 23 თებერვალი, 2024. https://shenisilamaze.ge/%e1%83%94%e1%83%97%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%96%e1%83%94%e1%83%97%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98-%e1%83%97%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%96%e1%83%a0%e1%83%93%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%97%e1%83%95%e1%83%98/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2024 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
READ  საერთაშორისო სამედიცინო აკრედიტაცია და კოსმეტიკური მედიცინა: რისი ცოდნაა საჭირო
გაუზიარეთ ეს სტატია
სილამაზის რედაქტორი
სილამაზის რედაქტორი — კანის მოვლა და ესთეტიკური მედიცინა. წერს კანის ტიპებზე, აკნესა და პიგმენტაციაზე, კოსმეტიკურ პროცედურებსა და ანტი-ეიჯინგზე დერმატოლოგების რჩევებით.
კომენტარები ჯერ არ არის