ოთხშაბათი, აპრილი 2, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგიროგორ ვებრძოლოთ ნაოჭებს

როგორ ვებრძოლოთ ნაოჭებს

დინამიკური ნაოჭები ჩნდება მიმიკური კუნთების რეგულარული შეკუმშვის შედეგად. მათ “მიმიკურ” ნაოჭებსაც უწოდებენ. იმ უბნებში, სადაც კუნთების მომატებული მოძრაობაა, მიმიკური აქტივობისასწარმოქმნილი კანის ნაკეცები სრულად ვეღარ სწორდება და უკვე 20 წლის ასაკისთვისწარმოიქმნება დინამიკური ნაოჭები.

ყველაზე ხშირად პირველი მიმიკური ნაოჭები შუბლზე ჩნდება, მოგვიანებით – თვალის გარეთაკუთხეებში. დაახლოებით 30 წლის ასაკისთვის ფორმირდება ნაოჭები ზედა ქუთუთოებზეც.

მათი გაჩენა განპირობებულია კანის დაბერების როგორც ბუნებრივი, ასევე ხელოვნური პროცესით(მოწევით, ულტრაიისფერი სხივებითა და გარემოს სხვა უარყოფითი ფაქტორებით გამოწვეული).კანის დაბერებისას მასში ნელდება სისხლის მიმოქცევა, მცირდება კოლაგენის, ელასტინის,ჰიალურონის მჟავას შემცველობა, რაც აქვეითებს კანის ელასტიკურობას და ადუნებს მას.

ნაოჭების კორექციის უამრავი მეთოდი არსებობს, ესენია:

 კონტურული პლასტიკა – უნივერსალური მეთოდია, სხვადასხვა სიმკვრივის გელის გამოყენებით შესაძლებელია ზედაპირული და ღრმა ნაოჭების მოშორება.

ბოტოქსი და დისპორტი – მათი შეყვანა დინამიკურ ნაოჭებთან ბრძოლის ძირითადი მეთოდია. ისინი დროებით თრგუნავენ მიმიკური ნაოჭების აქტივობას და ზემოქმედებენ მათი აღმოცენების მიზეზზე.

RF-ლიფტინგი გადაჭიმვის ეფექტს უზრუნველყოფს, კანის ფართობი მცირდება, რაც განსაკუთრებით გამოხატულია კისრისა და ნიკაპის ასაკობრივი ნაოჭებისას.

ზედაპირული პილინგი – აჩქარებს ეპიდერმისის უჯრედების განახლების პროცესს. ის ნაოჭების გაჩენის პროფილაქტიკაა. მისი გამოყენებისას თანაბრდება კანის მიკრორელიეფი, სწორდება წვრილი ნაოჭები.

საშუალო პილინგი უფრო ღრმად მოქმედებს. მისი საშუალებით შესაძლებელია საშუალო-ღრმა ნაოჭების მოშორება და პარალელურად, სხვა მრავალი ესთეტიკური პრობლემის გადაჭრა.

LPG-მასაჟი სახის ქსოვილების სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს, კუნთებს ტონუსს უბრუნებს (რაც ძალიან მნიშვნელოვანია გრავიტაციული ნაოჭებისას), ააქტიურებს “ახალგაზრდობის უჯრედებს” – ფიბრობლასტებს, რომლებიც კოლაგენისა და ელასტინის გამომუშავებას აძლიერებენ.

ბიორევიტალიზაცია – კანის მიერ ტენის დაკარგვა ნაოჭების წარმოქმნის პირველი ფაქტორია. მისი საშუალებით არა მარტო ნაოჭების გაჩენას შეიძლება აღვუდგეთ წინ, არამედ უკვე არსებული ზედაპირული ნაოჭებიც მოვიშოროთ.

მეზოთერაპია კანისთვის საჭირო ნივთიერებების შეყვანის შესაძლებლობაა. იგი ნაოჭების სამკურნალო მეთოდი არაა, ის ეფექტური პროფილაქტიკაა. კოსმეტოლოგს შეუძლია ინდივიდუალურად შეარჩიოს პრეპარატის შემადგენლობა.

READ  „რომელი ვაქცინა ჯობს?!“ – გიორგი ფხაკაძე

ტრედლიფტინგი 3D – მეზოძაფები – კანქვეშ ძაფების შეყვანა კანის გადაჭიმვის ეფექტის მიღებას უზრუნველყოფს და ასწორებს ნაოჭებს კანის დამჭერი შინაგანი კარკასის შექმნით.

გახსოვდეთ, არ შეუქმნათ ხელოვნურად თქვენს კანს ნაოჭების გაჩენის საშუალება.დაიტენიანეთ კანი მუდმივად, გაიწმინდეთ სახე ყოველდღიურად და აუცილებლად წაისვით მზისგან დამცავი.

წყარო: https://mkurnali.ge/

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSilamaze.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
მესტრე: მშვიდი იტალიური ქალაქი ვენეციის ქაოსს მიღმა

მესტრე: მშვიდი იტალიური ქალაქი ვენეციის ქაოსს მიღმა

1 April, 2025
ფილტვის კიბოს იმუნოთერაპიული მკურნალობა „კონსილიუმ მედულაში“

ფილტვის კიბოს იმუნოთერაპიული მკურნალობა „კონსილიუმ მედულაში“

აპრილი 1, 2025
„ცხრა წელი ვიცხოვრეთ ერთად და მიღალატა… მეორედ სხვის ჯინაზე გავთხოვდი – ნინო კობერიძე

„ცხრა წელი ვიცხოვრეთ ერთად და მიღალატა… მეორედ სხვის ჯინაზე გავთხოვდი – ნინო კობერიძე

1 აპრილი 2025
პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

აპრილი 1, 2025
სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს – „გამოვლინდა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი“

სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს – „გამოვლინდა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი“

აპრილი 1, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
თბილისში ორი ახალი მეტროსადგურის მშენებლობა იგეგმება

თბილისში ორი ახალი მეტროსადგურის მშენებლობა იგეგმება

აპრილი 1, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ამ შეცდომას სააღდგომო კვერცხის შეღებვისას თითქმის ყველა უშვებს! 🥚🚫

ამ შეცდომას სააღდგომო კვერცხის შეღებვისას თითქმის ყველა უშვებს! 🥚🚫

აპრილი 1, 2025

ქართველი ემიგრანტების წარმატების ისტორიები: მსოფლიო ასპარეზზე გაბრწყინება

1 აპრილი 2025
მეტეხის ხიდიდან მთაწმინდამდე – თბილისის ისტორია ფეხით

მეტეხის ხიდიდან მთაწმინდამდე – თბილისის ისტორია ფეხით

აპრილი 1, 2025
ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

მარტი 31, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
spot_img

ბოლო სიახლეები