შაბათი, ოქტომბერი 26, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგიჰირსუტიზმი ანუ ჭარბთმიანობა

ჰირსუტიზმი ანუ ჭარბთმიანობა

ჰირსუტიზმი გვხვდება რეპროდუქციული ასაკის (15-დან 49 წლამდე) პოპულაციის 5-10%-ში. ესპრობლემა ასევე ხშირია პუბერტატული (გარდატეხის) ასაკის გოგონებში.ჰირსუტიზმის გამომწვევიმიზეზი, შეიძლება, სხვადასხვა ენდოკრინული დარღვევა იყოს. ყველაზე ხშირი მიზეზი კიპოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომია.

ჭარბთმიანობასთან დაკავშირებული დისკოფორტის გამო, პაციენტები მისი მოცილების სხვადასხვამეთოდს მიმართავენ: გაპარსვა, დეპილაციური კრემები, ელექტროლიზი, ლაზერული ეპილაცია.

ჯანსაღი წონის შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია, ის ეხმარება ინსულინრეზისტენტობის დაჰირსუტიზმით გამოწვეული ჰორმონალური დისბალანსის შემცირებაში.

ჭარბი წონის დროს არცთუ იშვიათად შეინიშნება ინსულინრეზისტენტობა / ჰიპერინსულინემია, ხოლო ინსულინის დონის მატება იწვევს  ტესტოსტერონის (ერთ-ერთი მთავარი ანდროგენის) სინთეზის გაძლიერებას.

წონის კორექცია ერთ-ერთ უმთავრეს როლს ასრულებს ჰირსუტიზმის მკურნალობაში.

შემთხვევათა უმრავლესობაში, წონის კორექციასთან ერთად, საჭიროა ინსულინრეზისტენტობისსაწინააღმდეგო და ანტიანდროგენული თერაპიაც, რაც წარმატებული მკურნალობის წინაპირობაა.

დაბალანსებულმა დიეტამ შეიძლება ხელი შეუწყოს ჰორმონალურ ბალანსს, თუმცა არამონოთერაპიის სახით.

ჰირსუტიზმის მკურნალობა უნდა იყოს მორგებული ინდივიდუალურ საჭიროებებზე და უნდაუხელმძღვანელოს ექიმმა, რომელსაც შეუძლია განსაზღვროს გამომწვევი მიზეზი და დანიშნოსშესაბამისი თერაპია. მკურნალობის სახე შეიძლება მოიცავდეს მეთოდების კომბინაციას საუკეთესოშედეგის მისაღწევად. აუცილებელია საფუძვლიანი შეფასება და მკურნალობის ვარიანტებისგანხილვა ექიმთან.

წყარო: https://aversiclinic.ge/

#drpkhakadze  #shenisilamaze  #gochadze 

მასალის გამოყენების პირობები

author avatar
SheniSilamaze.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

23 October, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
spot_img

ბოლო სიახლეები