მიცელარული წყალი საკმაოდ მჭიდრო ადგილს იკავებს ყველა ქალბატონის ყოველდღიურ რუტინასადა კოსმეტიკაში. მისი მეშვეობით მარტივად შესაძლებელია მაკიაჟის მოცილება და კანისგაწმენდა.
იმისათვის, რომ სწორად შეარჩიოთ მიცელარული წყალი, უნდა გაითვალისწინოთ მარტივიწესები:
- არ დატოვოთ მიცელარული წყალი სახეზე. ის შეიცავს ისეთ ნივთიერებებს, რომლებსაცშეუძლია კანის გამოშრობა და დისკომფორტის გამოწვევა. რაში გჭირდებათ ეს?
- არ გამოიყენოთ ტონიკის ნაცვლად! მიცელარული წყალი – ეს არის გაწმენდის მხოლოდპირველი ეტაპი, რომელიც კოსმეტიკას მარტივად ჩამორეცხავს, ცხიმოვან საფარველსმოგაცილებთ და მთელი დღის განმავლობაში სახეზე დაგროვილ მტვრის ნაწილაკებსა დაჭუჭყს მარტივად გაუმკლავდება.
- არ მოახდინოთ თვალის მიდამოზე ძლიერი ზეწოლა, არ გაწელოთ კანი, ვინაიდან თვალისგარშემო ნაზი და თხელი კანია, შესაბამისად, მარტივად ექვემდებარება დაზიანებას.
- ჩამოიბანეთ! უმჯობესია სახლის ტემპერატურის წყლით, იმიტომ, რომ ცივი წყალისისხლძარღვების სპაზმს იწვევს, ხოლო ცხელი ადუნებს. უმჯობესია შეარჩიოთ თქვენთვისკომფორტული რეჟიმი.
- ბამბის დისკი რამდენიმე წამით გაიჩერეთ მაკიაჟის მოსაცილებელ ნაწილზე, შემდგომ ნელიმოძრაობით ჩამოირეცხეთ. ეს მეთოდი ტუშზეც, ტუჩსაცხზეც ეფექტურად მოქმედებს.მთავარია, არ დაინანოთ საშუალება.
- თუკი იყენებთ წყალგამძლე საშუალებებს, მაშინ მიცერალურზე აუცილებლად ნახეთშესაფერისი აღმნიშვნელი ნიშანი, რომელიც წყალგამძლე საშუალებებს უფრო მარტივადგაუმკლავდება, ვიდრე ჩვეულებრივი მიცელარული წყალი.
წყარო: https://marao.ge/
#drpkhakadze #shenisilamaze #gochadze
მასალის გამოყენების პირობები