პარასკევი, მარტი 28, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიUncategorizedრა გვერდითი მოვლენები შეიძლება გამოიწვიოს ყურის გახვრეტამ?

რა გვერდითი მოვლენები შეიძლება გამოიწვიოს ყურის გახვრეტამ?

თანამედროვე კულტურის აქტუალურ ტენდენციად იქცა მცირეწლოვანი ბავშვებისა და ახალშობილებისთვის ყურის გახვრეტა. მოდი, გავიგოთ, უსაფრთხოა თუ არა ეს პრაქტიკა, რა რისკი ახლავს მას, რა უნდა გავითვალისწინოთ და  როგორ მოვუაროთ ჭრილობას.

თუ შვილისთვის ყურის გახვრეტა გადაწყვიტეთ, გაითვალისწინეთ, რომ ბავშვები უფროსებზე გაცილებით მგრძნობიარეები არიან და მეტი ყურადღებით მოეკიდეთ თითოეულ დეტალს.

  • ყურის გახვრეტას შესაძლოა მოჰყვეს:

  • ნახვრეტის ბაქტერიული დაინფიცირება;

  • ორგანიზმში საშიში ინფექციის (ტეტანუსი, შიდსი, ჰეპატიტის ვირუსი და სხვა) შეჭრა;

  • სისხლდენა (ზოგიერთ შემთხვევაში – საკმაოდ უხვიც);

  • ალერგიული რეაქცია (ლითონზე, რომლისგანაც დამზადებულია საყურე);

  • ნერვის დაზიანება (მაგალითად, გახვრეტილ ადგილას მგრძნობელობის დაკარგვა);

  • კელოიდის (სქელი ნაწიბურის) წარმოქმნა.

ინფექცია და მისი თავიდან აცილება

ყურების გასახვრეტად უნდა მივმართოთ გამოცდილ სპეციალისტს. ნახვრეტის ინფიცირების თავიდან ასაცილებლად ყურის გასახვრეტად განკუთვნილი თითოეული იარაღი სრულყოფილად უნდა იყოს დეზინფიცირებული და სტერილიზებული, ხოლო პირს, რომელიც პროცედურას ატარებს, საგულდაგულოდ ჰქონდეს დაბანილი ხელები და ეცვას სტერილური ქირურგიული ხელთათმანები. გარდა ამისა, აუცილებელია ყურისა და საყურეების წინასწარი დამუშავება სადეზინფექციო საშუალებით. უმჯობესია, გამოვიყენოთ სტერილური, ინდივიდუალურად შეფუთული საყურეები, რომლებსაც ჩვენ თვალწინ გახსნიან. დეზინფექცია შეიძლება ჩატარდეს სამედიცინო სპირტითაც, მაგრამ ვინაიდან ბავშვის კანი ძალზე მგრძნობიარეა, წყალბადის ზეჟანგის გამოყენება ჯობს.

არავითარ შემთხვევაში არ გაუხვრიტოთ ყური შვილს დიფტერია-ყივანახველა-ტეტანუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციამდე, ვინაიდან ყურის გახვრეტისას მაღალია ტეტანუსით ინფიცირების რისკი.

საყურის შერჩევისას აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ორი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი:

  • ლითონი, რომლისგანაც დამზადებულია საყურე;

  • საყურის ფორმა.

ყურის ბიბილოზე არსებული ნახვრეტის მორჩენას დაახლოებით 6-8 კვირა სჭირდება, ხრტილის ნახვრეტის მოშუშება კი შესაძლოა 4 თვიდან 1 წლამდე გაგრძელდეს. ამ ხნის განმავლობაში აუცილებელია, ნახვრეტი და მის გარშემო არსებული არე დღეში ერთხელ მაინც გაიწმინდოს სპირტით ან  წყალბადის ზეჟანგით. შეიძლება ფიზიოლოგიური ხსნარით გაწმენდაც. გაწმენდის წინ საგულდაგულოდ დაიბანეთ ხელები. მაქსიმალურად ეცადეთ, ბავშვმა ხელი არ შეახოს ახალგახვრეტილ ყურებს, რათა ჭრილობის უნებლიე დაბინძურება თავიდან აიცილოთ.

READ  Netflix-ის ყველაზე ნახვადი შოუს SQUID GAME-ის მეორე სეზონი 2024 წლის ბოლომდე გამოვა

წყარო: https://www.aversi.ge/

#drpkhakadze  #shenisilamaze  #gochadze 

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSilamaze.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
რჩევები ტაჯიკეთში მოგზაურობამდე

რჩევები ტაჯიკეთში მოგზაურობამდე

27 March, 2025
როგორია არტერიული წნევის გაზომვის სწორი ტექნიკა

როგორია არტერიული წნევის გაზომვის სწორი ტექნიკა

მარტი 27, 2025
UNIKO აკადემიის ინოვაციური მიდგომა განათლებაში – ამერიკული და ბრიტანული  გამოცდილება ქართველ ახალგაზრდებს

UNIKO აკადემიის ინოვაციური მიდგომა განათლებაში – ამერიკული და ბრიტანული  გამოცდილება ქართველ ახალგაზრდებს

27 მარტი 2025
იცოდით, რომ ინტერიერის ფერები გავლენას ახდენს თქვენს მადაზე? – ჩვენ “დიდ საიდუმლოს” გაგიმხელთ

იცოდით, რომ ინტერიერის ფერები გავლენას ახდენს თქვენს მადაზე? – ჩვენ “დიდ საიდუმლოს” გაგიმხელთ

მარტი 27, 2025
თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, თხილის კადასტრში ბაღების რეგისტრაციის ვადა 30 აპრილის ჩათვლით გაგრძელდა

თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, თხილის კადასტრში ბაღების რეგისტრაციის ვადა 30 აპრილის ჩათვლით გაგრძელდა

მარტი 27, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
თბილისის ფუნიკულიორი 120 წლისაა

თბილისის ფუნიკულიორი 120 წლისაა

მარტი 27, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
რასთან ერთად არის დაუშვებელი თევზის მირთმევა?

რასთან ერთად არის დაუშვებელი თევზის მირთმევა?

მარტი 27, 2025
12 რამ, რაც ფრენის წინ არ უნდა გააკეთოთ

12 რამ, რაც ფრენის წინ არ უნდა გააკეთოთ

27 მარტი 2025
თბილისის საერთაშორისო აეროპორტს ახალი მიმართულება ემატება

თბილისის საერთაშორისო აეროპორტს ახალი მიმართულება ემატება

მარტი 27, 2025
რა როლი აქვს ტექნოლოგიებს ქართულ სტარტაპებში

რა როლი აქვს ტექნოლოგიებს ქართულ სტარტაპებში

მარტი 27, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
spot_img

ბოლო სიახლეები