სამშაბათი, ივნისი 24, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიUncategorizedპილატესი: უპირატესობები და შედეგი

პილატესი: უპირატესობები და შედეგი

რა არის პილატესი?

პილატესი არის ფიზიკური ვარჯიშების სისტემა, რომელიც შექმნილია, კუნთოვანი დისბალანსის გამოსწორებით, სხეულის პოტენციალის გასაძლიერებლად.

პილატესის ვარჯიშები, სუნთქვის ვარჯიშებთანერთად, ამუშავებს სხეულის ყველა კუნთს. პილატესში ჩართული თითოეული ვარჯიში, მოძრაობისა და მოქნილობის ბალანსით იცავს სხეულის სტრუქტურას.

პილატესი უამრავ უპირატესობას გთავაზობთ. მისი მეშვეობით ძლიერი სხეულის შენარჩუნება ხელს უწყობს წელის ტკივილის შემსუბუქებას, აუმჯობესებს წონასწორობას და ამცირებს დაცემის რისკს.

ამას გარდა, დადასტურებულია, რომ პილატესი აუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს, და მათ შორის,პოზიტიურ გავლენას ახდენს დეპრესიასა და შფოთვაზე.

 

პილატესის უპირატესობები

პილატესის ვარჯიშებს უამრავი სარგებელი მოაქვს ადამიანების ფართო სპექტრისთვის. მას შეიძლება ჰქონდეს სარეაბილიტაციო მნიშნელობა, დაეხმაროს ადამიანს დაზიანებებითავიდან აცილებაში. ამასთან, იგი შესანიშნავი სხეულის სავარჯიშოასპორტსმენებისთვის.

 

პილატესის შედეგი:

სხეულის მდგომარეობის გაუმჯობესება
გაუმჯობესებული ბალანსი
მობილურობისა და მოქნილობის გაზრდა
კუნთების გამძლეობის გაზრდა
სტრესის დონის შემცირება

მნიშვნელოვანი მოსაზრებები

ამ სავარჯიშოებიდან მაქსიმალური სარგებლობის მისაღებად, მნიშვნელოვანია ნელი და ზომიერი ტემპით მუშაობა. შეეცადეთ აკონტროლოთ და არშეიკავოთ სუნთქვა.

თუ ორსულობის ან მშბიარობის შემდგომი პერიოდის გამო გტკივათ ზურგი ან გარკვეული ტრავმებისგან ინკურნებით, პილატესის ზოგიერთი ვარჯიში არ არის თქვენთვის რეკომენდირებული.

პილატესის მრავალი ნიუანსის გათვალისწინებით, საუკეთესო ვარიანტია კვალიფიციურ ინსტრუქტორთან მუშაობა, რომელიც აფასებს კონკრეტულ სავარჯიშოებს, რათა მოარგოს ისინი თქვენსაჭიროებებსა და მიზნებს.

ახალი სავარჯიშო პროგრამის დაწყებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

 

წყარო

 

#drpkhakadze  #shenisilamaze  #gochadze 

author avatar
SheniSilamaze.ge
#drpkhakadze
READ  D ვიტამინი – უნდა მივიღოთ თუ არა დამატებით? რას გვეუბნება თანამედროვე მეცნიერება?
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

spot_img

ბოლო სიახლეები