ოთხშაბათი, ნოემბერი 27, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიინტერვიუ"აუცილებელია ჩვენს კანზე დაკვირვება"- ექსკლუზიური ინტერვიუ Beauty Influencer და Makeap Artist თინა...

“აუცილებელია ჩვენს კანზე დაკვირვება”- ექსკლუზიური ინტერვიუ Beauty Influencer და Makeap Artist თინა ყაჭეიშვილთან ✨️

shenisilamaze.ge გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს Beauty Influencer და Makeap Artist თინა ყაჭეიშვილთან ✨️

"აუცილებელია ჩვენს კანზე დაკვირვება"- ექსკლუზიური ინტერვიუ Beauty Influencer და Makeap Artist თინა ყაჭეიშვილთან ✨️

✨️მოგესალმებით, საზოგადოება გიცნობთ, როგორც makeap artist… ვინ არის თინა ყაჭეიშვილი? – გაგვეცნით…

✨️ გამარჯობა, მე ვარ  Beauty Influencer და ვიზაჟისტი ოთხ წლიანი გამოცდილებით. ვმართავ როგორც საკუთარ სოც-ქსელებს, ასევე ბიზნეს სოც-ქსელებს, და ვეხმარები მათ განვითარებაში…

✨️ რატომ გადაწყვიტეთ, გამხდარიყავით ვიზაჟისტი და ბლოგერი…

✨️ პროფესიით, იურისტი ვარ და ბევრი წლის მანძილზე უამრავ სფეროში მიცდია ბედი, თუმცა ჩემი თავი ვერსად ვიპოვე. ბავშვობიდან ვხატავდი, ვკერავდი, ვქმნიდი ხელნაკეთ აქსესუარებს, საკუთერი სამკერვალო ატელიეც კი გავხსენი.

მაკიაჟი ყოველთვის კარგად გამომდიოდა, მიზიდავს სილამაზე და ესთეტიკა, ამიტომ გადავწყვიტე ვიზაჟის პროფესიონალურად შესწავლა. კურსი დავასრულე თუ არა, პანდემიაც დაიწყო, დავრჩი სამსახურის გარეშე და ზუსტად ამ დროს ვიფიქრე, რომ დამეწყო მაკიაჟის ვიდეოების გადაღება და აღმოვაჩნე, რომ ეს საქმე ძალიან მომწონს. შემიძლია ვთქვა, რომ პანდემიის დროს მაკიაჟმა და სოც-ქსელებმა გადამარჩინა.  მარტივად გადავიტანე, ის რთული პერიოდები და განცდები, რაც  კორონა ვირუსისი დროს იყო.

თან, რაც ყველაზე მთავარია აღმოჩნდა რომ საზოგადოებასაც მოეწონა ჩემი ვიდეოები, ვცდილობდი, გასართობ კონტენტთან ერთად სასარგებლო ინფორმაციაც მიმეწოდენებინა. საოცარი შეგრძნებაა, როცა ქუჩაში გიღიმიან და გცნობენ, ხშირად მწერენ და რჩევებს მეკითხებიან… მწერენ, რომ ჩემგან ბევრი რამ ისწავლეს და ჩემი ვიდეოები მათთვის სასიამოვნო, და პოზიტივის მომტანია.

"აუცილებელია ჩვენს კანზე დაკვირვება"- ექსკლუზიური ინტერვიუ Beauty Influencer და Makeap Artist თინა ყაჭეიშვილთან ✨️

✨️რა არის თქვენთვის სილამაზე და როგორ უკავშირებთ მას თანამედროვე “კანონებს”…?

✨️ სილამაზე ძალიან სუბიექტურია… ყველა ადამიანი განსხვავებულად აღიქვამს. ჩემთვის სილამაზე შინაგანი მდგომარეობიდან მოდის. არ მომწონს, დამკვიდრებული სილამაზის სტანდარტები. მაკიაჟიც ძალიან მრავალფეროვანია, რომელსაც წესები არ გააჩნია. ვისაც როგორ მოსწონს, ისე გაიკეთებს. ჩემთვის მაკიაჟი ერთგვარი თერაპიაა, ასევე მაკიაჟით გამოვხატავ იმას, თუ როგორი ვარ და როგორ  ვხედავ ჩემს თავს.

✨️ რამდენად მნიშვნელოვანია, მომხმარებლისთვის ხარისხიანი პროდუქციის მიწოდება…

✨️ დღესდღეობით beauty ინდუსტრია იმდენად დაიხვეწა, იშვიათია უხარისხო ან მავნე შემადგენლობის პროდუქტი შეგხვდეს. კონტროლდება შემადგენლობები, ბრენდები იხვეწებიან და ცდილობენ, რომ ინგრედიენტები ცხოველებზე აღარ დატესტონ.

"აუცილებელია ჩვენს კანზე დაკვირვება"- ექსკლუზიური ინტერვიუ Beauty Influencer და Makeap Artist თინა ყაჭეიშვილთან ✨️

ბედნიერი ვარ რომ, უამრავი vegan და cruelty free ბრენდი არსებობს. ხარისხი ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა არის შემთხვევები, როცა ძვირადღირებულ პროდუქტს მისი ბიუჯეტური ანალოგი სჯობს. ფასი ყოველთვის არ განსაზღვრავს ხარისხს, რადგან ზოგიერთი ბრენდი თანხებს არა პროდუქტის გაუმჯობესებაზე, არამედ შეფუთვაზე და მარკეტინგზე ხარჯავს, ამიტომ  მაღალი ფასი ყველა შემთხვევაში არ უდრის მაღალ ხარისხს.

ამის გამო პროდუქტის შეძენამდე ყოველთვის ვეცნობი სხვა ადამიანების და beauty influencer ის შეფასებებს, ასევე ვეცნობი შემადგენლობებს და შემდეგ გადავწყვეტ, შევიძინო თუ – არა. შემდგომ, გამომწერებსაც ვუზიარებ ჩემს გამოცდილებას და ასევე ვუზიარებ ძვირადღირებული პროდუქტების ბიუჯეტურ  ანალოგებს. აუცილებლად ვაზიარებ ჩემს აზრს, როცა პროდუქტი არ მომწონს, უხარისხო ან ცუდი შემადგენლობის არის. ჩემი მიზანია, სხვებმაც იცოდნენ და თანხა სსწორად დახარჯონ.

✨️ დუბაი, ერევანი – მაკიაჟის მასტერკლასების ამ შესანიშნავი თავგადასავალის შესახებ გვიამბეთ… 

✨️ გუშინ დავბრუნდი ერევნიდან, სადაც დავესწარი ერთ-ერთი წარმატებული ვიზაჟისტის მასშტაბურ მასტერკლასს. ასეთი მასტერკლასებიდან ბევრ ახალ ინფორმაციას ვიღებ, ვვითარდები და ვისახავ მიზნებს მათ მაგალითზე. მათგან ვსწავლობ, როგორ ჩავატარო ჩემი მასტერკლასები, რომ მაქსიმალურად ინფორმაციული და სასარგებლო იყოს დამსწრეებისთვის. დუბაიში, ვიყავი ცნობილი Anastasia-ს მასტერკლასზე სადაც მისი ტექნიკები ვისწავლე. გავიცანი საინტერესო ადამიანები და მოვიხიბლე ამ ქალაქით.

"აუცილებელია ჩვენს კანზე დაკვირვება"- ექსკლუზიური ინტერვიუ Beauty Influencer და Makeap Artist თინა ყაჭეიშვილთან ✨️

✨️ რა რჩევებს მისცემდით ქალბატონებს  სახის კანის მოვლისთვის…

✨️ პირველი და ძალიან მნიშვნელოვანი რჩევაა მზისგან დამცავი! ამით აირიდებთ პიგმენაციას და ნაადრევ დაბერებას, ასევე კანის კიბოს რომელიც თურმე ძალიან ხშირია და სამწუხაროდ ამაზე არავინ საუბრობს. მეორე და ძალიან აუცილებელი მზისგან დამცავის და მაკიაჟის ჰიდროფილური ზეთით მოშორება იგივე ორმაგი წმენდა და დატენიანება. მხოლოდ ამ მინიმუმით 4 პროდუქტით (ჰიდროფილური ზეთი, დასაბანი გელი, დამატენიანებელი საცხი და მზისგან დამცავი) შეგვიძლია იდეალური კანის შენარჩუნება. სხვა დანარჩენი უკვე სურვილის და საჭიროების მიხედვით. აუცილებელია ჩვენს კანზე დაკვირვება და ის, თუ რას მოიხმარს სხვა ადამიანი, არ ნიშნავს, რომ ჩვენს კანზეც იდეალურად იმუშავებს.

"აუცილებელია ჩვენს კანზე დაკვირვება"- ექსკლუზიური ინტერვიუ Beauty Influencer და Makeap Artist თინა ყაჭეიშვილთან ✨️

✨️ თქვენი გამოცდილებიდან გამომდიმარე, რამდენად მნიშვნელოვანია იმის უზრუნველყოფა, რომ პროდუქტები, რომლებსაც თქვენს  აუდიტორიას ურჩევთ, იყოს მაღალი ხარისხის…

✨️ ძალიან მნიშვნელოვანია და შემიძლია თამამად ვთქვა, რომ არასდროს გამიზიარებია ისეთი პროდუქტი, რომელსაც თავად არ მოვიხმარდი.

✨️ გაგვიმხილეთ თქვენი სამომავლო გეგმები…

✨️ ჩემს გეგმებზე ხმამაღლა არასდროს ვსაუბრობ. თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ წინ ძალიან ბევრი მოულოდნელი სიახლე ელოდება ჩემს მაყურებლებს.

ავტორი: თეონა შაინიძე

#drpkhakadze  #shenisilamaze  #gochadze 

 

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSilamaze.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
„აღნიშნულ სისტემას სჭირდება კარგად იმპლემენტაცია, ყველა იმ ნაკლოვანებისა და ხარვეზის აღმოფხვრა“ – მიხეილ სარჯველაძე

„აღნიშნულ სისტემას სჭირდება კარგად იმპლემენტაცია, ყველა იმ ნაკლოვანებისა და ხარვეზის აღმოფხვრა“ – მიხეილ სარჯველაძე

ნოემბერი 27, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
სადღესასწაულო სიმყუდროვე: შობა-ახალი წლის დეკორაციები ქანთრი სტილში

სადღესასწაულო სიმყუდროვე: შობა-ახალი წლის დეკორაციები ქანთრი სტილში

ნოემბერი 27, 2024
თბილისში საახალწლო ღონისძიებები 13 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით გაიმართება

თბილისში საახალწლო ღონისძიებები 13 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით გაიმართება

ნოემბერი 27, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
Euronews – ხარიხიანი თოვლი, იაფი სერვისი, რატომ უნდა ვისრიალოთ ამ ზამთარს საქართველოში

Euronews – ხარიხიანი თოვლი, იაფი სერვისი, რატომ უნდა ვისრიალოთ ამ ზამთარს საქართველოში

ნოემბერი 27, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზეთის იმპორტი -რა ფასად ვყიდულობთ ზეთს

ზეთის იმპორტი -რა ფასად ვყიდულობთ ზეთს

ნოემბერი 26, 2024
რატომ უნდა ვიმოგზაუროთ ზამთარში? 4 რჩევა მოგზაურებს

რატომ უნდა ვიმოგზაუროთ ზამთარში? 4 რჩევა მოგზაურებს

27 ნოემბერი 2024
საახალწლო განათებების მონტაჟი რუსთაველის გამზირზე —დროებითი საგზაო შეზღუდვები

საახალწლო განათებების მონტაჟი რუსთაველის გამზირზე —დროებითი საგზაო შეზღუდვები

ნოემბერი 27, 2024
„ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნება საქართველოსა და მსოფლიოში

„ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნება საქართველოსა და მსოფლიოში

ნოემბერი 26, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
spot_img

ბოლო სიახლეები