ფინჯანი შავი ყავა, რომელიც წარმოადგენს ჯანსაღ სასმელს

შავი ყავის 5 სასარგებლო თვისება თქვენი ჯანმრთელობისთვის

ანა კვარაცხელია
ანა კვარაცხელია - ჟურნალისტი
1 წუთიანი წაკითხვა
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

შავი ყავა შეიცავს დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტებს, ვიტამინებს B2 და B3, კალიუმს, ნატრიუმს და მაგნიუმს. მოცემულ სტატიაში წარმოგიდგენთ შავი ყავის 5 სასარგებლო თვისებას და რძიანი ყავის შავი ყავით ჩანაცვლების საჭიროებას.

1. ანტიოქსიდანტები

შავი ყავა შეიცავს ისეთ ანტიოქსიდანტებს,როგორიცაა ქლოროგენის მჟავა და ებრძვის ორგანიზმში არსებულ თავისუფალ რადიკალებს, რაც ისეთი ქრონიკული დაავადებების რისკის შემცირების ალბათობას ზრდის, როგორიცაა კიბო და გულ-სისხლძარღვთა დაავადებები.

2. კოგნიტური ფუნქცია

- Advertisement -
Ad imageAd image

შავ ყავაში შემავალი კოფეინი მოქმედებს როგორც რბილი სტიმულატორი, აფხიზლებს, დადებითად მოქმედებს კონცენტრაციასა და გონებრივ სიცხადეზე. შესაძლოა შეამციროს ისეთი დაავადებების რისკიც კი როგორიცაა ალცჰაიმერი და პარკინსონი.

3. ღვიძლის ჯანმრთელობა

შავი ყავის ზომიერმა მოხმარებამ, ორგანიზმში ანთების შემცირებითა და ღვიძლის მავნე ფერმენტების დაგროვების პრევენციით, შესაძლოა შეამციროს ღვიძლის დაავადებების რისკი, მათ შორის ღვიძლის კიბო, ციროზი და ღვიძლის ცხიმოვანი დაავადება.

4. მეტაბოლიზმის გაძლიერება

კოფეინს, ბუნებრივ სტიმულატორს, რომელიც გვხვდება შავ ყავაში, შეუძლია გაზარდოს მეტაბოლიზმი ანუ ორგანიზმის მამოძრავებელი ძალა, რაც ხელს უწყობს წონის მართვას. მას ასევე შეუძლია ხელი შეუწყოს ცხიმების წვის ტემპს და ვარჯიშის დროს გააუმჯობესოს ფიზიკური აქტივობა.

- Advertisement -
Ad imageAd image

5. ტიპი 2 დიაბეტის რისკის შემცირება

შავი ყავა კავშირშია ტიპი 2 დიაბეტის რისკის შემცირებასთან, რადგან ის ინსულინის მიმართ ზრდის მგრძნობელობას და სისხლში არეგულირებს შაქრის დონეს.

 

 

 

 

წყარო

სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2024). შავი ყავის 5 სასარგებლო თვისება თქვენი ჯანმრთელობისთვის. 24 აპრილი, 2024. https://shenisilamaze.ge/shavi-yavis-sargebeli/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2024 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
READ  წონის დაკარგვის სწრაფი და ეფექტური გზა ექიმების მიერ შემუშავებული კვების გეგმის წყალობით.
გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი
ჟურნალისტი — კვება და ჯანსაღი ცხოვრება. აშუქებს წონის მართვას, კალორიებსა და დიეტებს მეცნიერული თვალსაზრისით, ვარჯიშსა და ყოველდღიურ ჯანსაღ ჩვევებს.
კომენტარები ჯერ არ არის